ჩხიკვაძე რამაზ
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა 2011 წლის 17 ოქტომბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. | რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა 2011 წლის 17 ოქტომბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. | ||
| − | + | <gallery> | |
| + | ფაილი:WinWraqa.png|რამაზ ჩხიკვაძე და სერგო ზაქარიაძე, სპექტაკლში „ჭინჭრაქა“ | ||
| + | ფაილი:Espaneli mRvdeli leandro.png|ლეანდრო, სპექტაკლში "ესპანელი მღვდელი" | ||
| + | ფაილი:Filosofiis doqtori.png|მილორადო, სპექტაკლში „ფილოსოფიის დოქტორი“ | ||
| + | ფაილი:Yvaryvare -ramazi.png|ყვარყვარე, სპექტაკლში „ყვარყვარე“ | ||
| + | ფაილი:Xanuma - ramazi.png|აკოფ დარდიმანდიანცი, სპექტაკლში „ხანუმა“ | ||
| + | ფაილი:SoSIa -ramazi.png|შოშია, სპექტაკლში „საბრალდებო დასკვნა” | ||
| + | ფაილი:Azdaki - ramazi.png|აზდაკი, სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“ | ||
| + | ფაილი:CxikvaZe riCArdi.png|რიჩარდი, სპექტაკლში „რიჩარდ III“ | ||
| + | ფაილი:Asergasis dRE.png|ჰიტლერი, სპექტაკლში „ას ერგასის დღე“ | ||
| + | ფაილი:Mefe liri.png|ლირი, სპექტაკლშო „მეფე ლირი“ | ||
| + | </gallery> | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
15:28, 12 აგვისტო 2025-ის ვერსია
რამაზ ჩხიკვაძე – (დ. 28 თებერვალი, 1928, თბილისი – გ. 17 ოქტომბერი, 2011, იქვე), ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1972), სსრ კავშირის სახალხო არტისტი (1980), მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1975), სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).
დაიბადა 1928 წელს თბილისში, 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ამავე წლიდან მუშაობს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში მსახიობად.
რამაზ ჩხიკვაძე ფართო დიაპაზონის, მრავალმხრივი შესაძლებლობების მსახიობია, ხელეწიფება გარდასახვა ნებისმიერ ხასიათად — კომიკურიდან უკიდურეს ტრაგიკულამდე.
რამაზ ჩხიკვაძის განსახიერებული როლებიდან გამოყოფისა და ცალკე ხსენების ღირსია: ლეანდრო („ესპანელი მღვდელი“, 1954), მილორადი (ფილოსოფიის დოქტორი, 1956), პეტრი პეტრუსი („როცა ასეთი სიყვარულია“, 1959), ქოსა მრჩეველი („ჭინჭრაქა“, 1963), მეკი დანა („სამგროშიანი ოპერა“, 1964), ბატონი კასიანე („მზიანი ღამე“, 1966), აკოფ დარდიმანდიანცი („ხანუმა“, 1968), კირილე მიმინოშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1969), შოშია („საბრალდებო დასკვნა“, 1973), ყვარყვარე („ყვარყვარე“, 1974), აზდაკი („კავკასიური ცარცის წრე“, 1975), რიჩარდი („რიჩარდ III“, 1979), ჰიტლერი („ას ერგასის დღე“, 1985). მეფე ლირი („მეფე ლირი“, 1987).
რამაზ ჩხიკვაძეს არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული აგრეთვე კინოშიც, მათგან აღსანიშნავია: არქიტექტორი შოთა („ჭრიჭინა“, 1954), დიანბეგი („ლონდრე“, 1963), ლუკა ბაბუა („ნერგები“, 1973), ვაჭარი („ვერის უბნის მელოდიები“, 1975), მამაო ოხროხინე („ნატვრის ხე“, 1978), აბდულა („შეყვარება ერთი დანახვით“), სტალინი („გამარჯვება“ 2 სერიად) და მრავალი სხვა.
1981 წელს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე შექსპირის „რიჩარდ მესამე“-ში რიჩარდის როლის შესრულებისთვის რამაზ ჩხიკვაძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი იყო ა. სტრინდბერგის „სიკვდილის როკვაში“ (რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი) ამ სპექტაკლით გაიხსნა ახალი თეატრი – „თეატრალური სარდაფი“.
რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა 2011 წლის 17 ოქტომბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.