ვასაძე აკაკი (1899-1978)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 38: ხაზი 38:
 
[[კატეგორია:ქართული თეატრის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ქართული თეატრის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ქართული თეატრის რეჟისორები]]
 
[[კატეგორია:ქართული თეატრის რეჟისორები]]
[[კატეგორია: სსრ კვშირისა  სახალხო არტისტები]]
+
[[კატეგორია: საბჭოთა კვშირისა  სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:ვასაძეები]]
 
[[კატეგორია:ვასაძეები]]

12:58, 8 აგვისტო 2025-ის ვერსია

აკაკი ვასაძე

ვასაძე აკაკი ალექსის ძე - (6.VIII.1899, ქუთაისი - 23.III.1978, თბილისი) - ქართველი მსახიობი, რეჟისორი.

დაიბადა ქუთაისში 1899 წელს, 1918-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აგრეთვე ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. სტუდიაში თამაშობდა სხვადასხვა როლებს ქართული კლუბის სცენაზე. მაგ. 5.III - შალვა დადიანის კომედიაში „გუშნდელნი“; 11.III - „სიზმარი კოშკში“ და დრამა-ლეგენდაში „ღალატი“; 18.III – 3-მოქმედებიან დრამში „ივერიძის ოჯახი“. 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; 1958-1968 წლებში ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 1969 წლიდან კი რუსთავის ახალგაზრდული თეატრის დასის წევრი.

აკაკი ვასაძე დახვეწილი ტექნიკის და გარდასახვის დიდი ნიჭით. დაჯილდოებული მსახიობია; რუსთაველის თეატრში შესრულებული მისი როლებიდან აღსანიშნავია: მენგო (ლოპე დე ვეგასცხვრის წყარო“, 1922), ახმა (შანშიაშვილის „ანზორი“, 1928), ფრანც მოორი (შილერისყაჩაღები“, 1933), დარისპანი (ს. კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“, 1935), იაგო (შექსპირის „ოტელო“, 1937), კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“, 1941) და მრავალი სხვა.

მსახიობი ახალგაზრდობიდანვე დაინტერესდა რეჟისურით. არაერთ სპექტაკლში იყო ს. ახმეტელის თანარეჟისორი. დამოუკიდებელი სპექტაკლებიდან აღსანიშნავია მის მიერ დადგმული შანშიაშვილის „არსენა“ (1936), დადიანის „ნაპერწკლიდან“ (1937, 1950), პოგოდინის „თოფიანი კაცი“ (1947), კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ (1952).

საინტერესოა აკაკი ვასაძე როგორც კინომსახიობი; დასამახსოვრებელია მისი შაჰ-აბასი კინოფილმ “გიორგი სააკაძეში“, ებრაელი მოხუცის როლი ტელეფილმში „დათა თუთაშხია“ და მრავალი სხვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია აკაკი ვასაძის ლიტერატურული შემოქმედება ― მისი მოგონებათა ორტომეული („მოგონებები, ფიქრები“ ― საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამომცემლობა, 1977-1983), აგრეთვე მოგვიანებით გამოქვეყნებული თავი ამ ორტომეულიდან, რომელიც ოცდაათიანი წლების ცნობილ მოვლენებს ასახავს.

1975 წელს აკაკი ალექსის ძე ვასაძეს რუსთაველის თეატრის სცენაზე შექმნილი სახეებისათვის: გიორგი სიხარულიძე (თ. ჭილაძის „სურათები საოჯახო ალბომიდან“), ლირი (შექსპირის „მეფე ლირი“) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

აკაკი ვასაძე გარდაიცვალა 1978 წელს, დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
  • გ. ბუხნიკაშვილი, აკაკი ვასაძე, თბ., 1960;
  • ე. გუგუშვილი, თეატრალური პორტრეტები (რუსულ ენაზე),თბ., 1968;
  • დ. ჯანელიძე, მსახიობი, თბ., 1958;
  • გაზ. სახალხო საქმე, 1920, №770, №775, №781.

წყარო

იხილე აგრეთვე

აკაკი ვასაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები