ძმები გრიმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ძმები გრიმები''' – იაკობი (1785–1863) და ვილჰელმი (1786–1859), გერმანელი მ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ძმები გრიმები''' – იაკობი (1785–1863) და ვილჰელმი (1786–1859), გერმანელი მეცნიერი-ფილოლოგები, გეტინგენის, შემდეგ კი ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორები. განათლებით იურისტები იყვნენ, მაგრამ მთელი თავიანთი სიცოცხლე ფილოლოგიასა და გერმანული კულტურის ისტორიის საკითხების შესწავლას შესწირეს.
 
გრიმები ფოლკლორში ხედავდნენ ხალხის ისტორიას, ამიტომ ზეპირსიტყვიერების შეკრება და შესწავლა ეროვნულ ამოცანად გამოაცხადეს, მათი აზრით, ნაციონალური კულტურის ძირითად ელემენტს წარმოადგენს არა [[ქრისტიანობა]] არა კათოლიკური შუასაუკუნეები როგორც ამას ასაბუთებდნენ მათი თანამედროვე მკვლევრები, არამედ ხალხური [[რელიგია]] და [[წარმართობა]].  
+
გრიმები ფოლკლორში ხედავდნენ ხალხის ისტორიას, ამიტომ ზეპირსიტყვიერების შეკრება და შესწავლა ეროვნულ ამოცანად გამოაცხადეს, მათი აზრით, ნაციონალური კულტურის ძირითად ელემენტს წარმოადგენს არა [[ქრისტიანობა]] არა კათოლიკური შუა საუკუნეები როგორც ამას ასაბუთებდნენ მათი თანამედროვე მკვლევრები, არამედ ხალხური [[რელიგია]] და [[წარმართობა]].  
  
1812 წელს ბერლინში გამოქვეყნდა მათ მიერ შედგენილი  ზღაპრების კრებული „Kinder und Haumärchen“ („საბავშვო  დასაოჯახო ზღაპრები“), რომელიც მკითხველთა ფართო წრისთვის იყო გამიზნული, მაგრამ, ამასთანავე, მეცნიერულ კომენტარებსაც, შეიცავდა. ამას მოჰყვა რიგი ფოლკლორული გამოცემები. გერმანული თქმულებების კრებული („Deutsche Sagen“, I-II); ჩრდილოეთის ფოლკლორისადმი მიძღვნილი გამოკვლევები და კრებულები („Altdänische Heldenlieder, Balladen und Märchen; Lieder der alten Edda“; „Der arme Heinrich von der Ane“ და სხვ).  
+
1812 წელს ბერლინში გამოქვეყნდა მათ მიერ შედგენილი  [[ზღაპარი|ზღაპრების]] კრებული „Kinder und Haumärchen“ („საბავშვო  და საოჯახო ზღაპრები“), რომელიც მკითხველთა ფართო წრისთვის იყო გამიზნული, მაგრამ, ამასთანავე, მეცნიერულ კომენტარებსაც, შეიცავდა. ამას მოჰყვა რიგი ფოლკლორული გამოცემები. გერმანული თქმულებების კრებული („Deutsche Sagen“, I-II); ჩრდილოეთის ფოლკლორისადმი მიძღვნილი გამოკვლევები და კრებულები („Altdänische Heldenlieder, Balladen und Märchen; Lieder der alten Edda“; „Der arme Heinrich von der Ane“ და სხვ).  
  
ფოლკლორისტიკის ისტორიაში გრიმები მითოლოგიური სკოლის მამამთავრებად ითვლებიან მათი მითოლოგიური კონცეპციები ყველაზე რელიეფურად ჩამოყალიბებულია იაკობ გრიმის „გერმანულ მითოლოგიაში“ („Deutsche Mythologie", Göttingen, 1835) გრიმების ფოლკლორისტული შეხედულებების ძირითად იდეას წარმოადგენდა აზრი – ხლხური გადმოცემების მაღალი ეთიკური ღირებულებისა. მათი ღრმა რწმენით, ფოლკლორის საფუძველს ყოველთვის პოეტური და ზნეობრივი სიმართლე წარმო ადგენდა.  
+
ფოლკლორისტიკის ისტორიაში გრიმები მითოლოგიური სკოლის მამამთავრებად ითვლებიან მათი მითოლოგიური კონცეფციები ყველაზე რელიეფურად ჩამოყალიბებულია იაკობ გრიმის „გერმანულ მითოლოგიაში“ („Deutsche Mythologie", Göttingen, 1835) გრიმების ფოლკლორისტული შეხედულებების ძირითად იდეას წარმოადგენდა აზრი – ხალხური გადმოცემების მაღალი ეთიკური ღირებულებისა. მათი ღრმა რწმენით, ფოლკლორის საფუძველს ყოველთვის პოეტური და ზნეობრივი სიმართლე წარმოადგენდა.  
  
გრიმების ზღაპრების ქართულ ენაზე თარგმნას ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. ყველაზე ნაყოფიერად ამ მხრივ მუშაობდა მწერალი [[ნიკო ლორთქიფანიძე]], რომელმაც თარგმნა გრიმების რამდენიმე ათეული ზღაპარი.  
 
გრიმების ზღაპრების ქართულ ენაზე თარგმნას ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. ყველაზე ნაყოფიერად ამ მხრივ მუშაობდა მწერალი [[ნიკო ლორთქიფანიძე]], რომელმაც თარგმნა გრიმების რამდენიმე ათეული ზღაპარი.  

მიმდინარე ცვლილება 15:52, 2 ივნისი 2025 მდგომარეობით

ძმები გრიმები – იაკობი (1785–1863) და ვილჰელმი (1786–1859), გერმანელი მეცნიერი-ფილოლოგები, გეტინგენის, შემდეგ კი ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორები. განათლებით იურისტები იყვნენ, მაგრამ მთელი თავიანთი სიცოცხლე ფილოლოგიასა და გერმანული კულტურის ისტორიის საკითხების შესწავლას შესწირეს.

გრიმები ფოლკლორში ხედავდნენ ხალხის ისტორიას, ამიტომ ზეპირსიტყვიერების შეკრება და შესწავლა ეროვნულ ამოცანად გამოაცხადეს, მათი აზრით, ნაციონალური კულტურის ძირითად ელემენტს წარმოადგენს არა ქრისტიანობა არა კათოლიკური შუა საუკუნეები როგორც ამას ასაბუთებდნენ მათი თანამედროვე მკვლევრები, არამედ ხალხური რელიგია და წარმართობა.

1812 წელს ბერლინში გამოქვეყნდა მათ მიერ შედგენილი ზღაპრების კრებული „Kinder und Haumärchen“ („საბავშვო და საოჯახო ზღაპრები“), რომელიც მკითხველთა ფართო წრისთვის იყო გამიზნული, მაგრამ, ამასთანავე, მეცნიერულ კომენტარებსაც, შეიცავდა. ამას მოჰყვა რიგი ფოლკლორული გამოცემები. გერმანული თქმულებების კრებული („Deutsche Sagen“, I-II); ჩრდილოეთის ფოლკლორისადმი მიძღვნილი გამოკვლევები და კრებულები („Altdänische Heldenlieder, Balladen und Märchen; Lieder der alten Edda“; „Der arme Heinrich von der Ane“ და სხვ).

ფოლკლორისტიკის ისტორიაში გრიმები მითოლოგიური სკოლის მამამთავრებად ითვლებიან მათი მითოლოგიური კონცეფციები ყველაზე რელიეფურად ჩამოყალიბებულია იაკობ გრიმის „გერმანულ მითოლოგიაში“ („Deutsche Mythologie", Göttingen, 1835) გრიმების ფოლკლორისტული შეხედულებების ძირითად იდეას წარმოადგენდა აზრი – ხალხური გადმოცემების მაღალი ეთიკური ღირებულებისა. მათი ღრმა რწმენით, ფოლკლორის საფუძველს ყოველთვის პოეტური და ზნეობრივი სიმართლე წარმოადგენდა.

გრიმების ზღაპრების ქართულ ენაზე თარგმნას ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. ყველაზე ნაყოფიერად ამ მხრივ მუშაობდა მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე, რომელმაც თარგმნა გრიმების რამდენიმე ათეული ზღაპარი.

ჯ. ბარდაველიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ძმები გრიმები, გერმანული ზღაპრები, ნაკადული, 1969;
  • ძმები გრიმები, გულადი თერძი, ნაკადული, 1962;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946;

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები