გეწაძე აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 24: ხაზი 24:
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა  მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:გეწაძეები]]
 
[[კატეგორია:გეწაძეები]]

17:41, 13 აგვისტო 2025-ის ვერსია

აკაკი გეწაძე

გეწაძე აკაკი– (1923 – 2008), ქართველი მწერალი, დრამატურგი და პოეტი. დაიბადა სოფელ წესში (ონი); 1953 წელს დაამთავრა თსუ. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; მუშაობდა რესპუბლიკის მთავარი გაზეთის, „კომუნისტის” საკუთარ კორესპონდენტად რაჭა-ლეჩხუმში; მისი ძირითადი ლიტერატურული საქმიანობა დაკავშირებული იყო პროზასა და დრამატურგიასთან, მაგრამ აქვეყნებდა ლექსებსაც (კრებულები: „კეთილი კვალი”, 1961 და „აფეთქებული დუმილი”, 1973).


* * *
ცას და მიწას ვინ მისცა ფერი, ასე ბევრი?
ტკბილი ცეცხლით ამღერდა
ქვა ბუხრის და კერის.
აგალობდა შარაგზა, აგალობდა ქვევრი...
შემოდგომა ქეიფობს, შემოდგომა მღერის.
ძირს დააგდო ბოხოხი, ცას ავარდა მტვერი:
- აი, ასე დაემხოს, მიწავ, შენი მტერი!
ყველას მარად უყვარდე, შეგელიოს ვერვინ,
გაუტოლდეს მეცხრე ცას შენი სახლის ჭერი.
ვინც სიკეთის გზას ადგას, გყავდეს ბედნიერი,
როცა მზე მოგწყინდება, დადგეს წვიმის ჯერი,
მიწის ლოცვით აივსოს ზეცა მტრედისფერი...
შემოდგომა ქეიფობს, შემოდგომა მღერის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები