სულაკაური არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სულაკაური არჩილ“ გადაიტანა გვერდზე „არჩილ სულაკაური“)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სულაკაური არჩილ''' – (1927 – 1997), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და პოეტი.  დაიბადა თბილისში. 1951 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1957-1970 წლებში მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“ განყოფილების გამგედ, შემდეგ პასუხისმგებელ მდივნად, 1971-1981 წლებში – გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორად, 1981 წლიდან კი – ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად. მისი პირველი ლექსები 1946 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), „საგზალი“ (1959), „ოთხივე მხრიდან“ (1975), „სიჩუმე“ (1978), „ლექსები“ (1980) და არაერთი პროზაული ნაწარმოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
+
[[ფაილი:Archil sulakauri.JPG|thumb|არჩილ სულაკაური]]
 +
'''სულაკაური არჩილ''' – (1927 – 1997), მწერალი − პოეტი და პროზაიკოსი, წლების მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი (1971-1981), ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი, „საპატიო ნიშნის“ ორდენის, ხალხთა მეგობრობის ორდენის, ღირსების ორდენის კავალერი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] ლაურეატი (1971).
  
 +
დაიბადა 1927 წელს თბილისში, კინოდრამატურგის ოჯახში, [[ლექსი|ლექსებს]] წერს ბავშვობიდან. 1951 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, იყო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული გაერთიანების აქტიური წევრი, ყურადღება მიიპყრო ამავე გაერთიანების ალმანახ „პირველ სხივში“ გამოქვეყნებული ლექსებით. პირველი პოეტური კრებული გამოსცა 1951 წელს. გამოქვეყნებული აქვს ლექსებისა და [[პოემა|პოემების]] მრავალი კრებული. სარედაქციო მუშაობის დიდი სკოლა გაიარა ჟურნალ „მნათობში“ [[სიმონ ჩიქოვანი]]ს რედაქტორობის დროს 1957-1960 წლებში.
  
::: '''ელენე ახვლედიანს'''
+
1957 წელს არჩილ სულაკაური აქვეყნებს თავის პირველ მოთხრობას „ტალღები ნაპირებისაკენ მიისწრაფიან“ და, ამ ხნიდან დაწყებული, იგი უპირატესად [[პროზა|პროზის]] ჟანრში მუშაობს, თუმცა [[პოეზია]] ხშირად შეახსენებს თავს, რისი შედეგიცაა დროდადრო ახალ-ახალი პოეტური კრებულები.
 +
 
 +
არჩილ სულაკაურის მთავარ ნაწარმოებთა რიგს ეკუთვნიან ლექსები: „მამული“, „მხოლოდ ერთხელ“, „გოდება“, „მე და შენ“, „ჯვარცმა“, „მინოტავრი“,„სიჩუმე“, „ლექსები“.  პროზაული ნაწარმოებნი: „ჩუღურეთული მოთხრობები“, „ლუკა“, „თეთრი ცხენი“, „თბილისური ჩანახატები“, საყმაწვილო ზღაპრები „ცისფერი ირემი“ და „სალამურას თავგადასავალი“.
 +
 
 +
1971 წელს არჩილ სამსონის ძე სულაკაურს საყმაწვილო ზღაპრისათვის „სალამურას თავგადასავალი“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
 +
 
 +
არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  
::ო, როგორ უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს
 
::ამ სახლს, აივანს, დათოვლილ კრამიტს,
 
::ხოლო მე ცისფერ ნამქერში ვჩანდე
 
::სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
 
::ძველ სახლებს შერჩათ თავისი სევდა,
 
::ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის,
 
::რომელსაც ვხედავთ, ანდა ვერ ვხედავთ,
 
::რასაც განვიცდით, ან ვერ განვიცდით.
 
::თოვს, ქალბატონო! და ჩუმი თოვლი _
 
::ეს დაწეწილი ჩემი ფიქრია,
 
::წარმავალობა ამ წუთისოფლის
 
::უკვდავ ფერებად რომ დაგიღვრიათ.
 
::იასამნების, იის, იელის
 
::თოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო...
 
::თოვს, ქალბატონო! რა მშვენიერი
 
::თოვლი მოსულა, ო, ქალბატონო!
 
::ამ ქუჩას უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს.
 
::ამ სახლს, აივანს, დათოვლილ კრამიტს,
 
::ხოლო მე ცისფერ ნამქერში ვჩანდე
 
::სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
 
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
[[რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]
[[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები]]
+
 
[[კატეგორია:ქართველი ქართველი პოეტები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:ქართველი ქართველი მწერლები]]
+
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია:ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები]]‏‎
 +
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]‏‎
 +
[[კატეგორია:სულაკაურები]]

მიმდინარე ცვლილება 13:06, 6 აგვისტო 2025 მდგომარეობით

არჩილ სულაკაური

სულაკაური არჩილ – (1927 – 1997), მწერალი − პოეტი და პროზაიკოსი, წლების მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი (1971-1981), ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი, „საპატიო ნიშნის“ ორდენის, ხალხთა მეგობრობის ორდენის, ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971).

დაიბადა 1927 წელს თბილისში, კინოდრამატურგის ოჯახში, ლექსებს წერს ბავშვობიდან. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, იყო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული გაერთიანების აქტიური წევრი, ყურადღება მიიპყრო ამავე გაერთიანების ალმანახ „პირველ სხივში“ გამოქვეყნებული ლექსებით. პირველი პოეტური კრებული გამოსცა 1951 წელს. გამოქვეყნებული აქვს ლექსებისა და პოემების მრავალი კრებული. სარედაქციო მუშაობის დიდი სკოლა გაიარა ჟურნალ „მნათობში“ სიმონ ჩიქოვანის რედაქტორობის დროს 1957-1960 წლებში.

1957 წელს არჩილ სულაკაური აქვეყნებს თავის პირველ მოთხრობას „ტალღები ნაპირებისაკენ მიისწრაფიან“ და, ამ ხნიდან დაწყებული, იგი უპირატესად პროზის ჟანრში მუშაობს, თუმცა პოეზია ხშირად შეახსენებს თავს, რისი შედეგიცაა დროდადრო ახალ-ახალი პოეტური კრებულები.

არჩილ სულაკაურის მთავარ ნაწარმოებთა რიგს ეკუთვნიან ლექსები: „მამული“, „მხოლოდ ერთხელ“, „გოდება“, „მე და შენ“, „ჯვარცმა“, „მინოტავრი“,„სიჩუმე“, „ლექსები“. პროზაული ნაწარმოებნი: „ჩუღურეთული მოთხრობები“, „ლუკა“, „თეთრი ცხენი“, „თბილისური ჩანახატები“, საყმაწვილო ზღაპრები „ცისფერი ირემი“ და „სალამურას თავგადასავალი“.

1971 წელს არჩილ სამსონის ძე სულაკაურს საყმაწვილო ზღაპრისათვის „სალამურას თავგადასავალი“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


[რედაქტირება] წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები