ბარიკადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან

ბარიკადები, ალჟირის ქუჩა 1960 წელი
ბარიკადი - (ფრანგული - barricade), სახელდახელოდ აგებული ხერგილი, ხელოვნური წინაღობა (ძირითადად ადგილობრივი მასალებისაგან - მორები, მიწიანი ტომრები, ქვები და სხვა), რომელიც შეტევაში მყოფი მოწინააღმდეგის შეტევისგან დასაცავად გზების და ქუჩების გარდიგარდმო, მთის გადასასვლელებში აღიმართება. ცნობილია უძველესი დროიდან.
საქართველოში მტრის შემოსევისას ბარიკადებით მთის ვიწროებს ხერგავდნენ. დავით IV აღმაშენებელმა ბარიკადი 1121 წლის 12 აგვისტოს თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ დიდგორის ბრძოლაში გამოიყენა.