თარგმანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
| − | + | [[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]] | |
| − | + | ||
| − | [[კატეგორია: ლიტერატურული | + | |
მიმდინარე ცვლილება 11:54, 28 ივლისი 2025 მდგომარეობით
თარგმანი – სალიტერატურო ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა როგორც ერთი ენიდან მეორეზე გადატანა ტექსტისა (თარგმანი თანადროული გაგებით), ისე მისი კომენტირება და უბრალო ენით გადმოცემაც. იგივე ტერმინი ხელობასაც აღნიშნავდა: პიროვნებას, რომელიც ტექსტის ერთი ენიდან მეორეზე გადატანას ან კომენტირებას ეწეოდა, ეწოდებოდა თარგმანი (თანადროული ტერმინოლოგიით - მთარგმნელი) თარგმანი-კომენტარის უძველეს ნიმუშად მიიჩნევენ არქიდიაკონ სამეულის საქმიანობას, რომლის შესახებაც ცნობა შემოგვინახა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ ავტორმა: სამეული არქიდიაკონი გასაგებად გადასცემდაო ევსტათის ძველი და ახალი აღთქმის ამბებს. არსებობდა ტერმინი „უთარგმანო“, რაიც იხმარებოდა საღვთო წერილის იმ ადგილების აღსანიშნავად, რომელთაც აქსიომის მნიშვნელობა ჰქონდათ.