აპოკრიფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 13 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აპოკრიფი''' - (ბერძ.apókryphos) დაფარული, საიდუმლო.  
+
'''აპოკრიფი''' - (ბერძ.apókryphos) დაფარული, საიდუმლო. [[ბიბლია]]ში ბევრი ამბავი ამა თუ იმ პირზე ბოლომდე არაა მოთხრობილი. ამის გამო გამოჩენილან ისეთი პირები, რომელთაც საკუთარი ფანტაზიით შეუვსიათ ეს ხარვეზი. ასე წარმოიშვა განსაკუთრებული დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელსაც აპოკრიფული ლიტერატურა ეწოდა. აპოკრიფები ორგვარია ძველი და [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] შესაბამისად.  
  
ქრისტემდე II საუკუნიდან ქრისტიანული წელთაღრიცხვის IV-VI საუკუნეებამდე შექმნილი ებრაულ-ქრისტიანული რელიგიური ნაწერები, რომლებიც არაა შესული ბიბლიის შემადგენელ წიგნთა ოფიციალურ ნუსხაში აპოკრიფული წიგნებია. არ არის ზუსტად ცნობილი, სიტყვა წარმართული წარმოშობისაა თუ იუდეური წყაროებიდან მომდინარეობს. წარმართულ სამყაროში აპოკრიფი ეწოდებოდა წიგნს, რომელშიაც გადმოცემული მოძღვრება დაფარული უნდა ყოფილიყო გაუნდობელთათვის (ეზოთერული ნაწერი).ესეველებზე მსჯელობისას იოსებ ფლავიუსიც ახსენებს წიგნებს, რომლებიც საიდუმლოდ ინახებოდა, რადგანაც ეზოთერულ მოძღვრებას შეიცავდა, თუმცა არ არის ცნობილი, რომ ებრაელები ასეთ წიგნებს აპოკრიფებს უწოდებდნენ. არსებითი სახელის შესაბამისი ზედსართავი სახელი კი აღნიშნავდა დაზიანების გამო ლიტურგიისთვის გამოუყენებელ წმიდა გრაგნილებს, რომლებსაც საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებულ ადგილას ინახავდნენ, ანუ „მალავდნენ“ (გენუზიმ). ირენეოსი და ტერტულიანე აპოკრიფულს „ცრუს“ სინონიმად იყენებდნენ, ხოლო ორიგენე, იერონიმე და ავგუსტინე აპოკრიფულს უწოდებდნენ ძველი აღთქმის იმ წიგნებს, რომლებიც ებრაულ კანონში არ შედიოდა და მხოლოდ ქრისტიანული კანონის ნაწილს წარმოადგენდა. აპოკრიფები ეწოდებოდა, ასევე, ნაწერებს, რომლებიც ბიბლიის წიგნთა ნუსხაში არ შედიოდა, მაგრამ სათაურის, თემის ან დასახელებული ავტორის მიხედვით დაიმკვიდრეს კანონიკური წიგნების თანასწორი წმიდა ნაწერების ავტორიტეტი. ძველი აღთქმის აპოკრიფები ისტორიული (იუბილეთა წიგნი, ადამისა და ევას ისტორია, ესაიას ცად ამაღლება, იობის ანდერძი, სოლომონის ანდერძი და ა.შ.); დიდაქტიკური (სოლომონის ფსალმუნები, სოლომონის საგალობლები, მანასეს ლოცვა და სხვა) და აპოკალიპტიკურია (ეთიოპიური ენოქის წიგნი, თარგმნილი ებრაული ან არამეული ორიგინალიდან; სლავური ენოქის წიგნი, თარგმნილი ბერძნული ორიგინალიდან; ებრაული ენოქის წიგნი; აბრამის გამოცხადება; ელიას გამოცხადება და სხვა). კანონიკურ ნაწერთა მსგავსად, ახალი აღთქმის აპოკრიფები იყოფა სახარებებად (ებრაელთა სახარება, პეტრეს სახარება, თორმეტი მოციქულის სახარება, იაკობის პირველსახარება და სხვა); საქმეებად (პეტრეს საქმენი, პეტრეს ქადაგება, პავლეს საქმენი, იოანეს საქმენი, ანდრიას საქმენი და ა.შ.); წერილებად (მოციქულთა წერილი, პავლეს წერილი ლაოდიკიელთა მიმართ, პავლეს წერილი ალექსანდრიელთა მიმართ, პავლეს წერილები სენეკას მიმართ და სენეკას წერილები პავლეს მიმართ და ა.შ.); გამოცხადებებად (პეტრეს გამოცხადება, პავლეს ცად ამაღლება და ა.შ.).
+
აპოკრიფული ლიტერატურა [[საქართველო]]ში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] დამკვიდრებასთან ერთად იკიდებს ფეხს. შესაძლოა, პირველად ის ზეპირთქმულების გზითაც კი შემოვიდა ჩვენში აღმოსავლეთიდან.
 +
 
 +
აპოკრიფების გავრცელებას ეკლესია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამ ნაწარმოებებს მაინც ფართოდ გაუკაფავს გზა: X საუკუნემდე [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] შექმნილა სხვადასხვა ენიდან თარგმნილი მდიდარი [[აპოკრიფული ლიტერატურა]], რომელსაც თავიი ზრდა-განვითარება არ შეუწყვეტია მომდევნო საუკუნეებშიც. მისი ნიმუშებია: „საკითხავი ადამ და ევაის სამოთხით გამოსლვისაი“, „აღსარებაი თევდოსი მთავრისაი“, „მიმოსლვაი ანდრია მოციქულისაი“ და სხვ.
 +
 
 +
====ძველი აღთქმის აპოკრიფები====
 +
აპოკრიფები ეწოდებოდა, ასევე, ნაწერებს, რომლებიც [[ბიბლია|ბიბლიის]] წიგნთა ნუსხაში არ შედიოდა, მაგრამ სათაურის, თემის ან დასახელებული ავტორის მიხედვით დაიმკვიდრეს კანონიკური წიგნების თანასწორი წმიდა ნაწერების ავტორიტეტი. ძველი აღთქმის აპოკრიფები ისტორიული (იუბილეთა წიგნი, [[ადამი|ადამისა]] და ევას ისტორია, ესაიას ცად [[ამაღლება]], იობის ანდერძი, სოლომონის ანდერძი და ა.შ.); დიდაქტიკური (სოლომონის [[ფსალმუნი|ფსალმუნები]], [[სოლომონ ბრძენი|სოლომონის]] საგალობლები, მანასეს [[ლოცვა]] და სხვა) და აპოკალიპტიკურია (ეთიოპიური ენოქის წიგნი, თარგმნილი ებრაული ან არამეული ორიგინალიდან; სლავური ენოქის წიგნი, თარგმნილი ბერძნული ორიგინალიდან; ებრაული ენოქის წიგნი; [[აბრაამი|აბრამის]] გამოცხადება; ელიას გამოცხადება და სხვა).  
 +
 
 +
====ახალი აღთქმის აპოკრიფები====
 +
კანონიკურ ნაწერთა მსგავსად, [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] აპოკრიფები იყოფა [[სახარება|სახარებებად]] (ებრაელთა სახარება, [[პეტრე მოციქული|პეტრეს]] სახარება, [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|თორმეტი მოციქულის]] სახარება, იაკობის პირველსახარება და სხვა); საქმეებად (პეტრეს საქმენი, პეტრეს ქადაგება, პავლეს საქმენი, იოანეს საქმენი, ანდრიას საქმენი და ა.შ.); წერილებად (მოციქულთა წერილი, პავლეს წერილი ლაოდიკიელთა მიმართ, [[პავლე მოციქული|პავლეს]] წერილი ალექსანდრიელთა მიმართ, პავლეს წერილები სენეკას მიმართ და სენეკას წერილები პავლეს მიმართ და ა.შ.); გამოცხადებებად (პეტრეს გამოცხადება, პავლეს ცად ამაღლება და ა.შ.).
  
  
ხაზი 7: ხაზი 15:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
* [[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]]
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“.
+
* [[ქრისტიანობის ლექსიკონი]]
[[კატეგორია:რელიგია]]
+
* [[რელიგიები საქართველოში]]
 +
 
 
[[კატეგორია:რელიგიური ლიტერატურა]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ლიტერატურა]]
 +
[[კატეგორია:აპოკრიფები]]

მიმდინარე ცვლილება 22:52, 8 ივლისი 2025 მდგომარეობით

აპოკრიფი - (ბერძ.apókryphos) დაფარული, საიდუმლო. ბიბლიაში ბევრი ამბავი ამა თუ იმ პირზე ბოლომდე არაა მოთხრობილი. ამის გამო გამოჩენილან ისეთი პირები, რომელთაც საკუთარი ფანტაზიით შეუვსიათ ეს ხარვეზი. ასე წარმოიშვა განსაკუთრებული დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელსაც აპოკრიფული ლიტერატურა ეწოდა. აპოკრიფები ორგვარია ძველი და ახალი აღთქმის შესაბამისად.

აპოკრიფული ლიტერატურა საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად იკიდებს ფეხს. შესაძლოა, პირველად ის ზეპირთქმულების გზითაც კი შემოვიდა ჩვენში აღმოსავლეთიდან.

აპოკრიფების გავრცელებას ეკლესია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამ ნაწარმოებებს მაინც ფართოდ გაუკაფავს გზა: X საუკუნემდე ქართულ ენაზე შექმნილა სხვადასხვა ენიდან თარგმნილი მდიდარი აპოკრიფული ლიტერატურა, რომელსაც თავიი ზრდა-განვითარება არ შეუწყვეტია მომდევნო საუკუნეებშიც. მისი ნიმუშებია: „საკითხავი ადამ და ევაის სამოთხით გამოსლვისაი“, „აღსარებაი თევდოსი მთავრისაი“, „მიმოსლვაი ანდრია მოციქულისაი“ და სხვ.

[რედაქტირება] ძველი აღთქმის აპოკრიფები

აპოკრიფები ეწოდებოდა, ასევე, ნაწერებს, რომლებიც ბიბლიის წიგნთა ნუსხაში არ შედიოდა, მაგრამ სათაურის, თემის ან დასახელებული ავტორის მიხედვით დაიმკვიდრეს კანონიკური წიგნების თანასწორი წმიდა ნაწერების ავტორიტეტი. ძველი აღთქმის აპოკრიფები ისტორიული (იუბილეთა წიგნი, ადამისა და ევას ისტორია, ესაიას ცად ამაღლება, იობის ანდერძი, სოლომონის ანდერძი და ა.შ.); დიდაქტიკური (სოლომონის ფსალმუნები, სოლომონის საგალობლები, მანასეს ლოცვა და სხვა) და აპოკალიპტიკურია (ეთიოპიური ენოქის წიგნი, თარგმნილი ებრაული ან არამეული ორიგინალიდან; სლავური ენოქის წიგნი, თარგმნილი ბერძნული ორიგინალიდან; ებრაული ენოქის წიგნი; აბრამის გამოცხადება; ელიას გამოცხადება და სხვა).

[რედაქტირება] ახალი აღთქმის აპოკრიფები

კანონიკურ ნაწერთა მსგავსად, ახალი აღთქმის აპოკრიფები იყოფა სახარებებად (ებრაელთა სახარება, პეტრეს სახარება, თორმეტი მოციქულის სახარება, იაკობის პირველსახარება და სხვა); საქმეებად (პეტრეს საქმენი, პეტრეს ქადაგება, პავლეს საქმენი, იოანეს საქმენი, ანდრიას საქმენი და ა.შ.); წერილებად (მოციქულთა წერილი, პავლეს წერილი ლაოდიკიელთა მიმართ, პავლეს წერილი ალექსანდრიელთა მიმართ, პავლეს წერილები სენეკას მიმართ და სენეკას წერილები პავლეს მიმართ და ა.შ.); გამოცხადებებად (პეტრეს გამოცხადება, პავლეს ცად ამაღლება და ა.შ.).



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები