ოდა (ლექსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოდა − (ბერძ. ᾠδή < ἀοιδή - სიმღერა), ლირიკული ჟანრი, საზეიმო ხასიათის ლექსი. მოიცავს რომელიმე პიროვნების ან დიდმნიშვნელოვანი მოვლენის ქება-დიდებას. ახასიათებს ამაღლებული და სადღესასწაულო განწყობილების გადმოცემა, პათეტიკურობა, ჰიპერბოლური ეპითეტებისა და მეტაფორების ჭრბი გამოყენება.

ამ ჟანრის ფუძემდებლად ითვლება ბერძენი პოეტი პინდარე (ძვ. წ. V ს.). რომაელ პოეტთაგან ოდების წერით სახელი გაითქვა ჰორაციუსმა (ძვ. წ. I ს.).

ხოტბა ანუ შესხმა ქართულ მწერლობაში ადრიდანვე კარგად არის ცნობილი. შესხმის ნიმუშია იოანე საბანისძის „ქება ჰაბოისი". XII ს. ქართული სახოტბო პოეზიის ბრწყინვალე წარმომადგენლები იყვნენ შავთელი და ჩახრუხაძე. ახალ ქართულ ლიტერატურაში ოდას ძალზე შეზღუდული განვითარება ხვდა წილად.

საბჭოთა ლიტერატურაში რევოლუციური შინაარსის სახოტბო ლირიკის ნიმუშია გ. ტაბიძის „ოქტომბრის სიმფონია“, ირ. აბაშიძის „საქართველოს კომპარტიას“, ალ. მირცხულავას „ჰიმნი სამშობლოს“ და სხვ.



წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები