ალექსი-მესხიშვილი ლადო (მსახიობი)
(→იხილე აგრეთვე) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
1906-1910, 1915-1920 წლებში ლადო ალექსი-მესხიშვილი [[რუსეთი|რუსეთის]] სცენაზე მოღვაწეობდა (1907 - მოსკოვის სამხატვრო თეატრში). 1910-1914 წლებში იგი სათავეში ედგა თბილისის, 1914-1915 წლებში ქუთაისის [[თეატრი|თეატრებს]]. ალექსი-მესხიშვილის გმირები ებრძოდნენ უსამართლობას, ექომაგებოდნენ ჩაგრულებს, იღვწოდნენ კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის. რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში „მამები და შვილები“, „შურისძიების ღმერთი“ და სხვა. | 1906-1910, 1915-1920 წლებში ლადო ალექსი-მესხიშვილი [[რუსეთი|რუსეთის]] სცენაზე მოღვაწეობდა (1907 - მოსკოვის სამხატვრო თეატრში). 1910-1914 წლებში იგი სათავეში ედგა თბილისის, 1914-1915 წლებში ქუთაისის [[თეატრი|თეატრებს]]. ალექსი-მესხიშვილის გმირები ებრძოდნენ უსამართლობას, ექომაგებოდნენ ჩაგრულებს, იღვწოდნენ კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის. რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში „მამები და შვილები“, „შურისძიების ღმერთი“ და სხვა. | ||
| − | სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი (1915-20) ლადო მესხიშვილმა ძირითადად რუსეთში გაატარა. იგი თბილისში დაბრუნდა 1920 წლის ივნისში. მალე [[არტისტული საზოგადოების თეატრი|საარტისტო საზოგადოების თეატრში]], ვ. მესხიშვილისა და ნ. ჩხაიძის მონაწილეობით, დრამა „ინსტინქტი“ დაიდგა. 17 ივლისს ქართულ კლუბში, საქველმოქმედო მიზნით, დიდი სეირნობა გაიმართა. ქართველ მსახიობთა მიერ, დამსახურებული მსახიობების ვ.მესხიშვილისა და ნ. ჩხაიძის მონაწილეობით, ჰარტმანის „შეშლილია“ დაიდგა. კინო „არფასტოში“ 1, 2, 3 და 4 დეკემბერს გაიმართა ჩვენება დრამის არტისტის ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიერ შესრულებული პროფესორი ვერხოვცევის როლისა. მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა იმ პერიოდის თითქმის ყველა გაზეთი, გამოქვეყნდა ათეულობით სტატია მისი შემოქმედების შესახებ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. | + | სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი (1915-20) ლადო მესხიშვილმა ძირითადად რუსეთში გაატარა. იგი თბილისში დაბრუნდა 1920 წლის ივნისში. მალე [[არტისტული საზოგადოების თეატრი|საარტისტო საზოგადოების თეატრში]], ვ. მესხიშვილისა და ნ. ჩხაიძის მონაწილეობით, დრამა „ინსტინქტი“ დაიდგა. 17 ივლისს ქართულ კლუბში, საქველმოქმედო მიზნით, დიდი სეირნობა გაიმართა. ქართველ მსახიობთა მიერ, დამსახურებული მსახიობების ვ.მესხიშვილისა და ნ. ჩხაიძის მონაწილეობით, ჰარტმანის „შეშლილია“ დაიდგა. კინო „არფასტოში“ 1, 2, 3 და 4 დეკემბერს გაიმართა ჩვენება დრამის არტისტის ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიერ შესრულებული პროფესორი ვერხოვცევის როლისა. მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა იმ პერიოდის თითქმის ყველა გაზეთი, გამოქვეყნდა ათეულობით სტატია მისი შემოქმედების შესახებ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.<br /> |
| − | + | ||
| + | '''''მერაბ გეგია''''',<br /> | ||
| + | '''''სალომე ჭანტურიძე''''' | ||
| + | |||
| + | <gallery> | ||
| + | ფაილი:Lado mesx 2.png|ლადო ალექსი-მესხიშვილი ჰამლეტის როლში, შექსპირის „ჰამლეტი“ | ||
| + | ფაილი:Lado mesx 1.png|ლადო ალექსი-მესხიშვილი კარლ მოორის როლში, შილერის „ყაჩაღები“ | ||
| + | ფაილი:Aleqsi mesx 3.png|ლადო ალექსი-მესხიშვილი რასპლუევის როლში, სუხოვო–კობილინის „კრეჩინსკის ქორწინება“ | ||
| + | ფაილი:Lado mesx 4.png|ლადო ალექსი-მესხიშვილი ედმუნდის როლში, შექსპირის „მეფე ლირი“ | ||
| + | ფაილი:MesxiSvili- vilgemi.png|ლადო ალექსი-მესხიშვილი ვილჰემის როლში, სცენა სპექტაკლიდან „ავადმყოფი ხალხი“ | ||
| + | ფაილი:MesxiSvili - samSoblo.png| ლადო ალექსი-მესხიშვილი სპექტაკლში „სამშობლო“ | ||
| + | </gallery> | ||
| + | |||
| + | |||
==ლიტერტურა== | ==ლიტერტურა== | ||
| ხაზი 19: | ხაზი 32: | ||
* გაზ. სახალხო საქმე, 1920, №875, 877, 993. | * გაზ. სახალხო საქმე, 1920, №875, 877, 993. | ||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005135/ ლადო ალექსი-მესხიშვილი] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]] | [[კატეგორია:ქართველი მსახიობები]] | ||
| ხაზი 33: | ხაზი 45: | ||
[[კატეგორია:ქუთაისის თეატრის მსახიობები]] | [[კატეგორია:ქუთაისის თეატრის მსახიობები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი თეატრის რეჟისორები]] | [[კატეგორია:ქართველი თეატრის რეჟისორები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ალექსი-მესხიშვილები]] |
14:07, 11 აგვისტო 2025-ის ვერსია
ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ სარდიონის ძე - (ლადო მესხიშვილი) (28.II.1857, თბილისი -24.XI.1920) - ქართველი მსახიობი და რეჟისორი. რესპუბლიკის სახალხო არტისტი (წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ, 1930).
სარჩევი |
ბიოგრაფია
სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ - მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1881 წელს ჩაირიცხა თბილისის ქართულ დრამატულ დასში. 1887-1890 წლებში კი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. 1890-1896 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის, 1897-1906 წლებში კი - ქუთაისის დრამატულ დასებს.
1905 ალექსი-მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც: მონტის „გაიუს გრაკქუსი“ და ჰაუპტმანის „ფეიქრები“, რომლებშიც ალექსი-მესხიშვილი თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს.
1906-1910, 1915-1920 წლებში ლადო ალექსი-მესხიშვილი რუსეთის სცენაზე მოღვაწეობდა (1907 - მოსკოვის სამხატვრო თეატრში). 1910-1914 წლებში იგი სათავეში ედგა თბილისის, 1914-1915 წლებში ქუთაისის თეატრებს. ალექსი-მესხიშვილის გმირები ებრძოდნენ უსამართლობას, ექომაგებოდნენ ჩაგრულებს, იღვწოდნენ კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის. რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში „მამები და შვილები“, „შურისძიების ღმერთი“ და სხვა.
სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი (1915-20) ლადო მესხიშვილმა ძირითადად რუსეთში გაატარა. იგი თბილისში დაბრუნდა 1920 წლის ივნისში. მალე საარტისტო საზოგადოების თეატრში, ვ. მესხიშვილისა და ნ. ჩხაიძის მონაწილეობით, დრამა „ინსტინქტი“ დაიდგა. 17 ივლისს ქართულ კლუბში, საქველმოქმედო მიზნით, დიდი სეირნობა გაიმართა. ქართველ მსახიობთა მიერ, დამსახურებული მსახიობების ვ.მესხიშვილისა და ნ. ჩხაიძის მონაწილეობით, ჰარტმანის „შეშლილია“ დაიდგა. კინო „არფასტოში“ 1, 2, 3 და 4 დეკემბერს გაიმართა ჩვენება დრამის არტისტის ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიერ შესრულებული პროფესორი ვერხოვცევის როლისა. მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა იმ პერიოდის თითქმის ყველა გაზეთი, გამოქვეყნდა ათეულობით სტატია მისი შემოქმედების შესახებ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მერაბ გეგია,
სალომე ჭანტურიძე
ლიტერტურა
- ბურთიკაშვილი, ლადო მესხიშვილი, თბ., 1962;
- ი. ზურაბიშვილი, ოთხი პორტრეტი, თბ.,1949;
- ი. ნარიმანოვი, ორი სეზონი მესხიშვილთან, თბ., 1957;
- ა. ფაღავა, ლადო მესხიშვილი, თბ., 1957;
- გაზ. სახალხო საქმე, 1920, №875, 877, 993.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი