დოდონე
(ახალი გვერდი: '''დოდონე''' – ''(ბერძნ.)'' დელფოს შემდეგ ყველაზე ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ორაკული]] |
მიმდინარე ცვლილება 17:17, 28 ივნისი 2017 მდგომარეობით
დოდონე – (ბერძნ.) დელფოს შემდეგ ყველაზე სახელგანთქმული რელიგიური ცენტრი ძველ საბერძნეთში.
დოდონეს ორაკული მდებარეობდა ეპიროსში აღმართულ ზევსის ტაძარში. ისევე როგორც დელფოში, ტაძრის მსახურები აქაც იყვნენ ქურუმი-ქალები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ ზევსის წმინდა მუხის ფოთოლთა შრიალის მიხედვით. კლასიკურ ხანაში დოდონეს ტაძარი უმდიდრეს საგანძურს ფლობდა. 1875-1877 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა აკროპოლისის, ტაძრისა და თეატრის ნანგრევები. აკროპოლისის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობდა აუზი. აქ უნდა მდგარიყო ბრინჯაოს ქანდაკება ბიჭისა, რომელსაც ხელში ეკავა მოქნილი წნელი. ქარის ქროლისას წნელი ეხლებოდა ბრინჯაოს სასმისებს, რომლებიც ხმას გამოსცემდნენ. ქურუმი-ქალები მომლოცველებს არწმუნებდნენ, რომ ეს ღვთაების ხმა იყო. გათხრების შედეგად აღმოჩენილია აგრეთვე მრავალი ნივთი: ჭურჭელი, ქანდაკებები (უძველესი მათ შორის ძვ.წ. 660 წლით თარიღდება. ზოგი მათგანი რომაულ ეპოქას განეკუთვნება). ნაპოვნია აგრეთვე ტყვიის დაფები, ორაკულისადმი მიმართული 100 შეკითხვით. ზოგ კითხვაზე პასუხიც არის გაცემული.
დოდონე განადგურდა ქრისტიანული რელიგიის შემოღებისთანავე.