ამადძაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ამადძაგი“ გადაიტანა გვერდზე „ამადძაგ-ი“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ამადძაგ-ი“ გადაიტანა გვერდზე „ამადძაგი“ გადამისამართებაზე) |
16:07, 27 ივნისი 2017-ის ვერსია
ამადძაგ-ი (ოს. Æмаддзаг – „დაყენება“, „დადება“) – 1. საფლავის ქვა, რომელსაც მეხნაკრავი მიცვალებულის საფლავზე დებდნენ. ამადძაგის დადება იცოდნენ სიკვდილიდან მხოლოდ ერთი წლის გასვლისა და მიცვალებულის მოსახსენებელი დღის ე. წ. ამადძაგის ჩატარების შემდეგ.
2. მეხნაკრავი მიცვალებულის ყოველწლიური მოხსენიების ჩვეულება. ამადძაგს აწყობდნენ მკვდრის გარდაცვალების დღეს მისი სიკვდილის ადგილზე; ჭექა-ქუხილის ღვთაებას – ვაცილას თიკანს ან ბატკანს სწირავდნენ, რაც რიტუალური სუფრით – ქუვდით მთავრდებოდა.
ლიტერატურა
- Каргинов С. Г. Похоронные обряды осетин // ТВ. 1901. № 20;
- Беселова Е. Б. Погребально-поминальные обычаи и обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017