ვასაძე აკაკი (1899-1978)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აკაკი ალექსის ძე ვასაძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ვასაძე აკაკი ალექს...) |
|||
| (2 მომხმარებლების 28 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ვასაძე აკაკი ალექსის ძე''' - (6.VIII.1899, ქუთაისი - 23.III.1978, [[თბილისი]]) - [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი, | + | [[ფაილი:VasaZe akaki.jpg|thumb|150პქ|'''აკაკი ვასაძე''']] |
| − | რეჟისორი | + | '''ვასაძე აკაკი ალექსის ძე''' - (6.VIII.1899, ქუთაისი - 23.III.1978, [[თბილისი]]) - [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი, [[რეჟისორი]]. |
| − | + | დაიბადა ქუთაისში 1899 წელს, 1918-1929 წლებში სწავლობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აგრეთვე [[ჯაბადარის დრამატული სტუდია (1918-1920)|ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში]]. სტუდიაში თამაშობდა სხვადასხვა როლებს ქართული კლუბის სცენაზე. მაგ. 5.III - [[შალვა დადიანი]]ს კომედიაში „გუშინდელნი“; 11.III - „სიზმარი კოშკში“ და დრამა-ლეგენდაში „ღალატი“; 18.III – 3-მოქმედებიან დრამში „ივერიძის ოჯახი“. 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; 1958-1968 წლებში [[ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი|ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი]]ს სამხატვრო ხელმძღვანელია, 1969 წლიდან კი რუსთავის ახალგაზრდული თეატრის დასის წევრი. | |
| − | – 3-მოქმედებიან დრამში „ივერიძის ოჯახი“. 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში | + | |
| − | + | აკაკი ვასაძე დახვეწილი ტექნიკის და გარდასახვის დიდი ნიჭით. დაჯილდოებული მსახიობია; რუსთაველის თეატრში შესრულებული მისი როლებიდან აღსანიშნავია: მენგო ([[ლოპე დე ვეგა]]ს „[[ცხვრის წყარო]]“, 1922), ახმა ([[შანშიაშვილი სანდრო|შანშიაშვილი]]ს „ანზორი“, 1928), ფრანც მოორი ([[შილერი ფრიდრიხ|შილერი]]ს „[[ყაჩაღები (შილერი)|ყაჩაღები]]“, 1933), დარისპანი ([[კლდიაშვილი სერგო|ს. კლდიაშვილის]] „შემოდგომის აზნაურები“, 1935), იაგო ([[შექსპირი უილიამ|შექსპირი]]ს „ოტელო“, 1937), კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“, 1941) და მრავალი სხვა. | |
| − | + | ||
| − | ::::: | + | მსახიობი ახალგაზრდობიდანვე დაინტერესდა რეჟისურით. არაერთ სპექტაკლში იყო [[ახმეტელი სანდრო|ს. ახმეტელი]]ს თანარეჟისორი. დამოუკიდებელი სპექტაკლებიდან აღსანიშნავია მის მიერ დადგმული შანშიაშვილის „არსენა“ (1936), [[დადიანი შალვა|დადიანი]]ს „ნაპერწკლიდან“ (1937, 1950), პოგოდინის „თოფიანი კაცი“ (1947), კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ (1952). |
| + | |||
| + | საინტერესოა აკაკი ვასაძე როგორც კინომსახიობი; დასამახსოვრებელია მისი [[შაჰ-აბას I|შაჰ-აბასი]] კინოფილმ “გიორგი სააკაძეში“, ებრაელი მოხუცის როლი ტელეფილმში „დათა თუთაშხია“ და მრავალი სხვა. | ||
| + | |||
| + | ცალკე აღნიშვნის ღირსია აკაკი ვასაძის ლიტერატურული შემოქმედება ― მისი მოგონებათა ორტომეული („მოგონებები, ფიქრები“ ― საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამომცემლობა, 1977-1983), აგრეთვე მოგვიანებით გამოქვეყნებული თავი ამ ორტომეულიდან, რომელიც ოცდაათიანი წლების ცნობილ მოვლენებს ასახავს. | ||
| + | |||
| + | 1975 წელს აკაკი ალექსის ძე ვასაძეს რუსთაველის თეატრის სცენაზე შექმნილი სახეებისათვის: გიორგი სიხარულიძე ([[ჭილაძე თამაზ|თ. ჭილაძის]] „სურათები საოჯახო ალბომიდან“), ლირი (შექსპირის „მეფე ლირი“) [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია]] მიენიჭა. | ||
| + | |||
| + | აკაკი ვასაძე გარდაიცვალა 1978 წელს, დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. | ||
| + | |||
| + | |||
| + | <gallery> | ||
| + | ფაილი:Sah abasi vasaZe.png|აკაკი ვასაძე შაჰ აბასის როლში | ||
| + | ფაილი:VasaZe- pepia.png|აკაკი ვასაძე როლში - პეპია „გლახის ნაამბობი“ | ||
| + | ფაილი:Iago-vasaZe.png|აკაკი ვასაძე იაგოს როლში | ||
| + | ფაილი:Farsman-sparsi vasaZe.png|ფარსმან-სპარსი ფილმიდან „დათა თუთაშხია“ | ||
| + | ფაილი:Sbdul sadakis rolli.png|აკაკი ვასაძე აბდულ სადაკის როლში | ||
| + | </gallery> | ||
| ხაზი 16: | ხაზი 32: | ||
* დ. ჯანელიძე, მსახიობი, თბ., 1958; | * დ. ჯანელიძე, მსახიობი, თბ., 1958; | ||
* გაზ. სახალხო საქმე, 1920, №770, №775, №781. | * გაზ. სახალხო საქმე, 1920, №770, №775, №781. | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001480/ აკაკი ვასაძე] | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001480/ აკაკი ვასაძე] | ||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | * [[რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | ||
| + | * [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
| + | |||
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]] | [[კატეგორია:ქართველი მსახიობები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა მსახიობები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]] | [[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა რეჟისორები]] | ||
[[კატეგორია:რუსთაველის თეატრის მსახიობები]] | [[კატეგორია:რუსთაველის თეატრის მსახიობები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული თეატრის ისტორია]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული თეატრის რეჟისორები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:ლენინის ორდენის კავალრები]] | ||
| + | [[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | ||
| + | [[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები]] | ||
| + | [[კატეგორია:ვასაძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:28, 14 სექტემბერი 2025 მდგომარეობით
ვასაძე აკაკი ალექსის ძე - (6.VIII.1899, ქუთაისი - 23.III.1978, თბილისი) - ქართველი მსახიობი, რეჟისორი.
დაიბადა ქუთაისში 1899 წელს, 1918-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აგრეთვე ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. სტუდიაში თამაშობდა სხვადასხვა როლებს ქართული კლუბის სცენაზე. მაგ. 5.III - შალვა დადიანის კომედიაში „გუშინდელნი“; 11.III - „სიზმარი კოშკში“ და დრამა-ლეგენდაში „ღალატი“; 18.III – 3-მოქმედებიან დრამში „ივერიძის ოჯახი“. 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; 1958-1968 წლებში ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 1969 წლიდან კი რუსთავის ახალგაზრდული თეატრის დასის წევრი.
აკაკი ვასაძე დახვეწილი ტექნიკის და გარდასახვის დიდი ნიჭით. დაჯილდოებული მსახიობია; რუსთაველის თეატრში შესრულებული მისი როლებიდან აღსანიშნავია: მენგო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“, 1922), ახმა (შანშიაშვილის „ანზორი“, 1928), ფრანც მოორი (შილერის „ყაჩაღები“, 1933), დარისპანი (ს. კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“, 1935), იაგო (შექსპირის „ოტელო“, 1937), კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“, 1941) და მრავალი სხვა.
მსახიობი ახალგაზრდობიდანვე დაინტერესდა რეჟისურით. არაერთ სპექტაკლში იყო ს. ახმეტელის თანარეჟისორი. დამოუკიდებელი სპექტაკლებიდან აღსანიშნავია მის მიერ დადგმული შანშიაშვილის „არსენა“ (1936), დადიანის „ნაპერწკლიდან“ (1937, 1950), პოგოდინის „თოფიანი კაცი“ (1947), კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ (1952).
საინტერესოა აკაკი ვასაძე როგორც კინომსახიობი; დასამახსოვრებელია მისი შაჰ-აბასი კინოფილმ “გიორგი სააკაძეში“, ებრაელი მოხუცის როლი ტელეფილმში „დათა თუთაშხია“ და მრავალი სხვა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია აკაკი ვასაძის ლიტერატურული შემოქმედება ― მისი მოგონებათა ორტომეული („მოგონებები, ფიქრები“ ― საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამომცემლობა, 1977-1983), აგრეთვე მოგვიანებით გამოქვეყნებული თავი ამ ორტომეულიდან, რომელიც ოცდაათიანი წლების ცნობილ მოვლენებს ასახავს.
1975 წელს აკაკი ალექსის ძე ვასაძეს რუსთაველის თეატრის სცენაზე შექმნილი სახეებისათვის: გიორგი სიხარულიძე (თ. ჭილაძის „სურათები საოჯახო ალბომიდან“), ლირი (შექსპირის „მეფე ლირი“) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
აკაკი ვასაძე გარდაიცვალა 1978 წელს, დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
- გ. ბუხნიკაშვილი, აკაკი ვასაძე, თბ., 1960;
- ე. გუგუშვილი, თეატრალური პორტრეტები (რუსულ ენაზე),თბ., 1968;
- დ. ჯანელიძე, მსახიობი, თბ., 1958;
- გაზ. სახალხო საქმე, 1920, №770, №775, №781.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
- ქართველი მსახიობები
- საბჭოთა მსახიობები
- ქართველი რეჟისორები
- საბჭოთა რეჟისორები
- რუსთაველის თეატრის მსახიობები
- ქართული თეატრის ისტორია
- ქართული თეატრის რეჟისორები
- საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ სახალხო არტისტები
- ლენინის ორდენის კავალრები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ვასაძეები