სონეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სონეტი – (იტალ. sonneto), ლირიკული ნაწარმოების კომპოზიციური სახეობა; თოთხმეტტაეპიანი ლექსი, რომლის პირველი ნაწილი შედგება ორი ოთხტაეპიანი სტროფისაგან, ხოლო მეორე ნაწილი – ორი სამტაეპიანი სტროფისაგან. უმთავრესად ოთხტაეპიან სტროფებს რკალური რითმები ახასიათებს – abba, ხოლო სამტაეპიანთა პირველი სტროფის მესამე ტაეპი ერითმება მეორე სტროფის მეორე ტაეპს – ccd, cdc.

არსებობს სონეტების გვირგვინი, რომელიც ერთმანეთთან გარკვეული წესით დაკავშირებული თხუთმეტი სონეტისაგან შედგება. მათგან უკანასკნელი, რომელსაც მაგისტრალური, ანდა მაგისტრალია ეწოდება, მოიცავს სხვა სონეტთა პირველ ტაეპებს.

სონეტი წარმოიშვა იტალიაში, სადაც იგი გავრცელებული იყო XIII-XIV საუკუნეებში. სონეტების დამკვიდრებას ქართულ პოეზიაში ცდილობდნენ „ცისფერყანწელები“.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები