ტოტალიტარიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტოტალიტარიზმი''' − დაშინებას, სისასტიკესა და იდეოლოგიურ მა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ტოტალიტარიზმი''' − დაშინებას, სისასტიკესა და იდეოლოგიურ მანიპულაციაზე დამყარებული პოლიტიკური მართვის ყოვლისმომცველი სისტემა. | '''ტოტალიტარიზმი''' − დაშინებას, სისასტიკესა და იდეოლოგიურ მანიპულაციაზე დამყარებული პოლიტიკური მართვის ყოვლისმომცველი სისტემა. | ||
ტოტალიტარიზმი იმით განსხვავდება ავტოკრატიისა და [[ავტორიტარიზმი]]საგან, რომ „სრული ძალაუფლების“ მოპოვებას საზოგადოებრივი და ინდივიდუალური არსებობის ყოველი ასპექტის პოლიტიზირებით ცდილობს. ავტოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმებს პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიზების შედარებით | ტოტალიტარიზმი იმით განსხვავდება ავტოკრატიისა და [[ავტორიტარიზმი]]საგან, რომ „სრული ძალაუფლების“ მოპოვებას საზოგადოებრივი და ინდივიდუალური არსებობის ყოველი ასპექტის პოლიტიზირებით ცდილობს. ავტოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმებს პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიზების შედარებით | ||
| − | უფრო ზომიერი მეთოდები ახასიათებთ, რაც ჩვეულებრივ, მასების პოლიტიკიდან გამოდევნაში გამოიხატება; ტოტალიტარიზმი კი [[სამოქალაქო საზოგადოება|სამოქალაქო საზოგადოების]] სრულ განადგურებას და ყოველივე „კერძოს“ მოსპობას გულისხმობს. ტოტალიტარულ რეჟიმებს ზოგჯერ ე.წ. | + | უფრო ზომიერი მეთოდები ახასიათებთ, რაც ჩვეულებრივ, მასების პოლიტიკიდან გამოდევნაში გამოიხატება; ტოტალიტარიზმი კი [[სამოქალაქო საზოგადოება|სამოქალაქო საზოგადოების]] სრულ განადგურებას და ყოველივე „კერძოს“ მოსპობას გულისხმობს. ტოტალიტარულ რეჟიმებს ზოგჯერ ე.წ. „ექვსბალიანი სინდრომით“ (ფრიდრიხი და ბზეჟინსკი 1963) ახასიათებენ ხოლმე: |
| − | სინდრომით“ (ფრიდრიხი და ბზეჟინსკი 1963) ახასიათებენ ხოლმე: | + | |
* ოფიციალური იდეოლოგია; | * ოფიციალური იდეოლოგია; | ||
10:52, 25 სექტემბერი 2025-ის ვერსია
ტოტალიტარიზმი − დაშინებას, სისასტიკესა და იდეოლოგიურ მანიპულაციაზე დამყარებული პოლიტიკური მართვის ყოვლისმომცველი სისტემა. ტოტალიტარიზმი იმით განსხვავდება ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმისაგან, რომ „სრული ძალაუფლების“ მოპოვებას საზოგადოებრივი და ინდივიდუალური არსებობის ყოველი ასპექტის პოლიტიზირებით ცდილობს. ავტოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმებს პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიზების შედარებით უფრო ზომიერი მეთოდები ახასიათებთ, რაც ჩვეულებრივ, მასების პოლიტიკიდან გამოდევნაში გამოიხატება; ტოტალიტარიზმი კი სამოქალაქო საზოგადოების სრულ განადგურებას და ყოველივე „კერძოს“ მოსპობას გულისხმობს. ტოტალიტარულ რეჟიმებს ზოგჯერ ე.წ. „ექვსბალიანი სინდრომით“ (ფრიდრიხი და ბზეჟინსკი 1963) ახასიათებენ ხოლმე:
- ოფიციალური იდეოლოგია;
- ერთპარტიული სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ყოვლისშემძლე ლიდერი უდგას;
- „დაშინების პოლიტიკის“ სისტემა;
- მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სრული კონტროლი;
- შეიარაღების საშუალებათა მონოპოლიზება;
- სახელმწიფოს ზეგავლენა ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე