ხუხაშვილი გიორგი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Giorgi xuxashvili.JPG|thumb|გიორგი ხუხაშვილი]] | [[ფაილი:Giorgi xuxashvili.JPG|thumb|გიორგი ხუხაშვილი]] | ||
| − | '''ხუხაშვილი გიორგი''' − (1925 − 2004), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, კრიტიკოსი, პოეტი. დაიბადა სოფელ ბანძაში (მარტვილი). 1947 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალების − „ნიანგისა” და | + | '''ხუხაშვილი გიორგი''' − (1925 − 2004), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, კრიტიკოსი, პოეტი. დაიბადა სოფელ ბანძაში (მარტვილი). 1947 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალების − „ნიანგისა” და „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკრის]]” − რედაქციებში, [[თბილისი]]ს სახელმწიფო გამომცემლობაში, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში”; 1945 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი; პირველი წიგნი – 1956 წელს. ავტორია რამდენიმე ლიტერატურულ−კრიტიკული წერილების კრებულისა; მის შემოქმედებაში თბილისის თემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა; 1959 წელს ჟურნალ „ცისკარში” დაიბეჭდა მისი [[პოემა]] თბილისზე „ლურჯი ფანჯრები” (წიგნად გამოვიდა 1980 წელს); თბილისის ცხოვრებაზეა დაწერილი მისი რამდენიმე [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]]ც; მან თბილისს უძღვნა [[ლექსი|ლექსები]]: „ჩუღურეთი”, „ძველი თბილისის გახსენება”, „იმპრესიონისტების გამოფენა თბილისში”, ლირიკული ეტიუდები. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული „ბიბლიური მოტივები” (1992). სიცოცხლის ბოლო ათეულ წელში შექმნა სამი მოზრდილი სონეტების წიგნი: „ქებათა ქება იერუსალიმს”, „ავტოპორტრეტი” და „დღიურები”. |
| − | 1956 წელს. ავტორია რამდენიმე ლიტერატურულ−კრიტიკული წერილების კრებულისა; მის შემოქმედებაში თბილისის თემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა; 1959 წელს ჟურნალ „ცისკარში” დაიბეჭდა მისი პოემა თბილისზე „ლურჯი ფანჯრები” (წიგნად გამოვიდა 1980 წელს); თბილისის ცხოვრებაზეა დაწერილი მისი რამდენიმე | + | |
| − | ეტიუდები. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული „ბიბლიური მოტივები” (1992). სიცოცხლის ბოლო ათეულ წელში შექმნა სამი მოზრდილი სონეტების წიგნი: „ქებათა ქება იერუსალიმს”, „ავტოპორტრეტი” და „დღიურები”. | + | |
მიმდინარე ცვლილება 15:53, 1 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ხუხაშვილი გიორგი − (1925 − 2004), ქართველი დრამატურგი, კრიტიკოსი, პოეტი. დაიბადა სოფელ ბანძაში (მარტვილი). 1947 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალების − „ნიანგისა” და „ცისკრის” − რედაქციებში, თბილისის სახელმწიფო გამომცემლობაში, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში”; 1945 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი; პირველი წიგნი – 1956 წელს. ავტორია რამდენიმე ლიტერატურულ−კრიტიკული წერილების კრებულისა; მის შემოქმედებაში თბილისის თემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა; 1959 წელს ჟურნალ „ცისკარში” დაიბეჭდა მისი პოემა თბილისზე „ლურჯი ფანჯრები” (წიგნად გამოვიდა 1980 წელს); თბილისის ცხოვრებაზეა დაწერილი მისი რამდენიმე პიესაც; მან თბილისს უძღვნა ლექსები: „ჩუღურეთი”, „ძველი თბილისის გახსენება”, „იმპრესიონისტების გამოფენა თბილისში”, ლირიკული ეტიუდები. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული „ბიბლიური მოტივები” (1992). სიცოცხლის ბოლო ათეულ წელში შექმნა სამი მოზრდილი სონეტების წიგნი: „ქებათა ქება იერუსალიმს”, „ავტოპორტრეტი” და „დღიურები”.
- სონეტი
- დღეები ჩუმად დაიფერფლენ, როგორც აბედი.
- დრომ მიითვალა უთვალავი ნააპრილევი.
- ვერ შეგისრულე ოცნებებში დანაპირები,
- ერთიმეორეს შეუმჩნევლად შემოვაბერდით.
- ისე წავიდა სიხარულის დღენი ულევი,
- დაბადების დღეს თუ მომქონდა შენთვის იები.
- ვიღას ახსოვდა ქორწინების დანაპირები,
- ძვირფასეული, კაბები და სამკაულები.
- უბრალოებით კმაყოფილნი ბევრჯერ გავერთეთ,
- უბრალო ღვინით ვითვრებოდით განთიადამდი,
- და მოსალოცად ცოცხალ ვარდებს დაგიხატავდი,
- ასე მოგვადგა საუკუნე მეოცდაერთე.
- ჩვენ ის დღეები ნახატებით დაგვამახსოვრდნენ,
- და ის ვარდები არ ჭკნებოდნენ აღარასოდეს.