თაბუკაშვილი რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Revaz tabukashvili.JPG|thumb|რევაზ თაბუკაშვილი ]] | + | [[ფაილი:Revaz tabukashvili.JPG|thumb|150პქ|რევაზ თაბუკაშვილი ]] |
| − | '''თაბუკაშვილი რევაზ''' — (1927 – 1990), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, მკვლევარი, მწერალი, მთრგმნელი, რეჟისორი, სცენარისტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. დაამთავრა თბილისის მე-7 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, რომელიც 1949 წელს დაასრულა. მისი ლექსები და თარგმანები იბეჭდებოდა 1940-იანი წლებიდან. მისი [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესები]] წარმატებით იდგმებოდა თბილისის [[თეატრი|თეატრების]] [[სცენა|სცენებზე]]. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით [[საქართველო]]ს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. რევაზ თაბუკაშვილმა სრულად თარგმნა | + | '''თაბუკაშვილი რევაზ''' — (1927 – 1990), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, მკვლევარი, მწერალი, მთრგმნელი, რეჟისორი, სცენარისტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. დაამთავრა თბილისის მე-7 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, რომელიც 1949 წელს დაასრულა. მისი [[ლექსი|ლექსები]] და თარგმანები იბეჭდებოდა 1940-იანი წლებიდან. მისი [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესები]] წარმატებით იდგმებოდა თბილისის [[თეატრი|თეატრების]] [[სცენა|სცენებზე]]. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით [[საქართველო]]ს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. რევაზ თაბუკაშვილმა სრულად თარგმნა [[შექსპირი უილიამ|შექსპირი]]ს [[სონეტი|სონეტები]] (გამოიცა 1966 წელს). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. |
15:47, 1 აგვისტო 2025-ის ვერსია
თაბუკაშვილი რევაზ — (1927 – 1990), ქართველი დრამატურგი, მკვლევარი, მწერალი, მთრგმნელი, რეჟისორი, სცენარისტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის მე-7 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, რომელიც 1949 წელს დაასრულა. მისი ლექსები და თარგმანები იბეჭდებოდა 1940-იანი წლებიდან. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. რევაზ თაბუკაშვილმა სრულად თარგმნა შექსპირის სონეტები (გამოიცა 1966 წელს). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- უილიამ შექსპირი, 66-ე სონეტი
- ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
- რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
- რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
- რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
- რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
- რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
- რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
- რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
- რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
- რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
- რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
- რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
- ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
- მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.