პოლიარქია
(→დასავლური პოლიარქიების სხვადასხვა მოდელები) |
|||
| ხაზი 34: | ხაზი 34: | ||
:† დაუწერელი კონსტიტუცია და სუვერენული პარლამენტი. | :† დაუწერელი კონსტიტუცია და სუვერენული პარლამენტი. | ||
| − | ამ მოდელისაგან განსხვავებით, სხვა ტიპის დასავლურ პოლიარქიებს სახელისუფლებო და პარტიულ სისტემებში ძალაუფლების გადანაწილება ახასიათებთ. აშშ-ში პლურალისტური დემოკრატიის ამერიკული მოდელი უპირატესად ხელისუფლების ინსტიტუციონალურ გადანაწილებას ემყარება, რაც თავად კონსტიტუციითაა განპირობებული. სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, კონტინენტურ ევროპაში, საბოლოო პოლიტიკური კონსენსუსისთვის მყარ საფუძველს პარტიებს შორის არსებული ურთიერთობები — | + | ამ მოდელისაგან განსხვავებით, სხვა ტიპის დასავლურ პოლიარქიებს სახელისუფლებო და პარტიულ სისტემებში ძალაუფლების გადანაწილება ახასიათებთ. აშშ-ში პლურალისტური დემოკრატიის ამერიკული მოდელი უპირატესად ხელისუფლების ინსტიტუციონალურ გადანაწილებას ემყარება, რაც თავად კონსტიტუციითაა განპირობებული. სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, კონტინენტურ ევროპაში, საბოლოო პოლიტიკური კონსენსუსისთვის მყარ საფუძველს პარტიებს შორის არსებული ურთიერთობები — მოლაპარაკებები, „ვაჭრობა“ და ძალაუფლების ურთიერთგანაწილების ხანგრძლივი ტრადიცია ქმნის. [[ბელგია]]ში, [[ავსტრია]]სა და [[შვეიცარია]]ში ურთიერთთანხმობის დემოკრატია (consociational democracy) განვითარდა, რომელიც უფრო იმგვარი საზოგადოებებისათვისაა შესაფერისი, სადაც აშკარაა დაყოფა რელიგიური, იდეოლოგიური, კულტურული, რეგიონალური თუ სხვა რამ განსხვავებების მიხედვით. კონსენსუსური, იგივე პლურალისტური ტენდენციებისათვის შემდეგი ნიშან-თვისებებია დამახასიათებელი: |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| + | :† კოალიციური მთავრობა. | ||
| + | :† აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების გამიჯვნა. | ||
| + | :† ძლიერი ორპალატიანი სისტემა. | ||
| + | :† მრავალპარტიულობა. | ||
| + | :† პროპორციული წარმომადგენლობა. | ||
| + | :† ფედერალიზმი ან უფლებამოსილებათა დელეგირება.კოდიფიცირებული („დაწერილი“) კონსტიტუცია და უფლებათა დეკლარაცია. | ||
ნებისმიერი პოლიტიკური სისტემაცა და პოლიარქიული რეჟიმიც უნიკალურია და თავისთავადი. ამერიკის შეერთებული შტატების თავისთავადობას (exceptionalism) ბევრ რამეში იმანაც შეუწყო ხელი, რომ ქვეყანას არ გაუვლია ფეოდალიზმი, არც დაპყრობითი ომები უწარმოებია და არც გარე თავდასხმების საფრთხე განუცდია. ყოველივე ეს გასაგებს ხდის, თუ რატომაა აშშ-ში პოლიტიკური კულტურა ესოდენ ინდივიდიალისტური, როგორ გამოიმუშავა ქვეყანამ ასეთი იმუნიტეტი სოციალისტური, ან ამ ტიპის ნებისმიერი სხვა მოძღვრების მიმართ. აშშ-ს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია რელიგიურობის დონე და დასავლურ სისტემებს შორის იგი ერთადერთია, სადაც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმიც კი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად გარდაიქმნა. | ნებისმიერი პოლიტიკური სისტემაცა და პოლიარქიული რეჟიმიც უნიკალურია და თავისთავადი. ამერიკის შეერთებული შტატების თავისთავადობას (exceptionalism) ბევრ რამეში იმანაც შეუწყო ხელი, რომ ქვეყანას არ გაუვლია ფეოდალიზმი, არც დაპყრობითი ომები უწარმოებია და არც გარე თავდასხმების საფრთხე განუცდია. ყოველივე ეს გასაგებს ხდის, თუ რატომაა აშშ-ში პოლიტიკური კულტურა ესოდენ ინდივიდიალისტური, როგორ გამოიმუშავა ქვეყანამ ასეთი იმუნიტეტი სოციალისტური, ან ამ ტიპის ნებისმიერი სხვა მოძღვრების მიმართ. აშშ-ს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია რელიგიურობის დონე და დასავლურ სისტემებს შორის იგი ერთადერთია, სადაც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმიც კი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად გარდაიქმნა. | ||
| − | ინდოეთი უფრო რთული ფენომენია და თავისი კულტურული, რელიგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით, დასავლეთს არანაირადარ მიეკუთვნება. ევროპისა და ჩრდილო ამერიკის „განვითარებული“ პოლიარქიებისაგან განსხვავებით, ინდოეთის მოსახლეობა ძირითადად სოფლად ცხოვრობს და წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 50% არ აღემატება. და მაინც, 1947 წლიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, ინდოეთი წარმატებით ვითარდება როგორც | + | ინდოეთი უფრო რთული ფენომენია და თავისი კულტურული, რელიგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით, დასავლეთს არანაირადარ მიეკუთვნება. ევროპისა და ჩრდილო ამერიკის „განვითარებული“ პოლიარქიებისაგან განსხვავებით, ინდოეთის მოსახლეობა ძირითადად სოფლად ცხოვრობს და წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 50% არ აღემატება. და მაინც, 1947 წლიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, ინდოეთი წარმატებით ვითარდება როგორც ტიპური პოლიარქიული სახელმწიფო, რომელმაც საკმაოდ იოლად გადაიტანა ინდირა განდის მიერ 1970 წლების ბოლოს მთელს ქვეყანაში შემოღებული „საგანგებო მდგომარეობაც“ კი. ინდოეთის პოლიტიკური სტაბილურობა, როგორც ჩანს, მრავალკასტიანი „ეროვნული კონგრესის“ პარტიის არსებობამ და ნერუ-განდის საგვარეულოთა ხიბლმა განაპირობა. თუმცა, პარტიის გავლენის შემცირებამ და ამ საგვარეულოს წარმომადგენელთა პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობამ, თანამედროვე ინდოეთი, სავარაუდოდ, უფრო „ურთიერთთანხმობის დემოკრატიის“ მოდელს დაუახლოვა. |
| − | + | ||
| − | + | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[პოლიტიკა]] | [[პოლიტიკა]] | ||
[[კატეგორია:მმართველობის ფორმები]] | [[კატეგორია:მმართველობის ფორმები]] | ||
13:56, 24 სექტემბერი 2025-ის ვერსია
პოლიარქია − (Polyarchy, სიტყვა-სიტყვით − „ბევრის მმართველობა“), როგორც წესი, თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუციებთან და პოლიტიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული. როგორც რეჟიმის ერთ-ერთი სახეობა, პოლიარქია უთუოდ განსხვავდება ყველა არადემოკრატიული და არასაკმარისად დემოკრატიული სისტემებისაგან, რომლებიც სახელმწიფოს მმართველობაში პირდაპირი მონაწილეობის კლასიკურ, ანუ ე.წ. ათენურ მოდელს ეფუძნებიან. პოლიარქიას შეიძლება „ნედლი“ ან „უმწიფარი“ დემოკრატიის ანალოგიც ვუწოდოთ, რამდენადაც ხელისუფალნი მეტ-ნაკლებად მაინც იმ ინსტიტუტების მეშვეობით მართავენ ქვეყანას, რომლებიც ხელისუფლებას ამომრჩეველთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებას აიძულებენ. მისი ძირითადი თვისებებია:
- ხელისუფლებას არჩეული თანამდებობის პირნი წარმოადგენენ.
- არჩევნები თავისუფალია და სამართლიანი.
- პრაქტიკულად ყველა სრულწლოვანს შეუძლია ხმის მიცემა. საკუთარი კანდიდატურის წამოყენება არანაირად არ იზღუდება.
- თავისუფალი აზრის გამოხატვა პრობლემას არ წარმოადგენს, ყველას აქვს კრიტიკისა და პროტესტის გამოხატვის უფლება.
- მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე.
- სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები თუ ასოციაციები, ძირითადად, დამოუკიდებელნი არიან ხელისუფლებისაგან.
დასავლური პოლიარქიები
„დასავლური პოლიარქიები“ ფაქტიურად, იგივეა, რაც „ლიბერალური დემოკრატია“ ან უბრალოდ, „დემოკრატია“. ეს ის სისტემებია, რომელთა თავდაპირველ გეოგრაფიულ არეალს ჩრდილო ამერიკა, დასავლეთ ევროპა და ავსტრალია-ოკეანია წარმოადგენდნენ. ჰანთინგტონი ამ რეჟიმებში დემოკრატიზაციის პირველი ორი „ტალღის“ შედეგს ხედავდა, რომელთაგან ერთი 1828-1926 წლების პერიოდს განეკუთვნებოდა და აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მოიცვა; მეორე „ტალღა“ 1943-1962 წლებზე მოდიოდა და მან უკვე დასავლეთ გერმანიას, იტალიას, იაპონიასა და ინდოეთს „გადაუარა“.
იმის მიუხედავად, რომ ამ სისტემებმა დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის გრძელი გზა გაიარეს, მოცემულ შემთხვევაში, ლიბერალურ დემოკრატიასთან შედარებით, უპირატესობას მაინც ტერმინ „პოლიარქიას“ ვანიჭებთ, რასაც ორი მიზეზი განაპირობებს: ჯერ-ერთი, ლიბერალური დემოკრატია უფრო პოლიტიკური იდეალის შემცველი ცნებაა და შესაბამისად, ზოგადი ფილოსოფიურ-ეთიკური შინაარსითაა დატვირთული; მეორეც, როდესაც ვამბობთ — „პოლიარქია“, ვგულისხმობთ რომ მთლიანობაში, მსგავსი სისტემა ჯერაც ბოლომდე ვერ პასუხობს დასახულ იდეალს.
პოლიტიკური სისტემების აღწერისათვის ცნება „პოლიარქია“ დალმა და ლინდბლომმა დაამკვიდრეს თავიანთ ნაშრომში „პოლიტიკა, ეკონომიკა და კეთილდღეობა“ (Politics, Economics, and Welfare, 1953). შემდგომში დალმა იგი კიდევ უფრო გააღრმავა წიგნში „პოლიარქია: თანამონაწილეობა და წინააღმდეგობა“ (Polyarchy: articipation and Opposition, 1971). ავტორთა თვალსაზრისით, პოლიარქიული რეჟიმები ორი ძირითადი ნიშანთვისების ამა თუ იმ კომბინაციით გამოირჩევა: პირველი – მათში მიღწეულია ოპოზიციისადმი ტოლერანტობის შედარებით მაღალი დონე, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოებამ ხელისუფლების სათუო კურსის კორექტირება შეძლოს. პრაქტიკაში ეს მრავალპარტიული სისტემით, ინსტიტუციურად გარანტირებული და საიმედოდ დაცული სამოქალაქო უფლებებით, ენერგიული და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების არსებობით ხორციელდება. მეორე თვისება ისაა, რომ პოლიარქიები საზოგადოებას პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ფართო შესაძლებლობას აძლევენ — ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი რეგულარული და კონკურენტული არჩევნებია; სწორედ ამ ინსტრუმენტის მეშვეობით შეუძლია ხალხს ზეგავლენა იქონიოს და, თუ საჭირო გახდა, შეცვალოს კიდეც ხელისუფლება. ამ თვალსაზრისით, პოლიარქიები ახლოსაა დემოკრატიული ელიტიზმის. იმ ფორმასთან, რომელიც ჯოზეფ შუმპეტერმა (JosephSchumpeter) აღწერა ნაშრომში „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ (Capitalism, Socialism and Democracy, 1942). ოღონდ ლინდბლომიცა და დალიც აღიარებდნენ, რომ პოლიარქიებზე მეტისმეტად დიდი ზეგავლენა აქვთ წამყვან კორპორაციებს, ამიტომ ისინი ზოგჯერ ტერმინ „დეფორმირებულ“ პოლიარქიებსაც კი მოიხმარდნენ.
ამგვარად გაგებული „პოლიარქიის ცნება“, უკვე სულ უფრო და უფრო მეტ რეჟიმს მიესადაგება. საზოგადოდ, სადაც კი მრავალპარტიული არჩევნები ტარდება, ყველა იმ სახელმწიფოს შეგვიძლია, გარკვეული აზრით, პოლიარქიული ვუწოდოთ. ამასთანავე, დასავლური პოლიარქიები მკვეთრად გამოხატული სპეციფიკით გამოირჩევიან — არა მხოლოდ წარმომადგენლობითი დემოკრატიითა და კაპიტალისტური ეკონომიკური ორგანიზაციებით, არამედ კულტურული და იდეოლოგიური ორიენტაციითაც, რაც მეტწილად დასავლური ლიბერალიზმიდან იღებს სათავეს. ამ მემკვიდრეობის უმთავრესი მახასიათებელი „ლიბერალური ინდივიდუალიზმის“ (ე.ი. პიროვნული თავისუფლების) საყოველთაო აღიარებაა. ინდივიდუალიზმი, რასაც ხშირად დასავლეთის ყველაზე უფრო დამახასიათებელ ღირებულებად სახავენ, თითოეული ადამიანის განუმეორებლობას უსვამს ხაზს და თვლის, რომ საზოგადოება ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, საუკეთესოდ პასუხობდეს მისი შემადგენელი ინდივიდების მოთხოვნებსა და ინტერესებს. ინდივიდუალიზმის პრინციპების ერთგულებამ — ადამიანის უფლებების დაცვამ (რასაც ხშირად მოვალეობებზე მაღლაც კი აყენებენ), საყოველთაო რწმენამ, რომ არჩევანი და კონკურენცია (როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში) ჯანსაღი რამაა, და ჩვეულებამ, ეჭვითა და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ ხელისუფლებას, როგორც ინდივიდის თავისუფლებისათვის შესაძლო საფრთხეს — მრავალმხრივი ზეგავლენა მოახდინა ზოგადად დასავლური პოლიარქიების პოლიტიკურ კულტურაზე.
დასავლური პოლიარქიების სხვადასხვა მოდელები
თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ დასავლური პოლიარქია ერთნაირია. ზოგიერთი მათგანი ცენტრალიზაციისა და უმრავლესობის მმართველობისაკენ იხრება, სხვები — ხელისუფლების გადანაწილებისა და პლურალიზმისაკენ. სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი ა. ლიეპჰარტმა, როდესაც „მაჟორიტარული“ და „კონსენსუსური“ დემოკრატიები განასხვავა: უმრავლესობის (მაჟორიტარული) დემოკრატიები პარლამენტარიზმის პრინციპებზეა ჩამოყალიბებული — ე.წ. ვესტმინისტერის მოდელის მიხედვით. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი, რასაკვირველია, დიდი ბრიტანეთია, თუმცა ხსენებული მოდელის ბევრ ნიშან-თვისებას ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, კანადის, ისრაელისა და ინდოეთის პოლიტიკურ სისტემებშიც ვხედავთ. მაჟორიტარული სისტემები ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ, ან შესაძლოა, ყველა პარამეტრს პასუხობდეს:
- † ერთპარტიული მთავრობა.
- † ძალაუფლების არასრული გადანაწილება აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის.
- † ერთპალატიანი, ანდა სუსტად გამოხატული ორპალატიანი პარლამენტი.
- † ორპარტიული სისტემა.
- † ერთმანდატიანი ოლქის ელექტორალური სისტემა, სადაც პრეტენდენტისათვის ხმების უბრალო უმრავლესობაა საკმარისი.
- † უნიტარული ან ცენტრალიზებული მმართველობა.
- † დაუწერელი კონსტიტუცია და სუვერენული პარლამენტი.
ამ მოდელისაგან განსხვავებით, სხვა ტიპის დასავლურ პოლიარქიებს სახელისუფლებო და პარტიულ სისტემებში ძალაუფლების გადანაწილება ახასიათებთ. აშშ-ში პლურალისტური დემოკრატიის ამერიკული მოდელი უპირატესად ხელისუფლების ინსტიტუციონალურ გადანაწილებას ემყარება, რაც თავად კონსტიტუციითაა განპირობებული. სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, კონტინენტურ ევროპაში, საბოლოო პოლიტიკური კონსენსუსისთვის მყარ საფუძველს პარტიებს შორის არსებული ურთიერთობები — მოლაპარაკებები, „ვაჭრობა“ და ძალაუფლების ურთიერთგანაწილების ხანგრძლივი ტრადიცია ქმნის. ბელგიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ურთიერთთანხმობის დემოკრატია (consociational democracy) განვითარდა, რომელიც უფრო იმგვარი საზოგადოებებისათვისაა შესაფერისი, სადაც აშკარაა დაყოფა რელიგიური, იდეოლოგიური, კულტურული, რეგიონალური თუ სხვა რამ განსხვავებების მიხედვით. კონსენსუსური, იგივე პლურალისტური ტენდენციებისათვის შემდეგი ნიშან-თვისებებია დამახასიათებელი:
- † კოალიციური მთავრობა.
- † აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების გამიჯვნა.
- † ძლიერი ორპალატიანი სისტემა.
- † მრავალპარტიულობა.
- † პროპორციული წარმომადგენლობა.
- † ფედერალიზმი ან უფლებამოსილებათა დელეგირება.კოდიფიცირებული („დაწერილი“) კონსტიტუცია და უფლებათა დეკლარაცია.
ნებისმიერი პოლიტიკური სისტემაცა და პოლიარქიული რეჟიმიც უნიკალურია და თავისთავადი. ამერიკის შეერთებული შტატების თავისთავადობას (exceptionalism) ბევრ რამეში იმანაც შეუწყო ხელი, რომ ქვეყანას არ გაუვლია ფეოდალიზმი, არც დაპყრობითი ომები უწარმოებია და არც გარე თავდასხმების საფრთხე განუცდია. ყოველივე ეს გასაგებს ხდის, თუ რატომაა აშშ-ში პოლიტიკური კულტურა ესოდენ ინდივიდიალისტური, როგორ გამოიმუშავა ქვეყანამ ასეთი იმუნიტეტი სოციალისტური, ან ამ ტიპის ნებისმიერი სხვა მოძღვრების მიმართ. აშშ-ს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია რელიგიურობის დონე და დასავლურ სისტემებს შორის იგი ერთადერთია, სადაც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმიც კი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად გარდაიქმნა.
ინდოეთი უფრო რთული ფენომენია და თავისი კულტურული, რელიგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით, დასავლეთს არანაირადარ მიეკუთვნება. ევროპისა და ჩრდილო ამერიკის „განვითარებული“ პოლიარქიებისაგან განსხვავებით, ინდოეთის მოსახლეობა ძირითადად სოფლად ცხოვრობს და წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 50% არ აღემატება. და მაინც, 1947 წლიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, ინდოეთი წარმატებით ვითარდება როგორც ტიპური პოლიარქიული სახელმწიფო, რომელმაც საკმაოდ იოლად გადაიტანა ინდირა განდის მიერ 1970 წლების ბოლოს მთელს ქვეყანაში შემოღებული „საგანგებო მდგომარეობაც“ კი. ინდოეთის პოლიტიკური სტაბილურობა, როგორც ჩანს, მრავალკასტიანი „ეროვნული კონგრესის“ პარტიის არსებობამ და ნერუ-განდის საგვარეულოთა ხიბლმა განაპირობა. თუმცა, პარტიის გავლენის შემცირებამ და ამ საგვარეულოს წარმომადგენელთა პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობამ, თანამედროვე ინდოეთი, სავარაუდოდ, უფრო „ურთიერთთანხმობის დემოკრატიის“ მოდელს დაუახლოვა.