პურუშა
(ახალი გვერდი: '''პურუშა''' – (ინდ.) „ადამიანი“, დასაბამიერი, პირველქმნილი ათას...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ინდური მითები]] | [[კატეგორია:ინდური მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:კოსმოგონიური მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:პირველკაცები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:30, 28 ივნისი 2017 მდგომარეობით
პურუშა – (ინდ.) „ადამიანი“, დასაბამიერი, პირველქმნილი ათასთავა, ათასთვალა, ათასფეხა ადამიანი, რომელიც ღმერთებმა დააბეს როგორც სამსხვერპლო პირუტყვი და მსხვერპლად დაკლეს, რათა მისი ნაწილებისგან სამყარო შეექმნათ. მისი ბაგეებისგან მათ ბრაჰმანები – ქურუმები შექმნეს, რადგან მათთვის, როგორც მგალობელთა და შემლოცველთათვის, მთავარია ბაგეები; ხელებისგან – მეფეები, რადგან ხელი ძალაუფლების ნიშანია, თეძოებისგან – ქშატრიები ანუ მეომრები, ამიტომაც მათ თეძოზე სულ მუდამ იარაღი აქვთ მიბჯენილი, ფეხებისგან – შუდრები ანუ უბრალო ხალხი, ისინი ხომ, როგორც მსახურნი, მუდამ ფეხზე დგანან ან მიმოდიან. პურუშას გონებისგან მთვარე წარმოიშვა, თვალისგან – მზე, პირისგან – ინდრა და აგნი, სუნთქვისგან – ქარი, თავიდან ცა წარმოიშვა, ჭიპისგან – ჰაერის სივრცე, ყურებისგან ქვეყნის ოთხი კუთხე შეიქმნა, ტერფები კი მიწად გარდაიქმნა.