ექიდნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:დემონები]]
 
[[კატეგორია:დემონები]]
 +
[[კატეგორია:მითიური არსებები‏]]

13:15, 29 ივნისი 2017-ის ვერსია

ექიდნა(ბერძნ.) შემზარავი დემონი, ნახევრადქალი-ნახევრადგველი, ტარტაროსის და გეას ასული.

ექიდნასა და ტიფონის შეუღლების შემდეგ გაჩნდნენ საშინელი ურჩხულები: ქიმერა, კერბეროსი, ლერნეს ჰიდრა, ნემეას ლომი, სფინქსი, ორთროსი. ექიდნას ადგილსამყოფელად ითვლებოდა ჰადესი, სკვითია ანდა მღვიმე კილიკიაში. გვიანდელი მითოსის თანახმად, ექიდნას ჰერაკლესაგან ეყოლა სამი ძე. ერთ-ერთმა მათგანმა, სკვითოსმა, სკვითების მოდგმას დაუდო სათავე. ექიდნა ძილში მოკლა მრავალთავა ბუმბერაზმა არგუსმა.

გადატანითი მნიშვნელობით ექიდნას ბოროტ არსებაზე იტყვიან. „ექიდნას-ღიმილი“ – ბოროტი, მზაკვრული ღიმილის გაგებით იხმარება თანამედროვე მეტყველებაში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები