ანაფორა (სტილისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაფორა – (ბერინ. anaphora – ზევით გამოტანა), პოეტური ფიგურის სახეობა, ერთისა და იმავე ან თანაჟღერადი ბგერითი შედგენილობის სიტყვების ან სინტაქსური კონსტრუქციების გამეორება სალექსო ტაეპებისა თუ სტროფების დასაწყისში. პროზაში – ფრაზების ერთი და იმავე სიტყვებითა და გამოთქმებით დაწყება.

ერთმანეთისაგან განასხვავებენ ბგერით, ლექსიკურ და სინტაქსურ ანაფორას.

ბგერითი:

მშვენიერო, შენ გეტრფი,
შენი მონა ერთგული,
შენით სულდგმულს, შენგანვე
შენთვის მიძგერს ეს გული.

(აკაკი).


ლექსიკური:

არ გავცვლი სალსა კლდეებსა. უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.

(რ. ერისთავი).


სინტაქსური:

საით მივყევარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი,

(გ. ტაბიძე).



წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები