ზმა
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ზმა''' – | + | '''ზმა''' – იმპროვიზებული მეტყველების ერთ-ერთი სახე, [[სიტყვა]], რომელიც შედგენილია პირველი სიტყვის ბოლო და |
| + | მეორე სიტყვის წინა მარცვლებისაგან; უმეტესად წარმოითქმებოდა ზეპირად. განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ | ||
| + | [[საქართველო]]ში როგორც სალაღობო, სახუმარო (მოსწრებული, მახვილი) პოეტური თქმა. მას იყენებდნენ აგრეთვე საზოგადოებრივი ბრძოლის იარაღად და ცენზურის თვალის ასახვევად; მაგალითად, [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთელს]] ლექსში „გურული ნანა“ ზმით გამოყვანილი ჰყავს 1904 წლის [[რუსეთ-იაპონიის ომი 1904-05|რუსეთ-იაპონიის ომი]]ს დროს იაპონიის ჯარის მთავარსარდლის ოიამას სახელი. | ||

| + | ::ის რაც იყო, აღარ არის.

| + | ::შეიცვლება დღეს თუ ხვალე,

| + | ::გზა ტკეცილი დაგვიხვდება

| + | ::ოი, ამას ვენაცვალე! | ||

| + | სოლომონ რაზმაძის ლექსში „დიანას“ მეჯლისი“ ზმებით არის ჩამოთვლილი შეთქმულებაში მონაწილე თორმეტი ქალის | ||
| + | სახელი: | ||

| + | რომელ მა იკო ნა

| + | ეს ვარდის კონა.

| + | ან: | ||

| + | ვინ შესო ფიალა

| + | მას ეტრფიალა… და ა. შ. | ||

| + | ზმებზეა აგებული [[ბესიკი]]ს ლექსიც, რომელიც ეძღვნება ჭადრაკს: | ||

| + | „იქიში ითქმის აქაშა, მათი რიდი მაქვს წონითა“ და ა. შ. | ||

==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]] | [[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:21, 17 ივლისი 2025 მდგომარეობით
ზმა – იმპროვიზებული მეტყველების ერთ-ერთი სახე, სიტყვა, რომელიც შედგენილია პირველი სიტყვის ბოლო და მეორე სიტყვის წინა მარცვლებისაგან; უმეტესად წარმოითქმებოდა ზეპირად. განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ საქართველოში როგორც სალაღობო, სახუმარო (მოსწრებული, მახვილი) პოეტური თქმა. მას იყენებდნენ აგრეთვე საზოგადოებრივი ბრძოლის იარაღად და ცენზურის თვალის ასახვევად; მაგალითად, აკაკი წერეთელს ლექსში „გურული ნანა“ ზმით გამოყვანილი ჰყავს 1904 წლის რუსეთ-იაპონიის ომის დროს იაპონიის ჯარის მთავარსარდლის ოიამას სახელი.
- ის რაც იყო, აღარ არის.
- შეიცვლება დღეს თუ ხვალე,
- გზა ტკეცილი დაგვიხვდება
- ოი, ამას ვენაცვალე!
- ის რაც იყო, აღარ არის.
სოლომონ რაზმაძის ლექსში „დიანას“ მეჯლისი“ ზმებით არის ჩამოთვლილი შეთქმულებაში მონაწილე თორმეტი ქალის სახელი:
რომელ მა იკო ნა
ეს ვარდის კონა.
ან:
ვინ შესო ფიალა
მას ეტრფიალა… და ა. შ.
ზმებზეა აგებული ბესიკის ლექსიც, რომელიც ეძღვნება ჭადრაკს:
„იქიში ითქმის აქაშა, მათი რიდი მაქვს წონითა“ და ა. შ.