შელოცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შელოცვა''' - (curse), ჯადო სიტყვების წარმოთქმა, რომლის მიზანია სულ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''შელოცვა''' - (curse), ჯადო სიტყვების წარმოთქმა, რომლის მიზანია სულიერი ან მაგიური ვნება მიაყენოს ამა თუ იმ ადამიანს ან ობიექტს
+
'''შელოცვა''' - [[ფოლკლორი]]ს ერთ-ერთი არქაული ჟანრი. მაგიური დანიშნულების სიტყვიერი ფორმულა. შელოცვა ფართოდ იყო ცნობილი  ყველა ხალხში, მათ შორის [[ქართველები|ქართველებშიც]]. შელოცვა ძირითადად ორი სახისაა: სამეურნეო და სამკურნალო. ორივე შემთხვევაში თავს იჩენდა რწმენა სიტყვიერი ფორმულის გავლენისა როგორც ავსულებსა და ბოროტ ძალებზე, ისე დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე.  შელოცვას თან ახლდა მოქმედება, რაც თითქოს აძლიერებდა შელოცვის ზემოქმედების ძალას. შელოცვის შემსრულებელნი უმეტესად ხანში შესული და მოხუცი ქალები იყვნენ. შელოცვას ჩურჩულით წარმოთქვამდნენ და ტექსტს  არავის გაანდობდნენ. სამეურნეო ხასიათის შელოცვა დაკავშირებული იყო:  ჭირნახულის მოყვანასთან, ამინდთან, ნადირობასთან და სხვა შრომით საქმიანობასთან. შელოცვის სიტყვიერი ფორმულა შედარებით მყარია  ხშირად რიტმული ტექსტის სახე აქვს. უძველესი ჩანაწერები გვხვდება ისეთ ძეგლებში როგორიცაა „[[კარაბადინი]]“, „ავგაროზი“,  „კურთხევანი“  და სხვ. შელოცვის მნიშვნელობით იხმარებოდა: ძველი ქართული ტერმინი „სახვრა“. თანამედროვე ფოლკლორში  შელოცვამ მთლიანად დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მისი ნიმუშების მიკვლევა მხოლოდ გამოკითხვით ხერხდება.
  
 +
''ვ. მაცაბერიძე''
  
  
 +
 +
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
* ჩიქოვანი მ. ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1952;
 +
* ოქროშიძე თ., შელოცვის უძველესი ქართული ტერმინი, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ. №I, №2, 1955.
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
* [[ჯადოსნობა]]
 
* [[ჯადოსნობა]]
 
* [[ექიმბაშობა]]
 
* [[ექიმბაშობა]]
+
* [[გამოლოცვა]]
 +
 
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
+
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]]
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კროსკულტურული ტერმინები]]
+
 
[[კატეგორია:მაგია]]
 
[[კატეგორია:მაგია]]
 +
[[კატეგორია:რწმენა-წარმოდგენები]]
 +
[[კატეგორია:ფოლკლორული ჟანრები]]

მიმდინარე ცვლილება 14:02, 2 ივნისი 2025 მდგომარეობით

შელოცვა - ფოლკლორის ერთ-ერთი არქაული ჟანრი. მაგიური დანიშნულების სიტყვიერი ფორმულა. შელოცვა ფართოდ იყო ცნობილი ყველა ხალხში, მათ შორის ქართველებშიც. შელოცვა ძირითადად ორი სახისაა: სამეურნეო და სამკურნალო. ორივე შემთხვევაში თავს იჩენდა რწმენა სიტყვიერი ფორმულის გავლენისა როგორც ავსულებსა და ბოროტ ძალებზე, ისე დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე. შელოცვას თან ახლდა მოქმედება, რაც თითქოს აძლიერებდა შელოცვის ზემოქმედების ძალას. შელოცვის შემსრულებელნი უმეტესად ხანში შესული და მოხუცი ქალები იყვნენ. შელოცვას ჩურჩულით წარმოთქვამდნენ და ტექსტს არავის გაანდობდნენ. სამეურნეო ხასიათის შელოცვა დაკავშირებული იყო: ჭირნახულის მოყვანასთან, ამინდთან, ნადირობასთან და სხვა შრომით საქმიანობასთან. შელოცვის სიტყვიერი ფორმულა შედარებით მყარია ხშირად რიტმული ტექსტის სახე აქვს. უძველესი ჩანაწერები გვხვდება ისეთ ძეგლებში როგორიცაა „კარაბადინი“, „ავგაროზი“, „კურთხევანი“ და სხვ. შელოცვის მნიშვნელობით იხმარებოდა: ძველი ქართული ტერმინი „სახვრა“. თანამედროვე ფოლკლორში შელოცვამ მთლიანად დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მისი ნიმუშების მიკვლევა მხოლოდ გამოკითხვით ხერხდება.

ვ. მაცაბერიძე



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჩიქოვანი მ. ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1952;
  • ოქროშიძე თ., შელოცვის უძველესი ქართული ტერმინი, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ. №I, №2, 1955.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები