კაჭახიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გიორგი კაჭახიძე '''კაჭახიძე გიორგი''' — (1907 – 19...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 35: ხაზი 35:
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა მწერლები]]
 +
[[კატეგორია:საბავშვო პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა პოეტები]]
 
[[კატეგორია:კაჭახიძეები]]
 
[[კატეგორია:კაჭახიძეები]]

მიმდინარე ცვლილება 17:25, 13 აგვისტო 2025 მდგომარეობით

გიორგი კაჭახიძე

კაჭახიძე გიორგი — (1907 – 1979), მწერალი, პოეტი და ფილოლოგი. დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედია). საშუალო განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა. სტუდენტობიდანვე დაუკავშირდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის” გარშემო არსებულ ლიტერატურულ წრეს, აქვე გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსებიც. საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ნიჭიერი ლიტერატორის პირველმა წიგნებმა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ვრცელი პოეტური ნაწარმოები „ის უბანი და ის კარმიდამო“, რომელიც მწერლის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შემოქმედებითი შრომის შედეგს წარმოადგენს. მან არაერთი პოეტური კრებულით გაამდიდრა ჩვენი საბავშვო ლიტერატურა: „ალუბლები ყვავიან“, „სწავლასა და სიხარულში“, „მალხაზებისათვის არც მიმღერია“ და სხვა. გიორგი კაჭახიძეს ეკუთვნის მონოგრაფია შიო მღვიმელზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ყვავილები დედას
დედის სითბო, დედის ხელი
ვის არ უღებს ქვეყნის კარებს!
ცეროდენა რომ ვიყავი,
სულ ვნატრობდი შინ და გარეთ:
საჩუქარი კარგზე კარგი
რა მეშოვნა იმისთანა,
სიხარულით, სიყვარულით
დედიკოსთვის მიმეტანა.
ყელსაბამი ვერ შევკადრე,
ვერც პატარა ჭრელი ბურთი...
ვარჩიე და ბოლოს დედას
მივუტანე ბატიბუტი.
ცეროდენა რომ ვიყავი,
სულ პატარა ცელქი ბავშვი,
არაფერი, არაფერი
არ მიყვარდა ისე მაშინ,
როგორც თეთრი ბატიბუტი
ჩაფიფქული კალათაში.
დღეს დიდი ვარ, სკოლაში ვარ,
ნაკადულებს წყაროდ ვერთვი,
მომავლისკენ მივაბიჯებ,
არ მერევა შავში თეთრი.
გაიზარდა ჩვენი ეზოც,
ჩვენი სახლის აივნები
და დედისთვის მიმაქვს ახლა
ჩემი ბაღის ყვავილები.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები