ჩხენკელი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩხენკელი ივანე“ გადაიტანა გვერდზე „ივანე ჩხენკელი“)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ივანე ჩხენკელი'''  − (დ. 16 სექტემბერი, 1910, [[ბათუმი]] − გ. 7 ნოემბერი, 1991, [[თბილისი]]) ქართველი არქიტექტორი,  საქართველოს
+
[[ფაილი:IVANE cXENKELI.png|thumb|150პქ|ივანე ჩხენკელი]]
 +
'''ივანე ჩხენკელი'''  − (დ. 16 სექტემბერი, 1910, [[ბათუმი]] − გ. 7 ნოემბერი, 1991, [[თბილისი]]), ქართველი არქიტექტორი,  საქართველოს
 
სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, წლების მანძილზე საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, თბილისის მთავარი არქიტექტორი (1959-1970), სსრ კავშირის არქიტექტორთა კავშირის მდივანი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1973).
 
სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, წლების მანძილზე საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, თბილისის მთავარი არქიტექტორი (1959-1970), სსრ კავშირის არქიტექტორთა კავშირის მდივანი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1973).
  
ხაზი 18: ხაზი 19:
  
 
[[კატეგორია:ქართველი არქიტექტორები]]
 
[[კატეგორია:ქართველი არქიტექტორები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა არქიტექტორები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარეები]]
 
[[კატეგორია:თბილისის მთავარი არქიტექტორები]]
 
[[კატეგორია:თბილისის მთავარი არქიტექტორები]]
 
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]‏‎
 
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]‏‎
 +
[[კატეგორია:ჩხენკელები]]

მიმდინარე ცვლილება 14:55, 15 აგვისტო 2025 მდგომარეობით

ივანე ჩხენკელი

ივანე ჩხენკელი − (დ. 16 სექტემბერი, 1910, ბათუმი − გ. 7 ნოემბერი, 1991, თბილისი), ქართველი არქიტექტორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, წლების მანძილზე საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, თბილისის მთავარი არქიტექტორი (1959-1970), სსრ კავშირის არქიტექტორთა კავშირის მდივანი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1973).

დაიბადა 1910 წელს ბათუმში, მოსამსახურის ოჯახში, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1928 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, საიდანაც საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადავიდა, რომელიც 1933 წელს დაამთავრა არქიტექტორის სპეციალობით.

ივანე ჩხენკელი მთელი ცხოვრების მანძილზე ხელმძღვანელ თანამდებობებზეა არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში, ათწლეულების განმავლობაში აქტიურ მუშაობას ეწეოდა: ჯერ — თბილისის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ (1943-1944), მერე — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ არქიტექტურულ სამმართველოს განყოფილების უფროსად (1944-1949), შემდეგ თბილისის მთავარ არქიტექტორად (1959-1970); პარალელურად პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხელმძღვანელობდა არქიტექტურულ სახელოსნოებს ინსტიტუტ „თბილპროექტში“.

ივანე ჩხენკელის პროექტებით ხდება თბილისში კავშირგაბმულობის სახლის რეკონსტრუქცია (1954), შენდება საავადმყოფო, საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები ქუთაისში, ფილარმონიის შენობა თბილისში 650-ადგილიანი მცირე და 2500-ადგილიანი დიდი საკონცერტო დარბაზებით; ივანე ჩხენკელი მონაწილეობდა თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის 1970-2000 წლების გენერალური გეგმის შედგენაში.

ივანე ჩხენკელი არქიტექტორთა საერთაშორისო ყრილობების სამგზის ლაურეატია — პრაღასა, ვარნასა და ჰავანაში.

1973 წელს ივანე ჩხენკელს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის შენობის არქიტექტურისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 1991 წელს, დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


[რედაქტირება] წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები