გამეორება (პოეზიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გამეორება''' – პოეტური ფიგურის სახეობა, შთაბეჭდილების გაძლ...)

ხაზი 14: ხაზი 14:

გამეორება სულიერი მღელვარების გამომხატველიცაა, რაც ხშირად იჩენს თავს პერსონაჟთა მეტყველებაშიც:

გამეორება სულიერი მღელვარების გამომხატველიცაა, რაც ხშირად იჩენს თავს პერსონაჟთა მეტყველებაშიც:

– '''რას აპირებ''' მერე? '''რას აპირებ'''? — ეკითხებოდა გაფაფიცებული სოლომანი,

– '''რას აპირებ''' მერე? '''რას აპირებ'''? — ეკითხებოდა გაფაფიცებული სოლომანი,

– ვარი უნდა ვუთხრა მაგ საქმეზე. '''თუ რომ'''...

– ვარი უნდა ვუთხრა მაგ საქმეზე. '''თუ რომ'''...

– '''თუ რომ რაი'''?.. '''თუ რომ რაი'''?

– '''თუ რომ რაი'''?.. '''თუ რომ რაი'''?

მიმდინარე ცვლილება 21:25, 9 ივლისი 2025 მდგომარეობით

გამეორება – პოეტური ფიგურის სახეობა, შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით სიტყვების, გამოთქმების გამეორება:

დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!

(გ. ტაბიძე).

სიტყვა თუ გამოთქმა შეიძლება მეორდებოდეს წინადადებათა ან ტაეპთა დასაწყისში (ანაფორა), ბოლოს (ეპიფორა), ან ერთმანეთთან აკავშირებდეს ერთი წინადადების ან ტაეპის დასასრულსა და მეორის დასაწყისს. ამ უკანასკნელის ნიმუშია:

სამარადისო ძეგლს აგიგებ, დარჩი ნუ მიხვალ!
დარჩი,ნუ მიხვალ! გევედრები ლოცვით, კურთხევით.

(ი. გრიშაშვილი).

გამეორება სულიერი მღელვარების გამომხატველიცაა, რაც ხშირად იჩენს თავს პერსონაჟთა მეტყველებაშიც:

რას აპირებ მერე? რას აპირებ? — ეკითხებოდა გაფაფიცებული სოლომანი,
– ვარი უნდა ვუთხრა მაგ საქმეზე. თუ რომ...
თუ რომ რაი?.. თუ რომ რაი?
თუ რომ არ დამიკლო...
თუ რომ არ დაგიკლო?! –– კინღამ იყვირა სოლომანმა, – თუ რომ არ დაგიკლო?!

(დ. კლდიაშვილი).

გამეორება ემოციურ-შემეცნებითი ფუნქციათა მთლიანობით ხასიათდება. ამიტომ მწერალი ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს იმეორებს, რომლებიც ფრაზის აზრობრივი და ემოციური დატვირთვის დასაყრდენს წარმოადგენენ. გ. ტაბიძის ლექსში „ქარი ქრის, გადმოცემულია მძიმე განსაცდელის ჟამს საშინელ მარტოობაში მყოფი ადამიანის განწყობილება, რის გამო მეორდება გამოთქმები: „ქარი ქრის“ და „სადა ხარ“.

[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები