გუთნური
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''გუთნური''' – | + | '''გუთნური''' – [[შრომის სიმღერები|შრომის სიმღერა]], რომელიც [[გუთანი|გუთნით]] მუშაობის დროს სრულდებოდა; გუთნეულთან სათქმელ სიმღერას გუთნური ეწოდება. |
გუთნური გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ [[საქართველო]]ში. დასავლეთ საქართველო მიწის გუთნით დამუშავების წესს არ იცნობდა და ამის გამო ტრადიციული გუთნური სიმღერები იქ არც გვხვდება. ქართლ-კახეთში ხვნა-თესვის სიმღერას [[ოროველა]]საც ეძახიან. იგი ზოგადი სახელიდან მომდინარეობს და გამოყოფით არსებობს „გუთნური ოროველა“, „კალოს ოროველა!“ პარალელურად. | გუთნური გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ [[საქართველო]]ში. დასავლეთ საქართველო მიწის გუთნით დამუშავების წესს არ იცნობდა და ამის გამო ტრადიციული გუთნური სიმღერები იქ არც გვხვდება. ქართლ-კახეთში ხვნა-თესვის სიმღერას [[ოროველა]]საც ეძახიან. იგი ზოგადი სახელიდან მომდინარეობს და გამოყოფით არსებობს „გუთნური ოროველა“, „კალოს ოროველა!“ პარალელურად. | ||
| − | ჩვენში სახენელი საშუალებების გამოყენების შესახებ პირველი ვრცელი წერილობითი ცნობები ბერძნულ ლიტერატურაში გვხვდება (პინდარი, როდოსელი) ხოლო [[ქართველები|ქართველი]] ისტორიკოსი [[ბასილი ეზოსმოძღვარი]] გვაუწყებს, – ველზე კვალის გავლების დროს მიწათმოქმედნი [[თამარ მეფე|თამარის]] საქებარ ლექსებს მღეროდნენო. „ყმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსობდიან“. გუთნის ხსენება ქართულ წყაროებში XII ს-ზე ადრე არ გვხვდება თუმცა | + | ჩვენში სახენელი საშუალებების გამოყენების შესახებ პირველი ვრცელი წერილობითი ცნობები ბერძნულ ლიტერატურაში გვხვდება (პინდარი, როდოსელი) ხოლო [[ქართველები|ქართველი]] ისტორიკოსი [[ბასილი ეზოსმოძღვარი]] გვაუწყებს, – ველზე კვალის გავლების დროს მიწათმოქმედნი [[თამარ მეფე|თამარის]] საქებარ ლექსებს მღეროდნენო. „ყმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსობდიან“. გუთნის ხსენება ქართულ წყაროებში XII ს-ზე ადრე არ გვხვდება თუმცა ამგვარ სამეურნეო იარაღს ადრეც იყენებდნენ და სხვა სახელით აღნიშნავდნენ (ერქუანი). |
გუთნეული რთული ორგანიზაციაა. მასში [[მოდგამი]]ს, ნაცვალგადახდას წესით რამდენიმე კომლია გაერთიანებული [[გუთნისდედა|გუთნისდედის]] ხელმძღვანელობით. შემონატანისა და ფუნქციის მიხედვით მოდგამნი ალოებს ინაწილებდნენ და მორიგეობით იხნავდნენ სავარგულებს. გარეკახეთში (ნორიო) მაგალითად, გუთნეულში 8-10 უღელ ხარ-კამეჩს აბამდნენ, გუთნისდედასთან ერთად აქ იყვნენ მეხრეები (მეტი მეხრე, გუთნის თავის მეხრე, სამოზვრე მეხრე, წინა მეხრე. ხანგრძლივ კოლექტიურად მომუშავე ჯგუფს საერთო სათქმელი ლექს-სიმღერები ჰქონდა რომელშიც აისახებოდა მომუშავის ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ყოფა და მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები. | გუთნეული რთული ორგანიზაციაა. მასში [[მოდგამი]]ს, ნაცვალგადახდას წესით რამდენიმე კომლია გაერთიანებული [[გუთნისდედა|გუთნისდედის]] ხელმძღვანელობით. შემონატანისა და ფუნქციის მიხედვით მოდგამნი ალოებს ინაწილებდნენ და მორიგეობით იხნავდნენ სავარგულებს. გარეკახეთში (ნორიო) მაგალითად, გუთნეულში 8-10 უღელ ხარ-კამეჩს აბამდნენ, გუთნისდედასთან ერთად აქ იყვნენ მეხრეები (მეტი მეხრე, გუთნის თავის მეხრე, სამოზვრე მეხრე, წინა მეხრე. ხანგრძლივ კოლექტიურად მომუშავე ჯგუფს საერთო სათქმელი ლექს-სიმღერები ჰქონდა რომელშიც აისახებოდა მომუშავის ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ყოფა და მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები. | ||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
* შრომის სიმღერები, თ. ოქროშიძის რედ., 1961; | * შრომის სიმღერები, თ. ოქროშიძის რედ., 1961; | ||
* მ. ჩიქოვანი, ქართ. ხ. სიტყვ. ისტორია, 1956; | * მ. ჩიქოვანი, ქართ. ხ. სიტყვ. ისტორია, 1956; | ||
| − | * | + | * მისივე. კახეთის 1961 წლის ფოლკლორული ექსპედიცია: კრ. „ქართ. ფოლკლორი“, 1964; |
* თ. ოქროშიძე, ქ. ხ. შრომის პოეზია, 19632; | * თ. ოქროშიძე, ქ. ხ. შრომის პოეზია, 19632; | ||
* თ, მამალაძე, შრომის სიმღერები კახეთში, 1961; | * თ, მამალაძე, შრომის სიმღერები კახეთში, 1961; | ||
| − | * ქართლის | + | * ქართლის ცხოვერება, II, ს. ყაუხჩიშვილის რედ., 1959. |
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | ||
| − | [[კატეგორია:სიმღერები]] | + | [[კატეგორია:ქართული სიმღერები]] |
[[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერები]] | [[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერები]] | ||
[[კატეგორია:შრომის სიმღერები]] | [[კატეგორია:შრომის სიმღერები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:55, 2 ივნისი 2025 მდგომარეობით
გუთნური – შრომის სიმღერა, რომელიც გუთნით მუშაობის დროს სრულდებოდა; გუთნეულთან სათქმელ სიმღერას გუთნური ეწოდება.
გუთნური გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველო მიწის გუთნით დამუშავების წესს არ იცნობდა და ამის გამო ტრადიციული გუთნური სიმღერები იქ არც გვხვდება. ქართლ-კახეთში ხვნა-თესვის სიმღერას ოროველასაც ეძახიან. იგი ზოგადი სახელიდან მომდინარეობს და გამოყოფით არსებობს „გუთნური ოროველა“, „კალოს ოროველა!“ პარალელურად.
ჩვენში სახენელი საშუალებების გამოყენების შესახებ პირველი ვრცელი წერილობითი ცნობები ბერძნულ ლიტერატურაში გვხვდება (პინდარი, როდოსელი) ხოლო ქართველი ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი გვაუწყებს, – ველზე კვალის გავლების დროს მიწათმოქმედნი თამარის საქებარ ლექსებს მღეროდნენო. „ყმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსობდიან“. გუთნის ხსენება ქართულ წყაროებში XII ს-ზე ადრე არ გვხვდება თუმცა ამგვარ სამეურნეო იარაღს ადრეც იყენებდნენ და სხვა სახელით აღნიშნავდნენ (ერქუანი).
გუთნეული რთული ორგანიზაციაა. მასში მოდგამის, ნაცვალგადახდას წესით რამდენიმე კომლია გაერთიანებული გუთნისდედის ხელმძღვანელობით. შემონატანისა და ფუნქციის მიხედვით მოდგამნი ალოებს ინაწილებდნენ და მორიგეობით იხნავდნენ სავარგულებს. გარეკახეთში (ნორიო) მაგალითად, გუთნეულში 8-10 უღელ ხარ-კამეჩს აბამდნენ, გუთნისდედასთან ერთად აქ იყვნენ მეხრეები (მეტი მეხრე, გუთნის თავის მეხრე, სამოზვრე მეხრე, წინა მეხრე. ხანგრძლივ კოლექტიურად მომუშავე ჯგუფს საერთო სათქმელი ლექს-სიმღერები ჰქონდა რომელშიც აისახებოდა მომუშავის ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ყოფა და მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები.
გუთნურში პირველად გუთნის ქებას წარმოთქვამდნენ: „შენი ჭირიმე გუთანო გათლილო წმინდა ხისაო; შენ აჭმევ პურსა ცოცხალსა, დამმარხველი ხარ მკვდრისაო“. მართლაც, მიწათმოქმედთა ცხოვრებაში. სახვნელ იარაღს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდ.ა ღარიბ მოსახლეს 6–10 უღელი გამწევი ძალის ყოლა არ შეეძლო, ამიტომ შეამხანაგდებოდნენ და ერთად ხნავდნენ. გუთნურის თემატიკა მრავალფეროვანია მასში ადგილს პოულობს როგორც შრომის იარაღები და გამწევი ძალა ისე მომუშავენი. თითოეული რეალისტური ფერებითაა დახატული. გუთნური სოციალური ისტორიის მადლიან მასალას წარმოადგენს. აქ სენტენცია-შაირებთან ერთად გაბაასებანიც გვხვდება მასში ძველთაძველი დრამის ნიმუშები იჩენს თავს (სახნისმა თქვა: ქვეშკნელს დავალ, მზისა მუქი მენატრება. საკვეთელმა გაიგონა: ჩემზე მეტი შენ რა გვხვდება? და ა. შ.).
გუთნური სიმღერები და ლექსები შრომის პროცესში იქმნებოდა იმპროვიზაციულად. თანდათან დაგროვილმა მარაგმა ტრადიციული ფორმა მიიღო და უმდიდრესი რეპერტუარის სახით მოგვევლინა. გუთნური ლექსების დიდი უმრავლესობა მაღალპოეტურია, კოლექტიური თანაავტორობის მადლიანი ბეჭედი აზის და მელოდიასთანაც მეტად ჰარმონიულად არის შერწყმული.
მ. ჩიქოვანი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- შრომის სიმღერები, თ. ოქროშიძის რედ., 1961;
- მ. ჩიქოვანი, ქართ. ხ. სიტყვ. ისტორია, 1956;
- მისივე. კახეთის 1961 წლის ფოლკლორული ექსპედიცია: კრ. „ქართ. ფოლკლორი“, 1964;
- თ. ოქროშიძე, ქ. ხ. შრომის პოეზია, 19632;
- თ, მამალაძე, შრომის სიმღერები კახეთში, 1961;
- ქართლის ცხოვერება, II, ს. ყაუხჩიშვილის რედ., 1959.