ფეხის დაბწნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ლეჩხუმური წეს-ჩვეულებები]] | [[კატეგორია:ლეჩხუმური წეს-ჩვეულებები]] | ||
[[კატეგორია:ქართული წეს-ჩვეულებები]] | [[კატეგორია:ქართული წეს-ჩვეულებები]] | ||
| − | [[კატეგორია:საახალწლო | + | [[კატეგორია:საახალწლო რიტუალები]] |
15:26, 4 ივნისი 2025-ის ვერსია
ფეხის დაბწნა – ლეჩხუმში გავრცელებული საახალწლო ჩვეულება. თითოეული პიროვნება ახალწლის პირველ სამ დღეს „ფეხს იბწნის“, ე. ი. კეთილად მიჩნეულ ოჯახში მიდის და ბედს დაიხელადებს. მასპინძელი სუფრაზე მიიწვევს, ხელებს ღვინით დააბანინებს და თითებზე მარილს წააყრის. მეკვლეს მსგავსად, წასვლისას მასპინძელი ბამბის ქულას ან ყაჭს დაუხელადებს თეთრთან ერთად, ეტყვის: „იმდენ წელს არაფერი გეტკინოს, რამდენი ბეწვიც. ამაშია. შოვნაში და ბედნიერებაში გაგეტარებინოს მთელი წელიწადი“.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969, გვ. 231;
- მ. ალავიძე, ლეჩხუმის ზეპირსიტყვაობა, 1951, გვ. 127.