ბერთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერთის მონასტერი.“ გადაიტანა გვერდზე „ბერთა“ გადამისამართება...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბერთა'''  – ღვთისმშობლის მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში (ახლანდელი [[თურქეთის რესპუბლიკა]], [[ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია]]) მდ. კარჩხლის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ მთაზე. დაარსდა VIII-IX სს. [[გრიგოლ ხანცთელი|გრიგოლ ხანცთელის]] მოღვაწეობის დროს. აქ შემორჩენილი მონუმენტური ნაგებობის ნაშთი აშკარას ხდის, რომ ბერთაში სასწავლებელი არსებობდა და ქართული მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო. კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბერთას მონასტერი გაძარცვეს და [[მეჩეთი|მეჩეთად]]  გადააკეთეს.  
+
'''ბერთა'''  – ღვთისმშობლის მონასტერი ისტორიულ [[კლარჯეთი (ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში)|კლარჯეთში]] (ახლანდელი [[თურქეთის რესპუბლიკა]], [[ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია]]) მდ. კარჩხლის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ მთაზე. დაარსდა VIII-IX სს. [[გრიგოლ ხანცთელი|გრიგოლ ხანცთელის]] მოღვაწეობის დროს. აქ შემორჩენილი მონუმენტური ნაგებობის ნაშთი აშკარას ხდის, რომ ბერთაში სასწავლებელი არსებობდა და ქართული მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო. [[კლარჯეთი]]ს დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბერთას მონასტერი გაძარცვეს და [[მეჩეთი|მეჩეთად]]  გადააკეთეს.  
  
ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი: ერთი – X საუკუნის II ნახევრისა, რომლის ეტრატზე შესრულებული ასომთავრული ტექსტი გადაწერილი უნდა იყოს 988 წლამდე, რადგან მის მინაწერებში ცოცხლად მოიხსენიება სუმბატ არტანუჯელი (გ. 988). [[სახარება|სახარების]] ერთ-ერთ გვერდზე XV ს. ნუსხურით მიწერილია „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ტაეპი (დაცული იყო [[აშშ]]-ის ქ. ნიუტონში, ამჟამად ინახება ქ. კემბრიჯში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში). მეორე – ეტრატზე შესრულებული XII ს. ოთხივე სახარების შემცველი ტექსტი დაწერილია კლასიკური ნუსხურით, იგი ბეშქენ ოპიზარს მოოქრულ ვერცხლის ყდაში ჩაუსვამს. მინაწერებიდან ირკვევა, რომ ეს ოთხთავი ბერთისთვის იოანე ოპიზელს, იოანე მთავარაისძის აღზრდილს უბოძებია. დაცულია თბილისში ხელნაწეთა ეროვნულ ცენტრში (Q 906) ([[ბერთის ოთხთავები]]).
+
ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი: ერთი – X საუკუნის II ნახევრისა, რომლის ეტრატზე შესრულებული [[ასომთავრული]] ტექსტი გადაწერილი უნდა იყოს 988 წლამდე, რადგან მის მინაწერებში ცოცხლად მოიხსენიება სუმბატ არტანუჯელი (გ. 988). [[სახარება|სახარების]] ერთ-ერთ გვერდზე XV ს. [[ნუსხური]]თ მიწერილია „ვეფხისტყაოსნის“ ერთი [[ტაეპი]] (დაცული იყო [[აშშ]]-ის ქ. ნიუტონში, ამჟამად ინახება ქ. კემბრიჯში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში). მეორე – ეტრატზე შესრულებული XII ს. ოთხივე სახარების შემცველი ტექსტი დაწერილია კლასიკური ნუსხურით, იგი [[ბეშქენ ოპიზარი|ბეშქენ ოპიზარს]] მოოქრულ [[ვერცხლი]]ს ყდაში ჩაუსვამს. მინაწერებიდან ირკვევა, რომ ეს ოთხთავი ბერთისთვის იოანე ოპიზელს, იოანე მთავარაისძის აღზრდილს უბოძებია. დაცულია [[თბილისი|თბილისში]] ხელნაწეთა ეროვნულ ცენტრში (Q 906) ([[ბერთის ოთხთავები]]).
  
 
''ხ. ბაინდურაშვილი''
 
''ხ. ბაინდურაშვილი''
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
  
 
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ]]
 
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ]]
 +
[[კატეგორია:ქართული კულტურის ძეგლები თურქეთში]]

მიმდინარე ცვლილება 12:18, 4 აგვისტო 2025 მდგომარეობით

ბერთა – ღვთისმშობლის მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია) მდ. კარჩხლის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ მთაზე. დაარსდა VIII-IX სს. გრიგოლ ხანცთელის მოღვაწეობის დროს. აქ შემორჩენილი მონუმენტური ნაგებობის ნაშთი აშკარას ხდის, რომ ბერთაში სასწავლებელი არსებობდა და ქართული მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო. კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბერთას მონასტერი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს.

ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი: ერთი – X საუკუნის II ნახევრისა, რომლის ეტრატზე შესრულებული ასომთავრული ტექსტი გადაწერილი უნდა იყოს 988 წლამდე, რადგან მის მინაწერებში ცოცხლად მოიხსენიება სუმბატ არტანუჯელი (გ. 988). სახარების ერთ-ერთ გვერდზე XV ს. ნუსხურით მიწერილია „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ტაეპი (დაცული იყო აშშ-ის ქ. ნიუტონში, ამჟამად ინახება ქ. კემბრიჯში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში). მეორე – ეტრატზე შესრულებული XII ს. ოთხივე სახარების შემცველი ტექსტი დაწერილია კლასიკური ნუსხურით, იგი ბეშქენ ოპიზარს მოოქრულ ვერცხლის ყდაში ჩაუსვამს. მინაწერებიდან ირკვევა, რომ ეს ოთხთავი ბერთისთვის იოანე ოპიზელს, იოანე მთავარაისძის აღზრდილს უბოძებია. დაცულია თბილისში ხელნაწეთა ეროვნულ ცენტრში (Q 906) (ბერთის ოთხთავები).

ხ. ბაინდურაშვილი

[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ხელნაწერთა აღწერილობა, Q კოლექცია, ტ. 2, 1958.
  • გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი., ტაო-კლარჯეთი, თბ., 2004;
  • სილოგავა ვ., შენგელია კ., ანჩის ეპარქია, ტაო-კლარჯეთი, თბ., 2006;
  • ხოშტარი დ., კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბ., 2005;
  • Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, 7, Тфл., 1904.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები