აბულეთისძე ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ივანე აბულეთისძე''' — კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბულეთისძე ივანე“ გადაიტანა გვერდზე „ივანე აბულეთისძე“) |
23:54, 16 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ივანე აბულეთისძე — კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის I ნახევარში. 1124 დავით აღმაშენებელმა აბულეთისძე მამასთან, აბულეთთან, ერთად ანისის გამგებლად დანიშნა. დემეტრე I-ის მეფობაში აბულეთისძემ თურქთაგან გაათავისუფლა დმანისი. თამარის პირველი ისტორიკოსი მოიხსენიებს როგორც გამოჩენილ სარდალსა და თურქებთან მრავალი ბრძოლის მონაწილეს. პოლიტიკური უთანხმოების გამო დემეტრე I-ის ბრძანებით მოკლეს.