კათარსისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კათარსისი''' – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „განწმენდას“.
+
'''კათარსისი''' – (ბერძნ. katharsis – განწმენდა),  [[ტრაგედია|ტრაგედიის]] [[არისტოტელე]]სეული განსაზღვრის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. „ტრაგედია, – წერს არისტოტელე, – არის ასახვა დიდი და დასრულებული მოქმედებისა, რომელიც შიშისა და სიბრალულის აღმძვრელი მოვლენებისაგან შედგება,… ასახვა, რომელიც შეცოდებისა და '''შიშის გზით ამგვარ ვნებათა განწმენდას''' აღწევს“. ძირითადად მხოლოდ აქ ხაზგასმული სიტყვების სახით აქვს მოცემული დიდ ბერძენ ფილოსოფოსს კათარსისის თეორია. ამიტომ ამ თეორიის მრავალი, ხშირად ურთიერთისაგან არსებითად განსხვავებული, კომენტირება არსებობს. მათ შორის უფრო საფუძვლიანია ის გაგება, რომლის თანახმად ციტირებულ განსაზღვრაში ნაგულისხმევია მხატვრული ასახვის ის განსაკუთრებულობა, რომლის შედეგად შიშისა და სიბრალულის, მწუხარებისა და თანატანჯვის გამომწვევი სინამდვილის ტრაგედიაში წარმოსახვა ამ ვნებათაგან განწმენდით ხასიათდება. იგი არისტოტელეს მიაჩნია ტრაგედიის ერთ-ერთ ძირითად სპეციფიკურ ნიშნად, რადგან ცხოვრების შემზარავი მოვლენების განსახიერება ამ ჟანრში სისტემის სახით არის მოცემული. მიუხედავად ამისა, ტრაგედია ისევე გარდაუვალად იწვევს ესთეტიკურ ტკბობას, სიამოვნებას, როგორც სხვა ჟანრები. ეს გარდაქმნა (განწმენდა) კი მარტო მხატვრული ფორმის შედეგი არ არის: ტრაგედია სინამდვილის ასახვაა და, მაშასადამე, ადამიანი მისი აღქმისას გარკვეულ ცოდნასაც იძენს, ხოლო ცოდნის შეძენა არისტოტელესათვის ესთეტიკური სიამოვნების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს შეადგენს.  
 
+
დიდი ბერძენი ფილოსოფოსი [[არისტოტელე]] თხზულებაში, რომლის სახელწოდებაცაა „პოეტიკა“, მსჯელობს ამ ცნებაზე და აღნიშნავს, რომ ადამიანის სულს ხელოვნებასთან ზიარება ანიჭებს შვებას. ამ დროს იგი თავისუფლდება სხვა ემოციებისაგან და ეს მის განწმენდას იწვევს. ფილოსოფოსის აზრით, ყველაზე ძლიერია ტრაგიკული კათარსისი, რაც ადამიანს ეუფლება მძიმე ტანჯვის დათმენის, შიშისა და თანაგრძნობის შედეგად. ძველების რწმენით, მხოლოდ მძაფრი და ძლიერი განცდა გვაახლოებს ჭეშმარიტებას. არსებობს ლამის ანდაზად ქცეული გამოთქმა, რომელიც დიდ ტრაგიკოსს, [[ესქილე]]ს, ეკუთვნის: „პათემატა
+
მათემატა“, რაც ასე ითარგმნება: „ტანჯვანი შეგვაცნობინებენ“. ტრაგიკული ნაწარმოები ადამიანს განაცდევინებს ისეთ შემაძრწუნებელ უბედურებას, რაც მას რეალურ ცხოვრებაში, შესაძლოა, არც კი გადახდეს. ამ დროს იგი თანამონაწილე ხდება იმ მოვლენებისა, რასაც კითხულობს ან უმზერს სცენაზე. როგორც წესი, ყოველ ტრაგიკულ ქმნილებაში უკიდურესად დაძაბული კონფლიქტი ბოლოს იხსნება და ამით მიიღწევა განმუხტვა, ადამიანი გრძნობს შვებას. სწორედ ეს იწვევს ე.წ. „ტრაგიკულ სიამოვნებას“, ღრმა შინაგან სიხარულს, კათარსისს იმის გამო, რომ მძიმე ტანჯვა დასრულდა.
+
  
  
ხაზი 8: ხაზი 5:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
+
[[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]]  
[[კატეგორია:ბერძნული ტერმინები]]
+
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძნული ტრაგედია‏‎‏‎]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძნული ტრაგედია‏‎‏‎]]
 +
[[კატეგორია:ლიტერატურის თეორია]]

მიმდინარე ცვლილება 16:10, 22 ივლისი 2025 მდგომარეობით

კათარსისი – (ბერძნ. katharsis – განწმენდა), ტრაგედიის არისტოტელესეული განსაზღვრის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. „ტრაგედია, – წერს არისტოტელე, – არის ასახვა დიდი და დასრულებული მოქმედებისა, რომელიც შიშისა და სიბრალულის აღმძვრელი მოვლენებისაგან შედგება,… ასახვა, რომელიც შეცოდებისა და შიშის გზით ამგვარ ვნებათა განწმენდას აღწევს“. ძირითადად მხოლოდ აქ ხაზგასმული სიტყვების სახით აქვს მოცემული დიდ ბერძენ ფილოსოფოსს კათარსისის თეორია. ამიტომ ამ თეორიის მრავალი, ხშირად ურთიერთისაგან არსებითად განსხვავებული, კომენტირება არსებობს. მათ შორის უფრო საფუძვლიანია ის გაგება, რომლის თანახმად ციტირებულ განსაზღვრაში ნაგულისხმევია მხატვრული ასახვის ის განსაკუთრებულობა, რომლის შედეგად შიშისა და სიბრალულის, მწუხარებისა და თანატანჯვის გამომწვევი სინამდვილის ტრაგედიაში წარმოსახვა ამ ვნებათაგან განწმენდით ხასიათდება. იგი არისტოტელეს მიაჩნია ტრაგედიის ერთ-ერთ ძირითად სპეციფიკურ ნიშნად, რადგან ცხოვრების შემზარავი მოვლენების განსახიერება ამ ჟანრში სისტემის სახით არის მოცემული. მიუხედავად ამისა, ტრაგედია ისევე გარდაუვალად იწვევს ესთეტიკურ ტკბობას, სიამოვნებას, როგორც სხვა ჟანრები. ეს გარდაქმნა (განწმენდა) კი მარტო მხატვრული ფორმის შედეგი არ არის: ტრაგედია სინამდვილის ასახვაა და, მაშასადამე, ადამიანი მისი აღქმისას გარკვეულ ცოდნასაც იძენს, ხოლო ცოდნის შეძენა არისტოტელესათვის ესთეტიკური სიამოვნების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს შეადგენს.



[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები