შაირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შაირი – ქართული ხალხური ლექსის ძირითადი საზომი, მეტრი. მარცვალთა რაოდენობის მიხედვით გვაქვს თექვსმეტმარცვლიანი და რვამარცვლიანი, ტერფების განლაგების მიხედვით მაღალი და დაბალი შაირი. გენეტიკურად ქართული ხალხური ლექსის აღმოცენების პირველ საფეხურებს უკავშირდება. შაირის ნიმუშები დაცულია უძველეს მითოლოგიურ და საწესჩვეულებო ლექს-სიმღერებში, აგრეთვე ამირანის თქმულებაში. გავრცელებულია ყველა ქართველურ ტომში და ყველგან ძირითად სალექსო საზომს წარმოადგენს.

შაირის საზომი, ერთნაირად შესაფერისია როგორც ეპიკური, ასევე ლირო-ეპიკური და ლირიკული ლექსებისთვის. ამ მხრივ იგი უნივერსალურია. მე-10 საუკუნიდან შაირი ლიტერატურაშიც შეიჭრა და მთელი ცხრა საუკუნის მანძილზე გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა ხალხური შაირის უძველესი ნიმუშები ასტროფულია.

ჯ. ბარდაველიძე



ლიტერატურა

  • ს. გორგაძე, ქართული ლექსი, 1920;
  • ლიტ. ძიებანი, III;
  • პ. ბერაძე, ჰეგზამეტრი და გრძელშაირის ლექსი, „ლიტ. საქართველო“, 1941, № 20;
  • ჯ. ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსის საზომები (შაირი და ფისტიკაური) „ქართული ფოლკლორი, I-II, 19 4;
  • პ. ბერაძე, შველი ბერძნული ღა ქართული ლექსთწყობის საკითხები, 1969.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები