კათარსისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კათარზისი“ გადაიტანა გვერდზე „კათარსისი“ გადამისამართებაზე)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კათარსისი''' – (ბერძნ. katharsis – განწმენდა) – ცნება, რომელიც გვხვდება ანტიკური ხანის ფილოსოფიაში, მედიცინაში, ესთეტიკაში. პოლიფუნქციონალობიდან გამომდინარე, აღორძინების ხანიდან მოყოლებული ჩვენს დღეებამდე, კათარსისის ირგვლივ არსებობს მრავალი სხვადასხვა, ხშირად ურთიერთსაპირისპირო განმარტებანი, რომელთაგან ძირითადია: რაციონალისტური (ინტელექტის შემწეობით სულის განწმენდა ვნებათაგან); ეთიკური (თანატანჯვის გზით ადამიანის გაკეთილშობილება); სამედიცინო (ფსიქოთერაპიული განტვირთვა).
+
'''კათარსისი''' – (ბერძნ. katharsis – განწმენდა), [[ტრაგედია|ტრაგედიის]] [[არისტოტელე]]სეული განსაზღვრის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. „ტრაგედია, – წერს არისტოტელე, – არის ასახვა დიდი და დასრულებული მოქმედებისა, რომელიც შიშისა და სიბრალულის აღმძვრელი მოვლენებისაგან შედგება,ასახვა, რომელიც შეცოდებისა და '''შიშის გზით ამგვარ ვნებათა განწმენდას''' აღწევს“. ძირითადად მხოლოდ აქ ხაზგასმული სიტყვების სახით აქვს მოცემული დიდ ბერძენ ფილოსოფოსს კათარსისის თეორია. ამიტომ ამ თეორიის მრავალი, ხშირად ურთიერთისაგან არსებითად განსხვავებული, კომენტირება არსებობს. მათ შორის უფრო საფუძვლიანია ის გაგება, რომლის თანახმად ციტირებულ განსაზღვრაში ნაგულისხმევია მხატვრული ასახვის ის განსაკუთრებულობა, რომლის შედეგად შიშისა და სიბრალულის, მწუხარებისა და თანატანჯვის გამომწვევი სინამდვილის ტრაგედიაში წარმოსახვა ამ ვნებათაგან განწმენდით ხასიათდება. იგი არისტოტელეს მიაჩნია ტრაგედიის ერთ-ერთ ძირითად სპეციფიკურ ნიშნად, რადგან ცხოვრების შემზარავი მოვლენების განსახიერება ამ ჟანრში სისტემის სახით არის მოცემული. მიუხედავად ამისა, ტრაგედია ისევე გარდაუვალად იწვევს ესთეტიკურ ტკბობას, სიამოვნებას, როგორც სხვა ჟანრები. ეს გარდაქმნა (განწმენდა) კი მარტო მხატვრული ფორმის შედეგი არ არის: ტრაგედია სინამდვილის ასახვაა და, მაშასადამე, ადამიანი მისი აღქმისას გარკვეულ ცოდნასაც იძენს, ხოლო ცოდნის შეძენა არისტოტელესათვის ესთეტიკური სიამოვნების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს შეადგენს.  
 
+
პითაგორა მუსიკას მიიჩნევდა კათარსისის გამომწვევად. [[პლატონი]]ს აზრით, კათარსისი სულს აცალკევებს სხეულისაგან და ამით ხელს უწყობს პიროვნების გათავისუფლებას მატერიის ტვირთისაგან.
+
 
+
დრამატული ხელოვნების სფეროში კათარსისის კვლევას საფუძველი ჩაუყარა [[არისტოტელე]]ს ცნობილმა დებულებამ [[ტრაგედია]]სთან მიმართებაში: „''ტრაგედია არის ასახვა დიადი და დასრულებული მოქმედებისა, რომელსაც გარკვეული სიდიდე აქვს; ასახვა შემკობილი ენით, სხვადასხვა სახეებით სხვადასხვა ნაწილში, ასახვა მოქმედებით და არა თხრობით, რაც სიბრალულის და შიშის აღძვრის საშუალებით ამგვარ ვნებათაგან განწმენდას (კათარსისს) იწვევს''“ („პოეტიკა“). კათარსისული ეფექტის შესახებ, რომელიც ახლავს ზოგიერთ მუსიკალურ ნაწარმოებს, არისტოტელე გაკვრით საუბრობს თავის „პოლიტიკაშიც“.
+
 
+
კათარსისის საკითხის განხილვის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო ი. ბერნაისის შეხედულებათა გავრცელების შემდგომ (1857 წ.), რომლის მიხედვით, არისტოტელეს მხედველობაში ჰქონდა კათარსისის არა ეთიკური, არამედ ფსიქოლოგიური (ფსიქოთერაპიული) ეფექტი. ეს შეხედულება საფუძვლად უდევს თანამედროვე გამოკვლევების უმრავლესობას.
+
 
+
აღსანიშნავია, რომ ახლის პარალელურად, არსებობს ძველი შეხედულებების აღდგენის ან მათი სინთეზირების მცდელობაც. კათარსისი კვლავაც რჩება [[დრამის თეორია|დრამის თეორიის]] საკვანძო პრობლემად.
+
 
+
 
+
  
  
ხაზი 15: ხაზი 5:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]  
+
[[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]]  
[[კატეგორია:ბერძნული ტერმინები]]
+
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძნული ტრაგედია‏‎‏‎]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძნული ტრაგედია‏‎‏‎]]
 +
[[კატეგორია:ლიტერატურის თეორია]]

მიმდინარე ცვლილება 16:10, 22 ივლისი 2025 მდგომარეობით

კათარსისი – (ბერძნ. katharsis – განწმენდა), ტრაგედიის არისტოტელესეული განსაზღვრის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. „ტრაგედია, – წერს არისტოტელე, – არის ასახვა დიდი და დასრულებული მოქმედებისა, რომელიც შიშისა და სიბრალულის აღმძვრელი მოვლენებისაგან შედგება,… ასახვა, რომელიც შეცოდებისა და შიშის გზით ამგვარ ვნებათა განწმენდას აღწევს“. ძირითადად მხოლოდ აქ ხაზგასმული სიტყვების სახით აქვს მოცემული დიდ ბერძენ ფილოსოფოსს კათარსისის თეორია. ამიტომ ამ თეორიის მრავალი, ხშირად ურთიერთისაგან არსებითად განსხვავებული, კომენტირება არსებობს. მათ შორის უფრო საფუძვლიანია ის გაგება, რომლის თანახმად ციტირებულ განსაზღვრაში ნაგულისხმევია მხატვრული ასახვის ის განსაკუთრებულობა, რომლის შედეგად შიშისა და სიბრალულის, მწუხარებისა და თანატანჯვის გამომწვევი სინამდვილის ტრაგედიაში წარმოსახვა ამ ვნებათაგან განწმენდით ხასიათდება. იგი არისტოტელეს მიაჩნია ტრაგედიის ერთ-ერთ ძირითად სპეციფიკურ ნიშნად, რადგან ცხოვრების შემზარავი მოვლენების განსახიერება ამ ჟანრში სისტემის სახით არის მოცემული. მიუხედავად ამისა, ტრაგედია ისევე გარდაუვალად იწვევს ესთეტიკურ ტკბობას, სიამოვნებას, როგორც სხვა ჟანრები. ეს გარდაქმნა (განწმენდა) კი მარტო მხატვრული ფორმის შედეგი არ არის: ტრაგედია სინამდვილის ასახვაა და, მაშასადამე, ადამიანი მისი აღქმისას გარკვეულ ცოდნასაც იძენს, ხოლო ცოდნის შეძენა არისტოტელესათვის ესთეტიკური სიამოვნების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს შეადგენს.



[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები