მაღალი შაირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაღალი შაირი – (იგიეე – მოკლე შაირი) – შაირის ერთ–ერთი სახეობა. ქორე-დაქტილურ ტერფებზე დამყარებული 8 ან 16-მარცვლიანი სალექსო საზომი. დაბალი შაირისაგან), ძირითადად, ქორეული კლაუზულით განსხვავდება. წარმოშობით ფოლკლორულია. გავრცელებულია როგორც ხალხურ პოეზიაში, ასევე ლიტერატურაში. მაღალი შაირის ნიმუში, მისთვის დამახასიათებელი მეტრული სტრუქტურით მწიგნობრულად დამოწმებულია მე-10 საუკუნეში „ფილიპე ბეთლემის“ სახელწოდებით. მაღალი შაირი რომ გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა ხალხურ პოეზიაში, ამას ადასტურებს მისი ფართო გავრცელება უძველეს საწესჩვეულებო, საგმირო და შრომის ლექს-სიმღერებში. ეს საზომი გამოყენებულია აგრეთვე „ამირანიანის“ უძველეს ფრაგმენტებში.

მაღალი შაირი, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს ხალხურ პოეზიაშია გავრცელებული. რვამარცვლიანის ნიმუშია:

ჩემო მკვლელო, ჩემო მწველო,
ჩემო ახლო მეზობელო.

თექვსმეტმარცვლიანია:

სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი,
გადიარეს ცხრანი მთანი, მეათენი.

ჯ. ბარდაველიძე


ლიტერატურა

  • ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1952;
  • ჯ. ბარდაველიძე, „ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები