პათოსი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''პათეტიკური, პათოსი''' (ბერძნ. pathetikos, pathos – აღგზნება, გატაცება, მღელვარება, მგზნებარება) – აღფრთოვანების, | + | '''პათეტიკური, პათოსი''' (ბერძნ. pathetikos, pathos – აღგზნება, გატაცება, მღელვარება, მგზნებარება) – აღფრთოვანების, ძლიერი განცდის გამოვლენა, ადამიანის სულიერი სამყაროს უჩვეულო და ამაღლებული ამოქმედება. ნაწარმოების პათოსი – შემოქმედის ძირითადი [[იდეა (ლიტერატურისმცოდნეობა)|იდეა]], ან ის დიდი გრძნობა, რომლითაც გამსჭვალულია მხატვრული ნაწარმოები. |
| − | ძლიერი განცდის გამოვლენა, ადამიანის სულიერი სამყაროს უჩვეულო და ამაღლებული ამოქმედება. ნაწარმოების პათოსი | + | |
| − | – შემოქმედის ძირითადი [[იდეა (ლიტერატურისმცოდნეობა)|იდეა]], ან ის დიდი გრძნობა, რომლითაც გამსჭვალულია მხატვრული ნაწარმოები. | + | |
პათოსი, როგორც ამაღლებული განცდების ექსპრესიული გადმოცემა, უპირატესად დამახასიათებელია როგორც ზეპირი, ორატორული მეტყველებისათვის, ისე პოეტური მეტყველებისათვისაც. | პათოსი, როგორც ამაღლებული განცდების ექსპრესიული გადმოცემა, უპირატესად დამახასიათებელია როგორც ზეპირი, ორატორული მეტყველებისათვის, ისე პოეტური მეტყველებისათვისაც. | ||
მიმდინარე ცვლილება 13:25, 30 ივლისი 2025 მდგომარეობით
პათეტიკური, პათოსი (ბერძნ. pathetikos, pathos – აღგზნება, გატაცება, მღელვარება, მგზნებარება) – აღფრთოვანების, ძლიერი განცდის გამოვლენა, ადამიანის სულიერი სამყაროს უჩვეულო და ამაღლებული ამოქმედება. ნაწარმოების პათოსი – შემოქმედის ძირითადი იდეა, ან ის დიდი გრძნობა, რომლითაც გამსჭვალულია მხატვრული ნაწარმოები.
პათოსი, როგორც ამაღლებული განცდების ექსპრესიული გადმოცემა, უპირატესად დამახასიათებელია როგორც ზეპირი, ორატორული მეტყველებისათვის, ისე პოეტური მეტყველებისათვისაც.
პათოსი ჰეროიკისა და რომანტიკის განუყრელი ნიშანია და პირდაპირ კავშირშია პოეტურ ექსტაზთან. თავისი მარადიული ღირსების გამო, იგი ზოგიერთ თეატრალურ მიმდინარეობებში გადაიქცა მექანიკური მიბაძვის საგნად და ამის გამო შეიძინა სცენური სიყალბის ნიშნები. პათეტიკა მოვლენების და როლის ჭეშმარიტი განცდის შედეგია და ვერ ითმენს მცირეოდენ სიყალბესაც კი. მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ხანაში პათეტიკას ჩაენაცვლა პოეტური მედიტაცია.
მ. გეგია