ახვერდოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ახვერდოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ნიკოლოზ ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ახვერდოვი''' − (1800-1876), გენერალ-ლეიტენანტი (13.08.1855). | '''ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ახვერდოვი''' − (1800-1876), გენერალ-ლეიტენანტი (13.08.1855). | ||
| − | დაიბადა ჩრდილოეთ [[კავკასია]]ში, სტანიცა ნაურსკაიაში, სადაც მსახურობდა მამამისი – [[ალექსანდრე ახვერდოვი]]. მამამისის, ყაბარდოს პოლკის ყოფილი მეთაურის გარდაცვალების გამო მისი აღზრდა-განათლება იტვირთა მისმა ბიძამ − თევდორე ახვერდოვმა. | + | დაიბადა ჩრდილოეთ [[კავკასია]]ში, სტანიცა ნაურსკაიაში, სადაც მსახურობდა მამამისი – [[ალექსანდრე ახვერდოვი]]. მამამისის, ყაბარდოს პოლკის ყოფილი მეთაურის გარდაცვალების გამო მისი აღზრდა-განათლება იტვირთა მისმა ბიძამ − [[თევდორე ახვერდოვი|თევდორე ახვერდოვმა]]. |
1809 წელს, 8 წლის ასაკში გაამწესეს პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1818 წლიდან მსახურობდა სევერსკის ცხენოსან-[[ეგერები|ეგერთა]] [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკში]]. მიიღო მონაწილეობა 1826-1828 წლების რუსეთ-სპარსეთის ომში. | 1809 წელს, 8 წლის ასაკში გაამწესეს პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1818 წლიდან მსახურობდა სევერსკის ცხენოსან-[[ეგერები|ეგერთა]] [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკში]]. მიიღო მონაწილეობა 1826-1828 წლების რუსეთ-სპარსეთის ომში. | ||
მიმდინარე ცვლილება 22:22, 18 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ახვერდოვი − (1800-1876), გენერალ-ლეიტენანტი (13.08.1855).
დაიბადა ჩრდილოეთ კავკასიაში, სტანიცა ნაურსკაიაში, სადაც მსახურობდა მამამისი – ალექსანდრე ახვერდოვი. მამამისის, ყაბარდოს პოლკის ყოფილი მეთაურის გარდაცვალების გამო მისი აღზრდა-განათლება იტვირთა მისმა ბიძამ − თევდორე ახვერდოვმა.
1809 წელს, 8 წლის ასაკში გაამწესეს პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1818 წლიდან მსახურობდა სევერსკის ცხენოსან-ეგერთა პოლკში. მიიღო მონაწილეობა 1826-1828 წლების რუსეთ-სპარსეთის ომში.
1828 წელს დაინიშნა მე-20 ქვეითი დივიზიის უფროსის ადიუტანტად.
1829 წელს ჯერ გადაიყვანეს პავლოვსკის ლაიბ-გვარდიის პოლკში, ხოლო 1830 წელს მოსკოვის ლაიბ-გვარდიის პოლკში.
1832 წლის 6 დეკემბერს 32 წლის ასაკში მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და ჩაირიცხა სელენგინის ქვეით პოლკში.
1834 წელს დაინიშნა მოსკოვის ქვეითი პოლკის მეთაურად.
1836-1839 წლებში ოჯახური პირობების გამო იმყოფებოდა თადარიგში.
1839 წელს დაბრუნდა სამხედრო სამსახურში და შეიცვალა თავისი მოღვაწეობის არეალი.
1844 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა ჟანდარმთა კორპუსის შეფთან დავალებათა გენერლად. ხელმძღვანელობდა უამრავ სისხლის სამართლის დანაშაულებათა გამოძიებას.
1848-1850 წლებში ხელმძღვანელობდა ჟანდარმთა კორპუსის VII ოლქს.
1852-1859 წლებში მსახურობდა სმოლენსკის გუბერნატორად.
1859 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და დაინიშნა სენატორად.
გარდაიცვალა და დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაოს ოჯახურ აკლდამაში.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო: წმ.გიორგის IV ხარ. (ოცდახუთ წლიანი უმწიკვლო სამხედრო სამსახურისთვის - 03.12.1839), ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ (1828) და რუსეთის ორდენებით. წმ.სტანისლავის II (გვირგვინით) და I ხარ.(1850); წმ.ანას IV („მამაცობისათვის“), III (ბაფთით), II (ბაფთით – 1865) და I ხარ. (მახვილებით – 1855). წმ. ვლადიმერის IV (ბაფთით – 1826), III (1848), II (მახვილებით – 1858). თეთრი არწივის (1867), სპარსეთის „მზისა და ლომის“ II ხარ.(ალმასებ. ნიშნებით – 1813) და Virtuti Militari IV ხარ.
1868 წელს უმაღლესი ბრძანებულებით 12 წლის ვადით მიეცა იჯარის მაგივრად 2500 მანეთი წელიწადში და სმოლენსკის თავად-აზნაურობისგან საჩუქრად ტილო („სმოლენსკის ხედი“), ხოლო კაზაკობისგან და მეშჩანებისგან სმოლენსკის ღვთისმშობლის წმ. ოდიგიტრიის ხატი.