ჭივჭავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჭივჭავი''' (ლათ. Spinus spinus Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი [[ბეღუ...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:WivWavi.png|thumb|'''ჭივჭავი''']]
 
'''ჭივჭავი''' (ლათ. Spinus spinus Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
 
'''ჭივჭავი''' (ლათ. Spinus spinus Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
 
ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ჭივჭავი.
 
ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ჭივჭავი.
ხაზი 5: ხაზი 6:
 
* ოჯახი − [[მთიულასებრნი]] (Fringillidae)
 
* ოჯახი − [[მთიულასებრნი]] (Fringillidae)
 
* გვარი − ჭივჭავი (Spinus)
 
* გვარი − ჭივჭავი (Spinus)
ჭივჭავი პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 65-75 მმ-ია, კუდი 40-50 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] 8-10 მმ, წონა 10-15 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის არის განსხვავება შეფერილობაშიც. ზრდასრულ მამალს შუბლი და თხემი შავი აქვს. კისრის ზემო ნაწილი, ზურგი და მხრები მორუხო-[[მწვანე (ფერი)|მწვანეა]], ოდნავ შესამჩნევი მოშავო ღერძულა შტრიხებით. კუდზედა ბუმბულები, თავისა და კისრის გვერდები, მკერდი და სხეულის გვერდები მომწვანო-[[ყვითელი (ფერი)|ყვითელია]]. ფრთების ზემო მფარავები შავია, მომწვანო წვეროებით. მომქნევები და საჭის ბუმბულები ძირში ბაცი ლიმონისფერ-ყვითელია, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოშავო-რქისფერი. ფრთებისა და კუდის შავ ფონზე ყვითელი ლაქებია. ყელზე არაა მკაფიო მოშავო ლაქა. გვერდებსა და კუდქვეშა ბუმბულებზე მუქი მურა წინწკლებია. მუცლის შუა ნაწილი თეთრია. ახალი ბუმბულსაფარველის საერთო შეფერილობა უფრო მორუხოა, ხოლო ძველის მოყვითალო. ზრდასრული დედალი ზაფხულში ზურგის მხარეს მომწვანო-[[რუხი (ფერი)|რუხი]]ა, მურა-შავი გასწვრივი წინწკლებით; კუდზედა ბუმბულები მომწვანო-ყვითელია, ისევ წინწკლებით. ყვითელი ლაქები ფრთებსა და კუდზე უფრო მკრთალი აქვს, ვიდრე მამალს. კონუსური ფორმის პატარა ნისკარტი მურა-რქისფერია; ფეხები მურა-ხორცისფერი.

====გავრცელება====  
 
====გავრცელება====  
არეალი შედგება რამდენიმე იზოლირებული ნაწილისაგან. ერთი ნაწილი მოიცავს [[ევროპა]]ს: [[ჩრდილოეთი]]თ 66-ე პარალელამდე, [[დასავლეთი]]თ [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] კუნძულებს და აღმოსავლეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთს]], თუმცა პატარა არეალი არის [[ესპანეთი|ესპანეთ]]-საფრანგეთის საზღვარზე, პირენეის მთებში; [[სამხრეთი]]თ ვრცელდება ალპების სამხრეთ ფერდობებზე, იუგოსლავიისა და [[ბულგარეთი]]ს მთებზე, ხოლო აღმოსავლეთით სსრკ ევროპული ნაწილის ცენტრში იჭრება ურალის ქედამდე. მეორე იზოლირებული ნაწილი არეალისა მოიცავს [[თურქეთი]]სა და [[ირანი]]ს ჩრდილოეთ ნაწილებს და [[კავკასია]]ს. საკმაოდ ვრცელი იზოლირებული არეალი არის შორეულ აღმოსავლეთში უსურის მხარეში, სახალინზე, მანჯურიასა და [[იაპონია|იაპონიის]] კუნძულ ჰოკაიდოზე. არეალის დიდ ნაწილში მობინადრეა, ზოგან ეწევა მომთაბარეობასაც. [[საქართველო]]ში მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფორმა.

====ბიოტოპი====  
 
====ბიოტოპი====  
ხაზი 17: ხაზი 18:
  
====კვება====  
 
====კვება====  
ჭივჭავის ძირითად საკვებს შეადგენენ ნაირგვარი, როგორც წიწვიანი, ისე ფოთლოვანი, აგრეთვე სარეველა მცენარეთა თესლები, კენკრა. მრავლად კენკავს [[მწერები|მწერებსაც]], მათ შორის ტყის მავნებლებს.
+
ჭივჭავის ძირითად საკვებს შეადგენენ ნაირგვარი, როგორც წიწვიანი, ისე ფოთლოვანი, აგრეთვე სარეველა მცენარეთა თესლები, კენკრა. მრავლად კენკავს [[მწერები|მწერებსაც]], მათ შორის ტყის მავნებლებს.
  
====მნიშვნელობა====  
 
====მნიშვნელობა====  

მიმდინარე ცვლილება 13:49, 10 ივნისი 2025 მდგომარეობით

ჭივჭავი

ჭივჭავი (ლათ. Spinus spinus Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ჭივჭავი.

ჭივჭავი პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 65-75 მმ-ია, კუდი − 40-50 მმ, ნისკარტი − 8-10 მმ, წონა 10-15 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის არის განსხვავება შეფერილობაშიც. ზრდასრულ მამალს შუბლი და თხემი შავი აქვს. კისრის ზემო ნაწილი, ზურგი და მხრები მორუხო-მწვანეა, ოდნავ შესამჩნევი მოშავო ღერძულა შტრიხებით. კუდზედა ბუმბულები, თავისა და კისრის გვერდები, მკერდი და სხეულის გვერდები მომწვანო-ყვითელია. ფრთების ზემო მფარავები შავია, მომწვანო წვეროებით. მომქნევები და საჭის ბუმბულები ძირში ბაცი ლიმონისფერ-ყვითელია, ხოლო დანარჩენ ნაწილში − მოშავო-რქისფერი. ფრთებისა და კუდის შავ ფონზე ყვითელი ლაქებია. ყელზე არაა მკაფიო მოშავო ლაქა. გვერდებსა და კუდქვეშა ბუმბულებზე მუქი მურა წინწკლებია. მუცლის შუა ნაწილი თეთრია. ახალი ბუმბულსაფარველის საერთო შეფერილობა უფრო მორუხოა, ხოლო ძველის − მოყვითალო. ზრდასრული დედალი ზაფხულში ზურგის მხარეს მომწვანო-რუხია, მურა-შავი გასწვრივი წინწკლებით; კუდზედა ბუმბულები მომწვანო-ყვითელია, ისევ წინწკლებით. ყვითელი ლაქები ფრთებსა და კუდზე უფრო მკრთალი აქვს, ვიდრე მამალს. კონუსური ფორმის პატარა ნისკარტი მურა-რქისფერია; ფეხები − მურა-ხორცისფერი.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

არეალი შედგება რამდენიმე იზოლირებული ნაწილისაგან. ერთი ნაწილი მოიცავს ევროპას: ჩრდილოეთით − 66-ე პარალელამდე, დასავლეთითბრიტანეთის კუნძულებს და აღმოსავლეთ საფრანგეთს, თუმცა პატარა არეალი არის ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარზე, პირენეის მთებში; სამხრეთით ვრცელდება ალპების სამხრეთ ფერდობებზე, იუგოსლავიისა და ბულგარეთის მთებზე, ხოლო აღმოსავლეთით სსრკ ევროპული ნაწილის ცენტრში იჭრება ურალის ქედამდე. მეორე იზოლირებული ნაწილი არეალისა მოიცავს თურქეთისა და ირანის ჩრდილოეთ ნაწილებს და კავკასიას. საკმაოდ ვრცელი იზოლირებული არეალი არის შორეულ აღმოსავლეთში უსურის მხარეში, სახალინზე, მანჯურიასა და იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე. არეალის დიდ ნაწილში მობინადრეა, ზოგან ეწევა მომთაბარეობასაც. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფორმა.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს წიწვიან ტყეებში, მათ შორის უპირატესად ნაძვნარში, რაც ბევრგან განაპირობებს ამ ფრინველის გავრცელებას. ხშირად მოიპოვება წიწვიანების მახლობელ პარკებსა და ბაღებში, მდინარეთა სანაპირო კორომებსა და ბუჩქნარებში.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს აკეთებს ჩვეულებრივად ნაძვის კრონის ზემო იარუსში, ზოგჯერ ფიჭვზე ან არყზეც, მაგრამ მიწიდან მაღლა. წნავს ნახევარ-სფერული ფორმის ბუდეს ხავსის, ლიქენების, წვრილი წნელის, ქერქისა და სხვა მასალისაგან. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველი ბუდობები ნაპოვნია აპრილის ბოლოს და მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მეორე − ივნისის მეორე ნახევარში. დებს 3-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12-14 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ჭივჭავის ძირითად საკვებს შეადგენენ ნაირგვარი, როგორც წიწვიანი, ისე ფოთლოვანი, აგრეთვე სარეველა მცენარეთა თესლები, კენკრა. მრავლად კენკავს მწერებსაც, მათ შორის − ტყის მავნებლებს.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

სარეველა მცენარეთა თესლებისა და მავნე მწერების მასობრივად განადგურებით ჭივჭავს მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ტყის, ბაღებისა და პარკებისათვის. დიდია ამ ფრინველის ესთეტიკური მნიშვნელობაც.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები