თექვსმეტმარცვლიანი შაირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თექვსმეტმარცვლიანი შაირი – შაირის სახეობა. ქართული ხალხური ლექსის უძველესი და ყველაზე გავრცელებული საზომი. ტერფების განლაგების მიხედვით განარჩევენ თექვსმეტმარცვლიან დაბალსა და მაღალ შაირს. რითმა სავალდებულოა ყოველი ტაეპის შემდეგ. ურითმო თექვსმეტმარცვლიანი შაირი ფოლკლორში შემონახული არ არის. თექვსმეტმარცვლიანი შაირის ნიმუშები:

შატილს გადიდდა ხოხობი, გულდინჯად დაჯდა კარზედა,
დაზარდა შვიდი წიწილი არწივის ნაბუდარზედა.

ჯ. ბარდაეელიძე



ლიტერატურა

  • ს. გორგაძე, ქართული ლექსი, 1920;
  • პ. ბერაძე, ჰეგზამეტრი და გრძელშაირის ლექსი. „ლიტ. საქართველო“, 1941, № 20;
  • ჯ. ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსის საზომები (შაირი და ფისტიკაური), „ქართული ფოლკლორი“, I
  • II, 1964.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები