ალხაზიშვილი გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 30: | ხაზი 30: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ესეისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ესეისტები]] | ||
[[კატეგორია:საბას პრემიის ლაურეატები]] | [[კატეგორია:საბას პრემიის ლაურეატები]] | ||
[[კატეგორია:ალხაზიშვილები]] | [[კატეგორია:ალხაზიშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 10:54, 14 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ალხაზიშვილი გივი – (1944), ქართველი პოეტი, მწერალი, ესეისტი. დაიბადა თელავში. 1961 წ დაამთავრა საშუალო სკოლა ქუთაისში. ამავე წლიდან სწავლა განაგრძო თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი ლექსები იბეჭდებოდა 60-იანი წლებიდან საუნივერსიტეტო გაზეთში, ალმანახ „პირველ სხივში”, „ახალგაზრდა კომუნისტში” და „ცისკარში”. გივი ალხაზიშვილს გამოცემული აქვს არაერთი პოეტური კრებული, იგი ავტორია სამი რომანისა. 1979 წ თარგმნა და გამოსცა ათანას ფეტის ლექსების კრებული „ღამეული ჩირაღდნები”. მხატვრული თარგმანის კოლეგიაში მომზადდა აგრეთვე კრებული „მარადი დღე” (1984), სადაც დაბეჭდილია რუსი პოეტების – ათანას ფეტის, ვლადიმირ სოლოვიოვის, ანდრეი ბელის და ალექსანდრ ბლოკის ლექსების – თარგმანები.
- უშენო დრო, აგვისტოს ეპისტოლე
- დღეებს გამსჭვალულს უშენობით,
- როგორ ვუშველო,
- ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ,
- დუმილი ისე მისაკუთრებს,
- ლამის მიშვილოს,
- სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ, თუ არ მიშველე.
- რაც თავს გადამხდა, რა ვიცოდი..
- მაგრამ აქ რომ ვარ – ვეძებ გასაქცევს,
- ვირტუალურ დროში ვსახლდები,
- რა მწარე იყო უეცარი შენი გაქრობა
- და მყისიერად გამოცლილი
- ყველა საყრდენი.
- არაფერია, არაფერი, სულ არაფერი
- და არაფერშიც
- შენ საძებნად შევეხეტები,
- გამჭვირვალეა ხელისგული,
- რომ ავიფარე თვალზე და ახლა
- ყველაფრიდან შენ იხედები..