აპოკრიფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აპოკრიფი''' - (ბერძ.apókryphos) დაფარული, საიდუმლო. ბიბლიური და არაბიბლიური, მაგრამ სასულიერო შინაარსის წიგნები, რომლებიც, [[ეკლესია|ეკლესიის]] რწმენის თანახმად, სულიწმინდის მადლით აღვსილნი არ არიან. სინონიმებია „არაკანონიკური“ და „დაუბეჭდავი“.  
+
'''აპოკრიფი''' - (ბერძ.apókryphos) დაფარული, საიდუმლო. [[ბიბლია]]ში ბევრი ამბავი ამა თუ იმ პირზე ბოლომდე არაა მოთხრობილი. ამის გამო გამოჩენილან ისეთი პირები, რომელთაც საკუთარი ფანტაზიით შეუვსიათ ეს ხარვეზი. ასე წარმოიშვა განსაკუთრებული დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელსაც აპოკრიფული ლიტერატურა ეწოდა. აპოკრიფები ორგვარია ძველი და [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] შესაბამისად.  
  
[[წარმართობა|წარმართულ]] სამყაროში აპოკრიფი ეწოდებოდა წიგნს, რომელშიაც გადმოცემული მოძღვრება დაფარული უნდა ყოფილიყო გაუნდობელთათვის ([[ეზოთერიზმი|ეზოთერული]] ნაწერი). [[ესეველნი|ესეველებზე]] მსჯელობისას იოსებ ფლავიუსიც ახსენებს წიგნებს, რომლებიც საიდუმლოდ ინახებოდა, რადგანაც ეზოთერულ მოძღვრებას შეიცავდა, თუმცა არ არის ცნობილი, რომ [[ებრაელები]] ასეთ წიგნებს აპოკრიფებს უწოდებდნენ. არსებითი სახელის შესაბამისი ზედსართავი სახელი კი აღნიშნავდა დაზიანების გამო [[ლიტურგია|ლიტურგიისთვის]] გამოუყენებელ წმიდა გრაგნილებს, რომლებსაც საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებულ ადგილას ინახავდნენ, ანუ „მალავდნენ“ (გენუზიმ). ირენეოსი და ტერტულიანე აპოკრიფულს „ცრუს“ სინონიმად იყენებდნენ, ხოლო [[ორიგენე]], იერონიმე და [[ავგუსტინე ნეტარი|ავგუსტინე]] აპოკრიფულს უწოდებდნენ [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] იმ წიგნებს, რომლებიც ებრაულ კანონში არ შედიოდა და მხოლოდ [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] კანონის ნაწილს წარმოადგენდა.
+
აპოკრიფული ლიტერატურა [[საქართველო]]ში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] დამკვიდრებასთან ერთად იკიდებს ფეხს. შესაძლოა, პირველად ის ზეპირთქმულების გზითაც კი შემოვიდა ჩვენში აღმოსავლეთიდან.
 +
 
 +
აპოკრიფების გავრცელებას ეკლესია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამ ნაწარმოებებს მაინც ფართოდ გაუკაფავს გზა: X საუკუნემდე [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] შექმნილა სხვადასხვა ენიდან თარგმნილი მდიდარი [[აპოკრიფული ლიტერატურა]], რომელსაც თავიი ზრდა-განვითარება არ შეუწყვეტია მომდევნო საუკუნეებშიც. მისი ნიმუშებია: „საკითხავი ადამ და ევაის სამოთხით გამოსლვისაი“, „აღსარებაი თევდოსი მთავრისაი“, „მიმოსლვაი ანდრია მოციქულისაი“ და სხვ.
  
 
====ძველი აღთქმის აპოკრიფები====
 
====ძველი აღთქმის აპოკრიფები====
ხაზი 13: ხაზი 15:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
* [[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]]
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“.
+
* [[ქრისტიანობის ლექსიკონი]]
 
* [[რელიგიები საქართველოში]]
 
* [[რელიგიები საქართველოში]]
  
 
[[კატეგორია:რელიგიური ლიტერატურა]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ლიტერატურა]]
 
[[კატეგორია:აპოკრიფები]]
 
[[კატეგორია:აპოკრიფები]]

მიმდინარე ცვლილება 22:52, 8 ივლისი 2025 მდგომარეობით

აპოკრიფი - (ბერძ.apókryphos) დაფარული, საიდუმლო. ბიბლიაში ბევრი ამბავი ამა თუ იმ პირზე ბოლომდე არაა მოთხრობილი. ამის გამო გამოჩენილან ისეთი პირები, რომელთაც საკუთარი ფანტაზიით შეუვსიათ ეს ხარვეზი. ასე წარმოიშვა განსაკუთრებული დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელსაც აპოკრიფული ლიტერატურა ეწოდა. აპოკრიფები ორგვარია ძველი და ახალი აღთქმის შესაბამისად.

აპოკრიფული ლიტერატურა საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად იკიდებს ფეხს. შესაძლოა, პირველად ის ზეპირთქმულების გზითაც კი შემოვიდა ჩვენში აღმოსავლეთიდან.

აპოკრიფების გავრცელებას ეკლესია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამ ნაწარმოებებს მაინც ფართოდ გაუკაფავს გზა: X საუკუნემდე ქართულ ენაზე შექმნილა სხვადასხვა ენიდან თარგმნილი მდიდარი აპოკრიფული ლიტერატურა, რომელსაც თავიი ზრდა-განვითარება არ შეუწყვეტია მომდევნო საუკუნეებშიც. მისი ნიმუშებია: „საკითხავი ადამ და ევაის სამოთხით გამოსლვისაი“, „აღსარებაი თევდოსი მთავრისაი“, „მიმოსლვაი ანდრია მოციქულისაი“ და სხვ.

[რედაქტირება] ძველი აღთქმის აპოკრიფები

აპოკრიფები ეწოდებოდა, ასევე, ნაწერებს, რომლებიც ბიბლიის წიგნთა ნუსხაში არ შედიოდა, მაგრამ სათაურის, თემის ან დასახელებული ავტორის მიხედვით დაიმკვიდრეს კანონიკური წიგნების თანასწორი წმიდა ნაწერების ავტორიტეტი. ძველი აღთქმის აპოკრიფები ისტორიული (იუბილეთა წიგნი, ადამისა და ევას ისტორია, ესაიას ცად ამაღლება, იობის ანდერძი, სოლომონის ანდერძი და ა.შ.); დიდაქტიკური (სოლომონის ფსალმუნები, სოლომონის საგალობლები, მანასეს ლოცვა და სხვა) და აპოკალიპტიკურია (ეთიოპიური ენოქის წიგნი, თარგმნილი ებრაული ან არამეული ორიგინალიდან; სლავური ენოქის წიგნი, თარგმნილი ბერძნული ორიგინალიდან; ებრაული ენოქის წიგნი; აბრამის გამოცხადება; ელიას გამოცხადება და სხვა).

[რედაქტირება] ახალი აღთქმის აპოკრიფები

კანონიკურ ნაწერთა მსგავსად, ახალი აღთქმის აპოკრიფები იყოფა სახარებებად (ებრაელთა სახარება, პეტრეს სახარება, თორმეტი მოციქულის სახარება, იაკობის პირველსახარება და სხვა); საქმეებად (პეტრეს საქმენი, პეტრეს ქადაგება, პავლეს საქმენი, იოანეს საქმენი, ანდრიას საქმენი და ა.შ.); წერილებად (მოციქულთა წერილი, პავლეს წერილი ლაოდიკიელთა მიმართ, პავლეს წერილი ალექსანდრიელთა მიმართ, პავლეს წერილები სენეკას მიმართ და სენეკას წერილები პავლეს მიმართ და ა.შ.); გამოცხადებებად (პეტრეს გამოცხადება, პავლეს ცად ამაღლება და ა.შ.).



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები