ჟანრი
| (ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ჟანრი''' — (ფრანგ. genre — სახეობა) | + | '''ჟანრი''' — (ფრანგ. genre — სახეობა), [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] და ხელოვნების ნაწარმოების სახეობა; აერთიანებს საერთო პოეტური სტრუქტურის მქონე ნაწარმოებთა ჯგუფს. ზოგჯერ ხმარობენ როგორც |
| + | [[ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები]]ს აღმნიშვნელ ცნებას, ხოლო უფრო ხშირად როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარების ტიპოლოგიურ სახეობათა სახელწოდებას. ამ უკანასკნელი გაგებით, რაც უფრო | ||
| + | მართებულია, ჟანრი არის არა ლირიკული, ეპიკური და დრამატული გვარი, არამედ [[რომანი]], [[ტრაგედია]], [[ოდა (ლექსი)|ოდა]] და ა. შ. ყოგველი გვარის შემადგენელ ჟანრთა თავისებურება ძირითადად ემყარება თემატიკურ-შინაარსობრივ, ასახვით და კომპოზიციურ ნიშანთა ერთობლიობას. კერძოდ, ეპიკური ჟანრები ურთიერთისაგან განსხვავდებიან ასახვის მასშტაბითა და სიუჟეტურ-კომპოზიციური თავისებურებებით, ლირიკული – თემატიკურ-შინაარსობრივი, ხოლო დრამატული – თემატიკური და ასახვითი თავისებურებებით. დრამატურგიის ძირითადი ჟანრებია – [[ტრაგედია]], [[კომედია]], [[დრამა]], [[ტრაგიკომედია]], თავის მხრივ ისინიც იყოფიან უფრო დაქუცმაცებულ ქვეჟანრებად. მაგ., კომედია იყოფა [[ვოდევილი|ვოდევილად]], სატირულ კომედიად, ლირიკულ კომედიად, კომედია-პამფლეტად, კომედია-პაროდიად (და სხვ.). | ||
| − | + | ჟანრი ისტორიული და მარადცვლადი კატეგორიაა, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებს ძირითად ნიშნებს. ახალი ჟანრების აღმოცენება (მაგ., ტრაგიფარსი) გამოწვეულია ადამიანის, მოვლენების და საზოგადოებრივი პროცესების ახლებური აღქმით და გააზრებით. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| + | |||
| + | |||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | * [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
| − | [[კატეგორია: | + | * [[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]] |
| + | [[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]] | ||
| + | [[კატეგორია:ლიტერატურის თეორია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:37, 31 ივლისი 2025 მდგომარეობით
ჟანრი — (ფრანგ. genre — სახეობა), ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების სახეობა; აერთიანებს საერთო პოეტური სტრუქტურის მქონე ნაწარმოებთა ჯგუფს. ზოგჯერ ხმარობენ როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარების აღმნიშვნელ ცნებას, ხოლო უფრო ხშირად როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარების ტიპოლოგიურ სახეობათა სახელწოდებას. ამ უკანასკნელი გაგებით, რაც უფრო მართებულია, ჟანრი არის არა ლირიკული, ეპიკური და დრამატული გვარი, არამედ რომანი, ტრაგედია, ოდა და ა. შ. ყოგველი გვარის შემადგენელ ჟანრთა თავისებურება ძირითადად ემყარება თემატიკურ-შინაარსობრივ, ასახვით და კომპოზიციურ ნიშანთა ერთობლიობას. კერძოდ, ეპიკური ჟანრები ურთიერთისაგან განსხვავდებიან ასახვის მასშტაბითა და სიუჟეტურ-კომპოზიციური თავისებურებებით, ლირიკული – თემატიკურ-შინაარსობრივი, ხოლო დრამატული – თემატიკური და ასახვითი თავისებურებებით. დრამატურგიის ძირითადი ჟანრებია – ტრაგედია, კომედია, დრამა, ტრაგიკომედია, თავის მხრივ ისინიც იყოფიან უფრო დაქუცმაცებულ ქვეჟანრებად. მაგ., კომედია იყოფა ვოდევილად, სატირულ კომედიად, ლირიკულ კომედიად, კომედია-პამფლეტად, კომედია-პაროდიად (და სხვ.).
ჟანრი ისტორიული და მარადცვლადი კატეგორიაა, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებს ძირითად ნიშნებს. ახალი ჟანრების აღმოცენება (მაგ., ტრაგიფარსი) გამოწვეულია ადამიანის, მოვლენების და საზოგადოებრივი პროცესების ახლებური აღქმით და გააზრებით.