სპარტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(სპარტელების აღზრდა)
 
(2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სპარტა''' -  ლაკედემონი - ქალაქ-სახელმწიფო, ხოლო ძვ.წ. VI–I საუკუნეებში – [[სახელმწიფო]], პელოპონესში, სამხრეთ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]].  
+
'''სპარტა''' -  ქალაქ-სახელმწიფო, ხოლო ძვ.წ. VI–I საუკუნეებში – [[სახელმწიფო]], პელოპონესში, სამხრეთ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]].
  
ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოს სპარტას სათავეში ჩაუდგა პელოპონესის კავშირს, მონაწილეობდა [[ბერძენ-სპარსელთა ომები|ბერძენ-სპარსელთაომებში (ძვ.წ. 500–449)]]. [[პელოპონესის ომი (ძვ.წ. 431-404)|პელოპონესის ომში]] (ძვ.წ. 431–404) დაამარცხა [[ათენი]] და მიაღწია [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] [[ჰეგემონიზმი|ჰეგემონობას]],
+
ძველი სპარტის სახელმწიფო წარმოიქმნა ძვ.წ. IX ს. და მდებარეობდა პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლაკონიკის დაბლობში, რომელსაც დასავლეთით საზღვრავდა მუდმივი თოვლით დაფარული ტაიგეტის მთა, აღმოსავლეთით კი პარნეტის მთა. ტაიგეტის მთა მდიდარი იყო რკინის  მადნით, ნაძვის ტყეებით, საძოვრებითა და გარეული ცხოველებით.  ლაკონიკის დაბლობში მოედინებოდა თავისი მრავალრიცხოვანი შენაკადებითა და თევზით მდიდარი მდინარე ევროტასი.
რაც დაკარგა თებელებთან ომში დამარცხების შემდეგ (ლევქტრა).  
+
 
 +
===== ისტორია =====
 +
ლაკონიკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მიკენურ ეპოქაში არსებობდა აქაველთა ქალაქი ამიკლი. აქ წარმოებული [[არქეოლოგიური გათხრები]]ს დროს აღმოჩენილია აქაველთა მდიდრული დასახლება, რომელიც მომთაბარე დორიელი ტომების შემოსევის დროს  განადგურდა.
 +
 
 +
საბერძნეთში დორიელთა ტომების შემოჭრა ძვ.წ. VII ს. ბოლოს დაიწყო. ისინი ბრძოლით, ნელ-ნელა მიიწევდნენ სამხრეთისაკენ დორიელთა ტომების შეჭრა პელოპონესში უნდა მომხდარიყო ძვ.წ. V ს. საბოლოო დაპყრობა – ძვ.წ. IV ს. დორიელებმა პელოპონესში აქაველთა ძლიერი ცენტრის ამიკლის შემდეგ ლაკონიკის დაბლობის მოსახლეობაც დაიმორჩილეს. [[სტრაბონი]]ს გადმოცემით ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა დორიელებს ჰელოსის მცხოვრებლებმა გაუწიეს რომელთა წინააღმდეგობა დამპყრობლებმა სძლიეს და ამის შემდეგ ლაკონიკის დაბლობის მცხოვრებლები სახელმწიფო მონებად – ჰილოტებად გამოაცხადეს.
 +
 
 +
ლაკონიკის დაბლობი 10 000 ნაკვეთად – „კლეროსად“ დაჰყვეს და თითოეულს ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე ოჯახი მიამაგრეს. ჰილოტები სრულიად უუფლებონი იყვნენ, ვალდებული იყვნენ დაემუშავებინათ ეს ნაკვეთები და მოსავლის მესამედი ან ნახევარი ნაკვეთის მფლობელ სპარტელისათვის მიეცათ. ჰილოტების გაყიდვა, ჩუქება, ანდერძით დატოვება, მოკვლა არ შეიძლებოდა, ასევე მიწის ნაკვეთის გასხვისება, რამდენადაც ჰილოტიცა და მიწაც მთელი სპარტული თემის საკუთრება იყო. დაბადებიდანვე სპარტელი ვაჟები იღებდნენ მიწის ნაკვეთს „კლეროსს“ ჰილოტების რამდენიმე ოჯახიანად, მაგრამ სპარტელი თავის კუთვნილ ნაკვეთში არ ცხოვრობდა, უშუალოდ ჰილოტების ექსპლუატაციას არ აწარმოებდა. ისინი თავიანთ მეურნეობას ამ ნაკვეთში დამოუკიდებლად ეწეოდნენ.
 +
 
 +
ლაკონიკაში არსებობდა მოსახლეობის მეორე, შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი ე. წ. პერიეკები. პერიეკები პარნეტის მთის კალთებზე და ზღვისპირას მცხოვრები აქაველები იყვნენ. ისინი ლაკონიკის ვაჭარ-ხელოსნურ მოსახლეობას წარმოადგენდნენ, და სპარტელები „გარშემო მცხოვრებს“ ანუ მეზობლებს უწოდებდნენ, მათ 30 ათასი ყველაზე უნაყოფო მიწის ნაკვეთი ჰქონდათ. იურიდიულად ისინი თავისუფალი იყვნენ, მაგრამ არავითარი პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ. პერიეკებს განაგებდნენ სპარტელი თანამდებობის პირნი – ჰარმოსტები, რომლებსაც ისინი ხარკს ნატურით უხდიდნენ. პერიეკები მიწათმოქმედება-მესაქონლეობის გარდა ხელოსნობასა და ვაჭრობას ეწეოდნენ, ამზადებდნენ თიხის, რკინის ჭურჭელს, ზოგჯერ მხატვრულსაც, შალის ქსოვილებსა და ტანსაცმელს. მათ სახელი გაითქვეს ფოლადის იარაღის კეთებით. სპარტელ მეომრებს საუკეთესო შეიარაღებაც ჰქონდათ. ამავე დროს სპარტა ეკონომიურად ყველაზე ჩამორჩენილი იყო მთელ საბერძნეთში, რადგან სპარტელები არ შრომობდნენ და პერიეკებსაც არ აძლევდნენ საშუალებას, რომ ფართო მასშტაბით განევითარებინათ ხელოსნობა და ვაჭრობა.
 +
 
 +
===== ლიკურგეს კონსტიტუცია =====
 +
===== სახელმწიფო წყობა =====
 +
გამარჯვებულმა დორიელებმა ლაკონიკის ცენტრში თავიანთი სამხედრო ბანაკი შექმნეს, რომელსაც სპარტა ეწოდებოდა, მის მცხოვრებლებს კი – სპარტიატები. სპარტელების ბანაკი ხუთი დამოუკიდებელი სოფლისაგან შედგებოდა. ამ სოფლებს „კომაო” დაარქვეს. შესაძლებელია სპარტელების ხუთ ნაწილად დაყოფა ამ სოფლების სახელწოდებიდან მომდინარეობდა. ესენია: პიტანები, მესოიები, დიმნები, კინოსურა და ლიმნე. სპარტელების სოფლებს არ ჰქონდათ არავითარი ზღუდე, კედელი. ლიკურგე ამბობდა: „მასზე არ ითქმის, კედლები არა აქვსო, თუ მას [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]ს ნაცვლად ვაჟკაცები არტყია გარს“. ამ სოფლებს დღე და ღამე იცავდნენ შეიარაღებული სპარტელი მეომრები.
 +
 
 +
ლაკონიკის ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით მცირერიცხოვანმა სპარტელებმა თავიანთ ბატონობის უზრუნველსაყოფად შექმნეს კონსტიტუცია, რომელსაც ლიკურგეს კონსტიტუცია ეწოდებოდა. პლუტარქემ დაწერა ლიკურგეს ბიოგრაფია, სადაც აღნიშნავს, რომ იგი ძმა იყო სპარტის მეფე პოლიდექტესის და ბიძა მეფე ქარილაოსის. პლუტარქე ლიკურგეს სპარტელ რეფორმატორად, კანონმდებლად მიიჩნევს. 
 +
 
 +
მცირერიცხოვანი სპარტელები მრავალრიცხოვან მოსახლეობაზე ბატონობდნენ, ამიტომაც საკმარისი არ იყო ორი მეფის არხაგეტის ხელისუფლება, საჭირო იყო უფრო რთული სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა, სპარტელი ეფეები სხვადასხვა გვარიდან და ტომიდან იყვნენ, ერთი მეფე აგიადების გვარეულობიდან იყო და ტრადიციის თანახმად ეს გვარეულობა აქაველთაგან მოდიოდა, მეორე მეფე  კი – დორიელთა ტომიდან, ევრიპოტინდების გვარს ეკუთვნოდა. სპარტელი
 +
მეფეები უნდა ყოფილიყვნენ არანაკლებ 30 წლის: თუ უფრო ახალგაზრდა გამეფდებოდა, მის სრულწლოვანებამდე მეურვე მოქმედებდა. სპარტელი მეფეები ჩვეულებრივ მეომრებისაგან არაფრით არ გამოირჩეოდნენ მშვიდობიანობის დროს, ხოლო ომის დროს ერთი მათგანი ლაშქარს მეთაურობდა ბრძოლის ველზე, მეორე კი ლაკონიკაში რჩებოდა, როგორც უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე. მეფეებს არხაგეტები ეწოდებოდათ. ისინი უხუცესთა საბჭოს, ე.წ. „გერუსიას“
 +
(მოხუცთა კრება), აუცილებელი წევრები იყვნენ.
 +
 
 +
უხუცესთა საბჭო 28 გერონტისაგან (უხუცესისაგან) შედგებოდა, მეფეებთან ერთად კი 30 წევრისაგა. შემდგომში უხუცესთა საბჭოს გარდაცვლილ წევრების ნაცვლად 60 წელს მიღწეულ ყველაზე კეთილშობილ პიროვნებებს ირჩევდნენ. სახალხო კრებაზე გერონტების არჩევა ასე ხდებოდა: ჯერ საგანგებო პირთა კომისიას
 +
გამოჰყოფდნენ, რომლებსაც სახალხო კრების მახლობლად მდებარე სახლში ჩაკეტავდნენ, მათ აქედან არ შეეძლოთ დაენახათ თუ რა ხდებოდა გარეთ, მხოლოდ ხალხის ყვირილის მოსმენა შეეძლოთ. ასარჩევ კანდიდატებს თითო-თითოდ, ინტერვალით გამოიყვანდნენ ხალხის წინ, ისინი დუმილით გაივლიდნენ სახალხო კრების მოედანს, ხალხი მათ ყვირილით ხვდებოდა, საგანგებოდ ჩაკეტილი კომისია კი აღნიშნავდა ფირფიტაზე რომელ ასარჩევ კანდიდატურას ხვდებოდა ხალხი მეტი ყვირილით. რა თქმა უნდა ჩაკეტილები ვერ ხედავდნენ კანდიდატს, ამიტომ ობიექტიურნი იყვნენ. არჩეული გერონტი, უხუცესთა საბჭოს წევრი ამ თანამდებობაზე სიკვდილამდე რჩებოდა. გერუსია წყვეტდა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს: ომის, ზავის, მიწის ნაკვეთების, სპარტელ მოქალაქეთა დასჯისა და დაჯილდოების საკითხებს.
 +
 
 +
სპარტაში არსებობდა აგრეთვე ერთი დაწესებულება „ეფორატი“ (მეთვალყურეები). ყოველ წელიწადს ხუთ ეფორს ირჩევდნენ. ისინი თავდაპირველად სპარტის 5 სოფლის მამასახლისებს წარმოადგენდნენ. ეფორებს ევალებოდათ ადათ-წესების სწორი შესრულება, სპარტელ მოქალაქეებისა და თვით სპარტელი მეფეების მეთვალყურეობა, ეფორებმა განსაკუთრებით შეზღუდეს სპარტელი მეფეების. ძალაუფლება. მათ შეეძლოთ მოეწვიათ სპარტელი მეფე. გასასამართლებლად, მეფეებს შეძლოთ მიწვევაზე ორჯერ არ გამოცხადებულიყვნენ, მესამე მიწვევის შემდეგ კი ვალდებულნი იყვნენ ეფორებს ხლებოდნენ. ეფორები აგრეთვე
 +
თვალყურს ადევნებდნენ კოსმოსურ მოვლენებსა და არასასიკეთო წინასწარმეტყველების შემთხვევაში შეეპლოთ დროებით გადაეყენებინათ სპარტის მეფე, ვიდრე დელფოს სამინისნოდან არ მოვიდოდა სასიკეთო პასუხი.
 +
 
 +
სპარტაში არსებობდა აგრეთვე სახალხო კრება „აპელა“, რომლის წევრებად ითვლებოდნენ 30 წელს მიღწეული სპარტელები, თუმცა დამოუკიდებლად რაიმე საკითხის გადაწყვეტის უფლება არ ჰქონდათ.  „აპელა“ გერუსიისა და ეფორატის დადგენილებას ადასტურებდა. „აპელა“ ირჩევდა გერონტებს და ეფორებს.
 +
სპარტის სახალხო კრების უფლებები ძალიან შეზღუდული იყო, თუმცა ლიკურგეს დელფოს მისნის დაწერილ წინასწარმეტყველებაში ე· წ. „რეტრაში“ საწინააღმდეგო წერია.
 +
 
 +
=====  სპარტელების აღზრდა =====
 +
ლიკურგემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა სპარტელების აღზრდას. ახლადდაბადებულს მიიყვანდნენ ლესქეში, სალაყბოში, სადაც ფილეების უხუცესები იყრიდნენ თავს. თუ ბავშვი საღი და ჯანმრთელი იყო, მას აღსაზრდელად გადასცემდნენ მშობლებს, ბიჭებისათვის მიწის ნაკვეთს გამოყოფდნენ. სუსტს კი აპოთეტში, ტაიგეტის მთის უფსკრულში ისროდნენ.
 +
 
 +
7 წლამდე ვაჟებს ზრდიდნენ ძიძები რომლებიც მთელ საბერძნეთში განთქმულნი იყვნენ. ბავშვებს ღვინოში აბანავებდნენ, სუსტები იღუპებოდნენ და ღონიერნი კი კაჟდებოდნენ. სპარტელ მამებს უფლება არა ჰქონდათ აღეზარდათ თავიანთი ვაჟები. შვიდი წლის ბიჭებს სპარტის სახელმწიფო თავს უყრიდა ე. წ. „აგელებში“ (ფარებში); აგელების უფროსებად მამაც სპარტელს ნიშნავდნენ, მის ბრძანებას ბავშვები უსიტყვოდ ასრულებდნენ: სასჯელს, დავალებას, მოთმინებით იტანდნენ. ხშირად მოხუცი სპარტელები ბავშვებს ერთი მეორესთან აჩხუბებდნენ, რათა გაეგოთ მამაცი იყო თუ მხდალი. სპარტელი ახალგაზრდების აღზრდის მიზანი იყო უსიტყვო მორჩილება. გიმნასიუმებში ასწავლიდნენ: წერა-კითხვას, დათვლა-ანგარიშს, სიმღერას, ცეკვას და ლექსების შეთხზვას, მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ ვარჯიშს. უსახურავო, შემოღობილ მოედანზე, რომელსაც პალესტრა ეწოდებოდა მთელი დღე წვრთნიდნენ სპარტელ ბავშვებს.
 +
მათ თმას ძირამდე კრიჭავდნენ. ფეხშიშველა და ტიტლიკანა სიარულს აჩვევდნენ.
 +
 
 +
12 წლიდან ისინი უქიტონოდ (უპერანგოდ) დადიოდნენ და წელიწადში თითო წამოსასხამს „გიმატიას“ ღებულობდნენ. ტანი მუდამ ჭუჭყიანი ჰქონდათ, რადგან თბილ წყალში არ ბანაობდნენ, ზეთით სხეულს არ იზელდნენ. იძინებდნენ ერთად „აგელების“ მიხედვით ლერწმის საწოლზე. ბავშვები მთელი დღე ვარჯიშობდნენ გიმნასიუმებში და მოხუცები არასოდეს მარტო არ ტოვებდნენ. მოზარდები თუ დანაშაულს ჩაიდენდნენ იქვე ყავდათ დამრიგებელი და დამსჯელიც. მათ აჩვევდნენ აეტანათ სიცივე, წყურვილი და შიმშილი. მოზარდი სპარტელების მეთვალყურეები იყვნენ „პედონომები“, რომლებიც „აგელის“ მეთაურად ყველაზე გონიერ ბავშვებს „ირენს“ აყენებდნენ.
 +
 
 +
გიმნასიუმებში ახალგაზრდა სპარტელების აღზრდა მთავრდებოდა 20 წლის ასაკში, 21  წლიდან ისინი სახელმწიფო მეომრებად ითვლებოდნენ და ირიცხებოდნენ განსაკუთრებულ რაზმებში – ლოხებში, რომლებიც 500 კაცისაგან შედგებოდა, 20 წლის ირენი ბრძოლაში რაზმებს მეთაურობდა, მშვიდობიან დროს კი რაზმის წევრების ვარჯიშებსა და საერთო სადილების მომზადებას ხელმძღვანელობდა. ხელქვეითი სპარტელები ვალდებული იყვნენ სხვადასხვა სანოვაგე ეშოვათ, უმეტესად ქურდობით, მაგრამ თუ ქურდობაზე წაასწრებდნენ, სასტიკად გაშოლტავდნენ. მოზარდთა სადილები ღარიბული იყო, რათა თვითონ გამოეჩინათ უნარი, მოხერხება და გამბედაობა საკვების შოვნაში.
 +
 
 +
სპარტელთა აღზრდა სრულწლოვანებამდე გრძელდებოდა, მაგრამ არც ამის შემდეგ ჰქონდა ვინმეს უფლება ეცხოვრა ისე, როგორც მოესურვებოდა. მიზანი იყო ძლიერი მეომრების აღზრდა.
 +
 
 +
სპარტელები სიმღერებისა და ლექსების შეთხზვის ხელოვნებას ისეთივე დიდ ყურადღებას აქცევდნენ, როგორც სიტყვის დახვეწილობასა და სიწმინდეს. მუსიკალური ანბანი სპარტელების მიერ არის შექმნილი.
 +
 
 +
ლიკურგემ სპარტელი ქალების გაჯანსაღებასაც დიდი ყურადღება მიაქცია. მათ გასაკაჟებლად სირბილი, ჭიდაობა, შუბისა და დისკოს ტყორცნა დააწესა, რათა ჯანსაღ სხეულში ჩასახული ნაყოფიც ძლიერი და ღონიერი ყოფილიყო. სპარტელების დევიზი იყო: „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“. სპარტელ ქალიშვილებს
 +
ეკრძალებოდათ ნებივრობა, სახლში ჩაკეტვა და ფუფუნებით ცხოვრება. პლუტარქე წერს, რომ ლიკურგემ სპარტელი ქალიშვილები მიაჩვია ზეიმზე ჭაბუკებივით გაშიშვლებულებს ეცეკვათ და ემღერათ ახალგაზრდა ბიჭების წინ. სპარტაში ქალიშვილების სიშიშვლე სამარცხვინოდ არ ითვლებოდა. ზოგჯერ ქალიშვილები მასხარად იგდებდნენ მათ, ვინც თავის საქმიანობაში შეცდომებს უშვებდა და აიძულებდნენ გამოსწორებულიყვნენ. ღირსეულ ჭაბუკებს კი სახოტბო სიმღერებს
 +
უმღეროდნენ. ამით ყმაწვილკაცებში პატივმოყვარეობისა და წარმატებისაკენ სწრაფვის გრძნობას აღვიძებდნენ.
 +
 
 +
მამაკაცები 20 წლიდან 60 წლამდე სპარტის მეომრებად ითვლებოდნენ და ქალაქ სპარტაში ისე ცხოვრობდნენ, როგორც სამხედრო ბანაკში. ემორჩილებოდნენ განსაზღვრულ წესს, ეწეოდნენ საზოგადოებრივ საქმიანობას.
 +
 
 +
===== სპარტელი მეომრები =====
 +
სპარტელ მეომრებისათვის, რომლებიც გიმნასიუმებს ამთავრებდნენ, 21 წლიდან ლიკურგემ შემოიღო საჯარო სადილობა (სისიტიები ანუ ფიტიდიები) და ბანაკური ცხოვრების წესი. სპარტელ მეომრებს სახლში სადილობა, ნებივრობა აეკრძალათ, რათა უქნარობას, გასუქებას მათი უძლურება არ გამოეწვია.
 +
სისიტიებში მონაწილეობის უფლება სპარტელებს ეძლეოდათ 21 წლიდან, იქ იკრიბებოდა დაახლოებით 15 კაცი და ბანაკურ ცხოვრებას ეწეოდნენ. სისიტიების მონაწილეებს საერთო სასადილოში ყოველდღიურად შეჰქონდათ ერთი მედიმნი ქერის ფქვილი (მედიმნი 52 ლიტრიანი საწყაო იყო), 8 ტოლჩა ღვინო, ერთი მნა
 +
ყველი (მნა – საზომი ერთეულია ძველ საბერძნეთში), ხუთნახევარი მნა ლეღვის ჩირი და მცირე ფული ხორცის საყიდლად. ყოველი მონადირე და მსხვერპლის შემწირავი ვალდებული იყო სისიტიებისთვის გაეგზავნა საუკეთესო ხორცის ნაწილი. საჯარო სასადილოში ახალ მოსულს სისიტიების უხუცესი წევრი კარზე მიუთითებდა და ეტყოდა „აქედან ერთი სიტყვაც არ გადის გარეთო“. სპარტელთა საჭმელებს შორის ყველაზე საუკეთესორ ითვლებოდა „შავი წვენი“ – ხარის სისხლში მოხარშული ქერის ფაფა.
 +
 
 +
ლიკურგემ სპარტელებს აუკრძალა ერთსა და იმავე მტერზე ხშირად გალაშქრება, რათა ეს მტერი თავდაცვის გამო მამაცი მებრძოლი არ გამხდარიყო. ლიკურგემ ორ უძველეს და საშიშ სენს – სიმდიდრეს და სიღარიბეს ბრძოლა გამოუცხადა, თითოეულ სპარტელს თანასწორი ფართობის ნაკვეთი, კლეროსი მიუზომა და ჰილოტების ერთნაირი რიცხვი მიამაგრა. თითოეული სპარტელი თავისი კლეროსიდან 70 მედიმნ ქერს და აგრეთვე სხვა პროდუქტს ღებულობდა, 12 მედიმნს კი სპარტელი ქალები. ლიკურგემ ყველა სპარტელი თანასწორუფლებიანი და თანასწორქონებიანი გახადა, აუკრძალა ოქროს და ვერცხლის ფულის ხმარება, შემოიღო რკინის ფული, რომელიც მძიმე და მოუხერხებელი იყო. მის გადასაზიდად უღელი ხარი იყო საჭირო, შესანახად კი დიდი საკუჭნაო. სპარტელებს ამით ფუფუნების საგნების ყიდვის საშუალება დაუკარგა. ამიტომაც ნავსადგურებში სავაჭრო გემები არ შედიოდნენ, სპარტაში სიმდიდრემ და ფუფუნებამ დაკარგა თავისი უპირატესობა. ლაკონიკის მიწას ფეხს ვერც ჰეტერებით მოვაჭრენი ადგამდნენ, ვერც ენამახვილი სოფისტები, ვერც მოხეტიალე თაღლითი მისნები.
 +
სპარტელებს აკრძალული ჰქონდათ მოგზაურობა, ხეტიალი. უსარგებლოდ ჩამოსულ უცხოელებს დარჩენის უფლებას არ აძლევდნენ, აძევებდნენ, რათა უწესო, უცხო ჩვევები სპარტაში არ გავრცელებულიყო. ლიკურგეს მიეწერება ოლიმპიურ ასპარეზობის დროს მეომარი პოლისების დაზავებაც.
 +
 
 +
მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მრავალრიცხოვანი ჰილოტები. ისინი სპარტელებს ინახავდნენ, ომიანობის შემთხვევაში წინა რიგებში მყოფნი, პირველ დარტყმას იღებდნენ, მაგრამ სარდლები მაინც აბუჩად იგდებდნენ. ისინი ჰილოტებს ძალით ასმევდნენ მაგარ სასმელებსს უზომო რაოდენობით, შემდეგ ეს მთვრალი ჰილოტები სისიტიებზე მიჰყავდათ, რათა იქ მოზარდებისთვის ეჩვენებინათ – თუ რა ცხოველურ მდგომარეობამდე მიჰყავს სიმთვრალეს ადამიანი.
 +
ჰილოტებს უბრძანებდნენ უმსგავსო სიმღერები ემღერათ და საძაგლად ეცეკვათ. ეფორები ყოველ წელიწადს, როგორც კი თანამდებობის შესრულებას შეუდგებოდნენ, ჰილოტებს საღვთო ომს უცხადებდნენ, რასაც „კრიპტია“ ეწოდებოდა (რაც ბერძნულად ხოცვა-ჟლეტას ნიშნავდა). ყველაზე გონიერ, მოხერხებულ სპარტელ ახალგაზრდებს ხანჯლებით შეიარაღებულებს გზავნიდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ისინი იმალებოდნენ და ჩუმად ხოცავდნენ ყველაზე ღონიერ ჰილოტებს, ზოგჯერ კი ყველა ჰილოტს, რომელიც ამ დროს ხელში ჩაუვარდებოდათ.
 +
 
 +
ლიკურგე სპარტელებს დასაფლავების წესებიც დაუდგინა. გლოვის ხანგრძლოვობა 2 დღით განსაზღვრა. გარდაცვლილს მოწეულის მოსასხამში გახვეულს ტაძრის მახლობლად მარხავდნენ. საფლავში ყოველგვარი ნივთების ჩატანება აკრძალული იყო.
 +
 
 +
როდესაც ლიკურგემ ყველაფერი მოათავა, ლაკედემონელებს ფიცი ჩამოართვა, რომ მის მოსვლამდე დაწესებულ კანონებს დაიცავდნენ და შემდეგ დელფოს ტაძარში წავიდა, სადაც მისნის საშუალებით ღმერთებს შეკითხვა მისცა: „კარგია თუ არა ჩემი კანონები სპარტის ბედნიერებისათვისო?“ მისნის საშუალებით ღვთაება აპოლონმა უპასუხა, რომ „მისი კანონები კარგია და სპარტა ყველაზე სახელოვანი გახდებაო“, ეს წინასწარმეტყველება ლიკურგემ სპარტელებს შეატყობინა, შემდეგ კი შიმშილით მოიკლა თავი. სპარტელებმა ლიკურგეს ტაძარი აუგეს და გააღმერთეს.
 +
 
 +
ლიკურგეს რეალურ პიროვნებად მიიჩნევენ და სპარტაში მნიშვნელოვან ღონისძიებების გატარებას მიაწერენ ლიკურგე იყო თუ არა რეალური ისტორიული პირი, ან ყველა ის ღონისძიებები მართლაც მან ჩაატარა თუ არა, ძნელი სათქმელია. ერთი რამ ცხადია, რომ სპარტა ძვ.წ. IX ს. ძლიერ სამხედრო სახელმწიფოდ იქცა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საბერძნეთის ისტორიაში.
 +
 
 +
ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოს სპარტას სათავეში ჩაუდგა პელოპონესის კავშირს, მონაწილეობდა [[ბერძენ-სპარსელთა ომები|ბერძენ-სპარსელთაომებში (ძვ.წ. 500–449)]]. [[პელოპონესის ომი (ძვ.წ. 431-404)|პელოპონესის ომში]] (ძვ.წ. 431–404) დაამარცხა [[ათენი]] და მიაღწია [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] [[ჰეგემონიზმი|ჰეგემონობას]], რაც დაკარგა თებელებთან ომში დამარცხების შემდეგ (ლევქტრა).  
  
 
146 წელს სპარტა [[რომი|რომის]] მორჩილებაში მოექცა შეზღუდული უფლებებით, ხოლო ძვ.წ. 27 წლიდან შევიდა რომის პროვინციის აქაიის შემადგენლობაში.
 
146 წელს სპარტა [[რომი|რომის]] მორჩილებაში მოექცა შეზღუდული უფლებებით, ხოლო ძვ.წ. 27 წლიდან შევიდა რომის პროვინციის აქაიის შემადგენლობაში.
ხაზი 9: ხაზი 75:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[ძველი საბერძნეთის ისტორია]]
[[კატეგორია:ქალაქ-სახელმწიფოები]]
+
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]]
 
[[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]]
[[კატეგორია:სახელმწიფოები ძველ საბერძნეთში]]
 
 
[[კატეგორია:სახელმწიფოები]]
 
[[კატეგორია:სახელმწიფოები]]
 +
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]
 +
[[კატეგორია:ბერძნული პოლისები]]

მიმდინარე ცვლილება 16:45, 20 ოქტომბერი 2025 მდგომარეობით

სპარტა - ქალაქ-სახელმწიფო, ხოლო ძვ.წ. VI–I საუკუნეებში – სახელმწიფო, პელოპონესში, სამხრეთ საბერძნეთში.

ძველი სპარტის სახელმწიფო წარმოიქმნა ძვ.წ. IX ს. და მდებარეობდა პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლაკონიკის დაბლობში, რომელსაც დასავლეთით საზღვრავდა მუდმივი თოვლით დაფარული ტაიგეტის მთა, აღმოსავლეთით კი პარნეტის მთა. ტაიგეტის მთა მდიდარი იყო რკინის მადნით, ნაძვის ტყეებით, საძოვრებითა და გარეული ცხოველებით. ლაკონიკის დაბლობში მოედინებოდა თავისი მრავალრიცხოვანი შენაკადებითა და თევზით მდიდარი მდინარე ევროტასი.

სარჩევი

[რედაქტირება] ისტორია

ლაკონიკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მიკენურ ეპოქაში არსებობდა აქაველთა ქალაქი ამიკლი. აქ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია აქაველთა მდიდრული დასახლება, რომელიც მომთაბარე დორიელი ტომების შემოსევის დროს განადგურდა.

საბერძნეთში დორიელთა ტომების შემოჭრა ძვ.წ. VII ს. ბოლოს დაიწყო. ისინი ბრძოლით, ნელ-ნელა მიიწევდნენ სამხრეთისაკენ დორიელთა ტომების შეჭრა პელოპონესში უნდა მომხდარიყო ძვ.წ. V ს. საბოლოო დაპყრობა – ძვ.წ. IV ს. დორიელებმა პელოპონესში აქაველთა ძლიერი ცენტრის ამიკლის შემდეგ ლაკონიკის დაბლობის მოსახლეობაც დაიმორჩილეს. სტრაბონის გადმოცემით ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა დორიელებს ჰელოსის მცხოვრებლებმა გაუწიეს რომელთა წინააღმდეგობა დამპყრობლებმა სძლიეს და ამის შემდეგ ლაკონიკის დაბლობის მცხოვრებლები სახელმწიფო მონებად – ჰილოტებად გამოაცხადეს.

ლაკონიკის დაბლობი 10 000 ნაკვეთად – „კლეროსად“ დაჰყვეს და თითოეულს ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე ოჯახი მიამაგრეს. ჰილოტები სრულიად უუფლებონი იყვნენ, ვალდებული იყვნენ დაემუშავებინათ ეს ნაკვეთები და მოსავლის მესამედი ან ნახევარი ნაკვეთის მფლობელ სპარტელისათვის მიეცათ. ჰილოტების გაყიდვა, ჩუქება, ანდერძით დატოვება, მოკვლა არ შეიძლებოდა, ასევე მიწის ნაკვეთის გასხვისება, რამდენადაც ჰილოტიცა და მიწაც მთელი სპარტული თემის საკუთრება იყო. დაბადებიდანვე სპარტელი ვაჟები იღებდნენ მიწის ნაკვეთს „კლეროსს“ ჰილოტების რამდენიმე ოჯახიანად, მაგრამ სპარტელი თავის კუთვნილ ნაკვეთში არ ცხოვრობდა, უშუალოდ ჰილოტების ექსპლუატაციას არ აწარმოებდა. ისინი თავიანთ მეურნეობას ამ ნაკვეთში დამოუკიდებლად ეწეოდნენ.

ლაკონიკაში არსებობდა მოსახლეობის მეორე, შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი ე. წ. პერიეკები. პერიეკები პარნეტის მთის კალთებზე და ზღვისპირას მცხოვრები აქაველები იყვნენ. ისინი ლაკონიკის ვაჭარ-ხელოსნურ მოსახლეობას წარმოადგენდნენ, და სპარტელები „გარშემო მცხოვრებს“ ანუ მეზობლებს უწოდებდნენ, მათ 30 ათასი ყველაზე უნაყოფო მიწის ნაკვეთი ჰქონდათ. იურიდიულად ისინი თავისუფალი იყვნენ, მაგრამ არავითარი პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ. პერიეკებს განაგებდნენ სპარტელი თანამდებობის პირნი – ჰარმოსტები, რომლებსაც ისინი ხარკს ნატურით უხდიდნენ. პერიეკები მიწათმოქმედება-მესაქონლეობის გარდა ხელოსნობასა და ვაჭრობას ეწეოდნენ, ამზადებდნენ თიხის, რკინის ჭურჭელს, ზოგჯერ მხატვრულსაც, შალის ქსოვილებსა და ტანსაცმელს. მათ სახელი გაითქვეს ფოლადის იარაღის კეთებით. სპარტელ მეომრებს საუკეთესო შეიარაღებაც ჰქონდათ. ამავე დროს სპარტა ეკონომიურად ყველაზე ჩამორჩენილი იყო მთელ საბერძნეთში, რადგან სპარტელები არ შრომობდნენ და პერიეკებსაც არ აძლევდნენ საშუალებას, რომ ფართო მასშტაბით განევითარებინათ ხელოსნობა და ვაჭრობა.

[რედაქტირება] ლიკურგეს კონსტიტუცია
[რედაქტირება] სახელმწიფო წყობა

გამარჯვებულმა დორიელებმა ლაკონიკის ცენტრში თავიანთი სამხედრო ბანაკი შექმნეს, რომელსაც სპარტა ეწოდებოდა, მის მცხოვრებლებს კი – სპარტიატები. სპარტელების ბანაკი ხუთი დამოუკიდებელი სოფლისაგან შედგებოდა. ამ სოფლებს „კომაო” დაარქვეს. შესაძლებელია სპარტელების ხუთ ნაწილად დაყოფა ამ სოფლების სახელწოდებიდან მომდინარეობდა. ესენია: პიტანები, მესოიები, დიმნები, კინოსურა და ლიმნე. სპარტელების სოფლებს არ ჰქონდათ არავითარი ზღუდე, კედელი. ლიკურგე ამბობდა: „მასზე არ ითქმის, კედლები არა აქვსო, თუ მას აგურის ნაცვლად ვაჟკაცები არტყია გარს“. ამ სოფლებს დღე და ღამე იცავდნენ შეიარაღებული სპარტელი მეომრები.

ლაკონიკის ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით მცირერიცხოვანმა სპარტელებმა თავიანთ ბატონობის უზრუნველსაყოფად შექმნეს კონსტიტუცია, რომელსაც ლიკურგეს კონსტიტუცია ეწოდებოდა. პლუტარქემ დაწერა ლიკურგეს ბიოგრაფია, სადაც აღნიშნავს, რომ იგი ძმა იყო სპარტის მეფე პოლიდექტესის და ბიძა მეფე ქარილაოსის. პლუტარქე ლიკურგეს სპარტელ რეფორმატორად, კანონმდებლად მიიჩნევს.

მცირერიცხოვანი სპარტელები მრავალრიცხოვან მოსახლეობაზე ბატონობდნენ, ამიტომაც საკმარისი არ იყო ორი მეფის არხაგეტის ხელისუფლება, საჭირო იყო უფრო რთული სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა, სპარტელი ეფეები სხვადასხვა გვარიდან და ტომიდან იყვნენ, ერთი მეფე აგიადების გვარეულობიდან იყო და ტრადიციის თანახმად ეს გვარეულობა აქაველთაგან მოდიოდა, მეორე მეფე კი – დორიელთა ტომიდან, ევრიპოტინდების გვარს ეკუთვნოდა. სპარტელი მეფეები უნდა ყოფილიყვნენ არანაკლებ 30 წლის: თუ უფრო ახალგაზრდა გამეფდებოდა, მის სრულწლოვანებამდე მეურვე მოქმედებდა. სპარტელი მეფეები ჩვეულებრივ მეომრებისაგან არაფრით არ გამოირჩეოდნენ მშვიდობიანობის დროს, ხოლო ომის დროს ერთი მათგანი ლაშქარს მეთაურობდა ბრძოლის ველზე, მეორე კი ლაკონიკაში რჩებოდა, როგორც უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე. მეფეებს არხაგეტები ეწოდებოდათ. ისინი უხუცესთა საბჭოს, ე.წ. „გერუსიას“ (მოხუცთა კრება), აუცილებელი წევრები იყვნენ.

უხუცესთა საბჭო 28 გერონტისაგან (უხუცესისაგან) შედგებოდა, მეფეებთან ერთად კი 30 წევრისაგა. შემდგომში უხუცესთა საბჭოს გარდაცვლილ წევრების ნაცვლად 60 წელს მიღწეულ ყველაზე კეთილშობილ პიროვნებებს ირჩევდნენ. სახალხო კრებაზე გერონტების არჩევა ასე ხდებოდა: ჯერ საგანგებო პირთა კომისიას გამოჰყოფდნენ, რომლებსაც სახალხო კრების მახლობლად მდებარე სახლში ჩაკეტავდნენ, მათ აქედან არ შეეძლოთ დაენახათ თუ რა ხდებოდა გარეთ, მხოლოდ ხალხის ყვირილის მოსმენა შეეძლოთ. ასარჩევ კანდიდატებს თითო-თითოდ, ინტერვალით გამოიყვანდნენ ხალხის წინ, ისინი დუმილით გაივლიდნენ სახალხო კრების მოედანს, ხალხი მათ ყვირილით ხვდებოდა, საგანგებოდ ჩაკეტილი კომისია კი აღნიშნავდა ფირფიტაზე რომელ ასარჩევ კანდიდატურას ხვდებოდა ხალხი მეტი ყვირილით. რა თქმა უნდა ჩაკეტილები ვერ ხედავდნენ კანდიდატს, ამიტომ ობიექტიურნი იყვნენ. არჩეული გერონტი, უხუცესთა საბჭოს წევრი ამ თანამდებობაზე სიკვდილამდე რჩებოდა. გერუსია წყვეტდა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს: ომის, ზავის, მიწის ნაკვეთების, სპარტელ მოქალაქეთა დასჯისა და დაჯილდოების საკითხებს.

სპარტაში არსებობდა აგრეთვე ერთი დაწესებულება „ეფორატი“ (მეთვალყურეები). ყოველ წელიწადს ხუთ ეფორს ირჩევდნენ. ისინი თავდაპირველად სპარტის 5 სოფლის მამასახლისებს წარმოადგენდნენ. ეფორებს ევალებოდათ ადათ-წესების სწორი შესრულება, სპარტელ მოქალაქეებისა და თვით სპარტელი მეფეების მეთვალყურეობა, ეფორებმა განსაკუთრებით შეზღუდეს სპარტელი მეფეების. ძალაუფლება. მათ შეეძლოთ მოეწვიათ სპარტელი მეფე. გასასამართლებლად, მეფეებს შეძლოთ მიწვევაზე ორჯერ არ გამოცხადებულიყვნენ, მესამე მიწვევის შემდეგ კი ვალდებულნი იყვნენ ეფორებს ხლებოდნენ. ეფორები აგრეთვე თვალყურს ადევნებდნენ კოსმოსურ მოვლენებსა და არასასიკეთო წინასწარმეტყველების შემთხვევაში შეეპლოთ დროებით გადაეყენებინათ სპარტის მეფე, ვიდრე დელფოს სამინისნოდან არ მოვიდოდა სასიკეთო პასუხი.

სპარტაში არსებობდა აგრეთვე სახალხო კრება „აპელა“, რომლის წევრებად ითვლებოდნენ 30 წელს მიღწეული სპარტელები, თუმცა დამოუკიდებლად რაიმე საკითხის გადაწყვეტის უფლება არ ჰქონდათ. „აპელა“ გერუსიისა და ეფორატის დადგენილებას ადასტურებდა. „აპელა“ ირჩევდა გერონტებს და ეფორებს. სპარტის სახალხო კრების უფლებები ძალიან შეზღუდული იყო, თუმცა ლიკურგეს დელფოს მისნის დაწერილ წინასწარმეტყველებაში ე· წ. „რეტრაში“ საწინააღმდეგო წერია.

[რედაქტირება] სპარტელების აღზრდა

ლიკურგემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა სპარტელების აღზრდას. ახლადდაბადებულს მიიყვანდნენ ლესქეში, სალაყბოში, სადაც ფილეების უხუცესები იყრიდნენ თავს. თუ ბავშვი საღი და ჯანმრთელი იყო, მას აღსაზრდელად გადასცემდნენ მშობლებს, ბიჭებისათვის მიწის ნაკვეთს გამოყოფდნენ. სუსტს კი აპოთეტში, ტაიგეტის მთის უფსკრულში ისროდნენ.

7 წლამდე ვაჟებს ზრდიდნენ ძიძები რომლებიც მთელ საბერძნეთში განთქმულნი იყვნენ. ბავშვებს ღვინოში აბანავებდნენ, სუსტები იღუპებოდნენ და ღონიერნი კი კაჟდებოდნენ. სპარტელ მამებს უფლება არა ჰქონდათ აღეზარდათ თავიანთი ვაჟები. შვიდი წლის ბიჭებს სპარტის სახელმწიფო თავს უყრიდა ე. წ. „აგელებში“ (ფარებში); აგელების უფროსებად მამაც სპარტელს ნიშნავდნენ, მის ბრძანებას ბავშვები უსიტყვოდ ასრულებდნენ: სასჯელს, დავალებას, მოთმინებით იტანდნენ. ხშირად მოხუცი სპარტელები ბავშვებს ერთი მეორესთან აჩხუბებდნენ, რათა გაეგოთ მამაცი იყო თუ მხდალი. სპარტელი ახალგაზრდების აღზრდის მიზანი იყო უსიტყვო მორჩილება. გიმნასიუმებში ასწავლიდნენ: წერა-კითხვას, დათვლა-ანგარიშს, სიმღერას, ცეკვას და ლექსების შეთხზვას, მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ ვარჯიშს. უსახურავო, შემოღობილ მოედანზე, რომელსაც პალესტრა ეწოდებოდა მთელი დღე წვრთნიდნენ სპარტელ ბავშვებს. მათ თმას ძირამდე კრიჭავდნენ. ფეხშიშველა და ტიტლიკანა სიარულს აჩვევდნენ.

12 წლიდან ისინი უქიტონოდ (უპერანგოდ) დადიოდნენ და წელიწადში თითო წამოსასხამს „გიმატიას“ ღებულობდნენ. ტანი მუდამ ჭუჭყიანი ჰქონდათ, რადგან თბილ წყალში არ ბანაობდნენ, ზეთით სხეულს არ იზელდნენ. იძინებდნენ ერთად „აგელების“ მიხედვით ლერწმის საწოლზე. ბავშვები მთელი დღე ვარჯიშობდნენ გიმნასიუმებში და მოხუცები არასოდეს მარტო არ ტოვებდნენ. მოზარდები თუ დანაშაულს ჩაიდენდნენ იქვე ყავდათ დამრიგებელი და დამსჯელიც. მათ აჩვევდნენ აეტანათ სიცივე, წყურვილი და შიმშილი. მოზარდი სპარტელების მეთვალყურეები იყვნენ „პედონომები“, რომლებიც „აგელის“ მეთაურად ყველაზე გონიერ ბავშვებს „ირენს“ აყენებდნენ.

გიმნასიუმებში ახალგაზრდა სპარტელების აღზრდა მთავრდებოდა 20 წლის ასაკში, 21 წლიდან ისინი სახელმწიფო მეომრებად ითვლებოდნენ და ირიცხებოდნენ განსაკუთრებულ რაზმებში – ლოხებში, რომლებიც 500 კაცისაგან შედგებოდა, 20 წლის ირენი ბრძოლაში რაზმებს მეთაურობდა, მშვიდობიან დროს კი რაზმის წევრების ვარჯიშებსა და საერთო სადილების მომზადებას ხელმძღვანელობდა. ხელქვეითი სპარტელები ვალდებული იყვნენ სხვადასხვა სანოვაგე ეშოვათ, უმეტესად ქურდობით, მაგრამ თუ ქურდობაზე წაასწრებდნენ, სასტიკად გაშოლტავდნენ. მოზარდთა სადილები ღარიბული იყო, რათა თვითონ გამოეჩინათ უნარი, მოხერხება და გამბედაობა საკვების შოვნაში.

სპარტელთა აღზრდა სრულწლოვანებამდე გრძელდებოდა, მაგრამ არც ამის შემდეგ ჰქონდა ვინმეს უფლება ეცხოვრა ისე, როგორც მოესურვებოდა. მიზანი იყო ძლიერი მეომრების აღზრდა.

სპარტელები სიმღერებისა და ლექსების შეთხზვის ხელოვნებას ისეთივე დიდ ყურადღებას აქცევდნენ, როგორც სიტყვის დახვეწილობასა და სიწმინდეს. მუსიკალური ანბანი სპარტელების მიერ არის შექმნილი.

ლიკურგემ სპარტელი ქალების გაჯანსაღებასაც დიდი ყურადღება მიაქცია. მათ გასაკაჟებლად სირბილი, ჭიდაობა, შუბისა და დისკოს ტყორცნა დააწესა, რათა ჯანსაღ სხეულში ჩასახული ნაყოფიც ძლიერი და ღონიერი ყოფილიყო. სპარტელების დევიზი იყო: „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“. სპარტელ ქალიშვილებს ეკრძალებოდათ ნებივრობა, სახლში ჩაკეტვა და ფუფუნებით ცხოვრება. პლუტარქე წერს, რომ ლიკურგემ სპარტელი ქალიშვილები მიაჩვია ზეიმზე ჭაბუკებივით გაშიშვლებულებს ეცეკვათ და ემღერათ ახალგაზრდა ბიჭების წინ. სპარტაში ქალიშვილების სიშიშვლე სამარცხვინოდ არ ითვლებოდა. ზოგჯერ ქალიშვილები მასხარად იგდებდნენ მათ, ვინც თავის საქმიანობაში შეცდომებს უშვებდა და აიძულებდნენ გამოსწორებულიყვნენ. ღირსეულ ჭაბუკებს კი სახოტბო სიმღერებს უმღეროდნენ. ამით ყმაწვილკაცებში პატივმოყვარეობისა და წარმატებისაკენ სწრაფვის გრძნობას აღვიძებდნენ.

მამაკაცები 20 წლიდან 60 წლამდე სპარტის მეომრებად ითვლებოდნენ და ქალაქ სპარტაში ისე ცხოვრობდნენ, როგორც სამხედრო ბანაკში. ემორჩილებოდნენ განსაზღვრულ წესს, ეწეოდნენ საზოგადოებრივ საქმიანობას.

[რედაქტირება] სპარტელი მეომრები

სპარტელ მეომრებისათვის, რომლებიც გიმნასიუმებს ამთავრებდნენ, 21 წლიდან ლიკურგემ შემოიღო საჯარო სადილობა (სისიტიები ანუ ფიტიდიები) და ბანაკური ცხოვრების წესი. სპარტელ მეომრებს სახლში სადილობა, ნებივრობა აეკრძალათ, რათა უქნარობას, გასუქებას მათი უძლურება არ გამოეწვია. სისიტიებში მონაწილეობის უფლება სპარტელებს ეძლეოდათ 21 წლიდან, იქ იკრიბებოდა დაახლოებით 15 კაცი და ბანაკურ ცხოვრებას ეწეოდნენ. სისიტიების მონაწილეებს საერთო სასადილოში ყოველდღიურად შეჰქონდათ ერთი მედიმნი ქერის ფქვილი (მედიმნი 52 ლიტრიანი საწყაო იყო), 8 ტოლჩა ღვინო, ერთი მნა ყველი (მნა – საზომი ერთეულია ძველ საბერძნეთში), ხუთნახევარი მნა ლეღვის ჩირი და მცირე ფული ხორცის საყიდლად. ყოველი მონადირე და მსხვერპლის შემწირავი ვალდებული იყო სისიტიებისთვის გაეგზავნა საუკეთესო ხორცის ნაწილი. საჯარო სასადილოში ახალ მოსულს სისიტიების უხუცესი წევრი კარზე მიუთითებდა და ეტყოდა „აქედან ერთი სიტყვაც არ გადის გარეთო“. სპარტელთა საჭმელებს შორის ყველაზე საუკეთესორ ითვლებოდა „შავი წვენი“ – ხარის სისხლში მოხარშული ქერის ფაფა.

ლიკურგემ სპარტელებს აუკრძალა ერთსა და იმავე მტერზე ხშირად გალაშქრება, რათა ეს მტერი თავდაცვის გამო მამაცი მებრძოლი არ გამხდარიყო. ლიკურგემ ორ უძველეს და საშიშ სენს – სიმდიდრეს და სიღარიბეს ბრძოლა გამოუცხადა, თითოეულ სპარტელს თანასწორი ფართობის ნაკვეთი, კლეროსი მიუზომა და ჰილოტების ერთნაირი რიცხვი მიამაგრა. თითოეული სპარტელი თავისი კლეროსიდან 70 მედიმნ ქერს და აგრეთვე სხვა პროდუქტს ღებულობდა, 12 მედიმნს კი სპარტელი ქალები. ლიკურგემ ყველა სპარტელი თანასწორუფლებიანი და თანასწორქონებიანი გახადა, აუკრძალა ოქროს და ვერცხლის ფულის ხმარება, შემოიღო რკინის ფული, რომელიც მძიმე და მოუხერხებელი იყო. მის გადასაზიდად უღელი ხარი იყო საჭირო, შესანახად კი დიდი საკუჭნაო. სპარტელებს ამით ფუფუნების საგნების ყიდვის საშუალება დაუკარგა. ამიტომაც ნავსადგურებში სავაჭრო გემები არ შედიოდნენ, სპარტაში სიმდიდრემ და ფუფუნებამ დაკარგა თავისი უპირატესობა. ლაკონიკის მიწას ფეხს ვერც ჰეტერებით მოვაჭრენი ადგამდნენ, ვერც ენამახვილი სოფისტები, ვერც მოხეტიალე თაღლითი მისნები. სპარტელებს აკრძალული ჰქონდათ მოგზაურობა, ხეტიალი. უსარგებლოდ ჩამოსულ უცხოელებს დარჩენის უფლებას არ აძლევდნენ, აძევებდნენ, რათა უწესო, უცხო ჩვევები სპარტაში არ გავრცელებულიყო. ლიკურგეს მიეწერება ოლიმპიურ ასპარეზობის დროს მეომარი პოლისების დაზავებაც.

მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მრავალრიცხოვანი ჰილოტები. ისინი სპარტელებს ინახავდნენ, ომიანობის შემთხვევაში წინა რიგებში მყოფნი, პირველ დარტყმას იღებდნენ, მაგრამ სარდლები მაინც აბუჩად იგდებდნენ. ისინი ჰილოტებს ძალით ასმევდნენ მაგარ სასმელებსს უზომო რაოდენობით, შემდეგ ეს მთვრალი ჰილოტები სისიტიებზე მიჰყავდათ, რათა იქ მოზარდებისთვის ეჩვენებინათ – თუ რა ცხოველურ მდგომარეობამდე მიჰყავს სიმთვრალეს ადამიანი. ჰილოტებს უბრძანებდნენ უმსგავსო სიმღერები ემღერათ და საძაგლად ეცეკვათ. ეფორები ყოველ წელიწადს, როგორც კი თანამდებობის შესრულებას შეუდგებოდნენ, ჰილოტებს საღვთო ომს უცხადებდნენ, რასაც „კრიპტია“ ეწოდებოდა (რაც ბერძნულად ხოცვა-ჟლეტას ნიშნავდა). ყველაზე გონიერ, მოხერხებულ სპარტელ ახალგაზრდებს ხანჯლებით შეიარაღებულებს გზავნიდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ისინი იმალებოდნენ და ჩუმად ხოცავდნენ ყველაზე ღონიერ ჰილოტებს, ზოგჯერ კი ყველა ჰილოტს, რომელიც ამ დროს ხელში ჩაუვარდებოდათ.

ლიკურგე სპარტელებს დასაფლავების წესებიც დაუდგინა. გლოვის ხანგრძლოვობა 2 დღით განსაზღვრა. გარდაცვლილს მოწეულის მოსასხამში გახვეულს ტაძრის მახლობლად მარხავდნენ. საფლავში ყოველგვარი ნივთების ჩატანება აკრძალული იყო.

როდესაც ლიკურგემ ყველაფერი მოათავა, ლაკედემონელებს ფიცი ჩამოართვა, რომ მის მოსვლამდე დაწესებულ კანონებს დაიცავდნენ და შემდეგ დელფოს ტაძარში წავიდა, სადაც მისნის საშუალებით ღმერთებს შეკითხვა მისცა: „კარგია თუ არა ჩემი კანონები სპარტის ბედნიერებისათვისო?“ მისნის საშუალებით ღვთაება აპოლონმა უპასუხა, რომ „მისი კანონები კარგია და სპარტა ყველაზე სახელოვანი გახდებაო“, ეს წინასწარმეტყველება ლიკურგემ სპარტელებს შეატყობინა, შემდეგ კი შიმშილით მოიკლა თავი. სპარტელებმა ლიკურგეს ტაძარი აუგეს და გააღმერთეს.

ლიკურგეს რეალურ პიროვნებად მიიჩნევენ და სპარტაში მნიშვნელოვან ღონისძიებების გატარებას მიაწერენ ლიკურგე იყო თუ არა რეალური ისტორიული პირი, ან ყველა ის ღონისძიებები მართლაც მან ჩაატარა თუ არა, ძნელი სათქმელია. ერთი რამ ცხადია, რომ სპარტა ძვ.წ. IX ს. ძლიერ სამხედრო სახელმწიფოდ იქცა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საბერძნეთის ისტორიაში.

ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოს სპარტას სათავეში ჩაუდგა პელოპონესის კავშირს, მონაწილეობდა ბერძენ-სპარსელთაომებში (ძვ.წ. 500–449). პელოპონესის ომში (ძვ.წ. 431–404) დაამარცხა ათენი და მიაღწია საბერძნეთში ჰეგემონობას, რაც დაკარგა თებელებთან ომში დამარცხების შემდეგ (ლევქტრა).

146 წელს სპარტა რომის მორჩილებაში მოექცა შეზღუდული უფლებებით, ხოლო ძვ.წ. 27 წლიდან შევიდა რომის პროვინციის აქაიის შემადგენლობაში.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები