ბებუთოვი დავით იოსების ძე
(ახალი გვერდი: '''დავით იოსების ძე ბებუთოვი''' − (11.01.1793 — 11.03.1867), სომეხი თავადი, გენ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:BebuTovi daviT 2.png|thumb|130px|ბებუთოვი დავით იოსების ძე]] | ||
'''დავით იოსების ძე ბებუთოვი''' − (11.01.1793 — 11.03.1867), სომეხი თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (26.08.1856) | '''დავით იოსების ძე ბებუთოვი''' − (11.01.1793 — 11.03.1867), სომეხი თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (26.08.1856) | ||
15:56, 19 ნოემბერი 2025-ის ვერსია
დავით იოსების ძე ბებუთოვი − (11.01.1793 — 11.03.1867), სომეხი თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (26.08.1856)
დაიბადა ქ. ტფილისში. გენერალ ვასილ ბებუთოვის (1791-1858) უმცროსი ძმაა. განათლება მიიღო ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, ახალგაზრდობაში მონაწილეობდა ქუჩის მუშტი-კრივის ბრძოლებში, რადგან XIX საუკუნის I ნახევარში ეს თამაში იყო ერთ -ერთი ყველაზე ტრადიციული გართობა ტფილისელებისათვის.
1811 წელს შევიდა სამხედრო სამსახურში ნარვის დრაგუნთა პოლკში, რომელიც მოქმედებდა მაშინ კახეთში, მთიელთა წინააღმდეგ.
1812 წლიდან უკვე ოფიცერი იყო და მონაწილეობდა ლაშქრობაში ბრესტ-ლიტოვსკთან, ხოლო 1814 წელს – კრაკოვთან.
1820 წლისათვის უკვე მეთაურობდა ესკადრონს. მალევე ის გადაყვანილ იქნა კავკასიის ცალკეულ კორპუსში და, 1830 წელს მიიღო მონაწილეობა ექსპედიციაში ჭარ-ბელაქნელ ლეკთა და ოსთა წინააღმდეგ. მას დავალებული ჰქონდა თვალყური ედევნებინა რიგ ღონისძიებათა შესრულებაზე, რომლებიც გამომდინარეობდა ადრიანოპოლის (1829) ზავის შედეგად, ოსმალეთიდან ქრისტიანთა გადმოსახლების შესახებ შექმნილი კომიტეტისა. ეს დავალება მან პირნათლად შეასრულა და 1831 და 1832 წლებში გახდა ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული მოღვაწე, ყაზი-მულას მიურიდების წინააღმდეგ წარმოებულ ექსპედიციაში. დაიძრა რა ჩუმკესკენტის სიმაგრისკენ, რომელიც დაკავებული ჰქონდა ყაზი-მულას, ბებუთოვმა აიღო ეს პუნქტი შტურმით, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარ. ორდენით (1834 წლის 3 დეკემბერს), შემდგომში, 1832 წლის 17 ოქტომბერს, მეთაურობდა რა მუსლიმ ცხენოსანთა მე-2 პოლკს, კაზაკებსა და ქართულ მილიციას, დაწინაურდა აულ გიმრის შტურმისას, სადაც ყაზი-მულა იმყოფებოდა 3 ათას მთიელთან და დაიღუპა რუსის ჯართან შეტაკებაში.
1833 წელს ბებუთოვი ასრულებდა ჭარ-ბელაქნის ოლქის უფროსის და ახალ ზაქათალას ციხესიმაგრის კომენდანტის თანამდებობას, ხოლო 1834 წელს გენერალმა ფ. პასკევიჩმა მას დაავალა მუსლიმ ცხენოსანთა პოლკის ფორმირება და მათი გადაყვანა პოლონეთის სამეფოში.
1835 წლის 2 მარტს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
ვარშავაში ჩამოსვლისთანავე, ვიდრე პასკევიჩის სიკვდილამდე, ბებუთოვმა ბევრი გააკეთა თავისი პოლკის ფორმირების და სათანადო დონეზე აყვანის საქმეში.
1846 წლის თებერვალში თავის პოლკთან ერთად დაიძრა კრაკოვისკენ, გრაფ რიდიგერის რაზმების დასახმარებლად, რომელიც მოქმედებდა პოლონელების წინააღმდეგ. იმავე წლის 19 თებერვალს ბებუთოვი შევიდა ქალაქში, შემდეგ კი, თავად ბარიატინსკისთან ერთად, დაედევნა აჯანყებულ პოლონელებს და სდია მათ პრუსიის საზღვრამდე, სადაც ისინი დანებდნენ და დაყარეს იარაღი.
1846 წლის 17 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და დატოვებულ იქნა თავისი პოლკის მეთაურად.
1849 წლის უნგრეთის კამპანიის პერიოდში მონაწილეობდა ვაიცენის და დებრეცენის ბრძოლებში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის III ხარ. ორდენით (1849 წლის 1 სექტემბერს).
1853-1856 წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) ომის დაწყების შემდეგ, 1854 წლის აპრილში, თავად ბებუთოვს იმპერატორ ნიკოლოზ I ბრძანებით, დაევალა ყოფილიყო თავად ფ.პასკევიჩთან, რომელიც დაინიშნა დუნაის არმიის მთავარ სარდლად. როგორც კი ჩამოვიდა სოფელ კალარამში, ბებუთოვმა 100 მუსლიმთან, სახაზო კაზაკთა ასეულთან და მთიელთა ნახევარასეულთან ერთად მიიღო მონაწილეობა სილისტრიასთან წარმოებულ ბრძოლებში.
22 მაისს მონაწილეობდა თურქთა შეტევის მოგერიებაში „არაბიეს“ ფორტთან, ხოლო 28 მაისს პასკევიჩის გაძლიერებულ რეკოგნოსცირებაში, 10 ბატალიონისგან შემდგარი რაზმით, 1 კავალერიის ბრიგადით, კაზაკთა 1 პოლკით და 3 ბატარეით, ბებუთოვი მოქმედებდა ძალზე წარმატებულად, და ყველანაირად ხელს უშლიდა მოწინააღმდეგეს მიეწოდინებინა სილისტრიაში დახმარება.
შემდეგ ოლტენიცკის რაზმის სათავეში აკვირდებოდა მოწინააღმდეგეს ტურტუკაიში სოფელ გრაკიდან ვიდრე მას ტიშის ტბამდე და გაანადგურა მისი 300 გადასაზიდი ნავი მდინარე დუნაიზე. დუნაის კამპანიისათვის დაჯილდოვდა ოქროს ხმლით (მამაცობისათვის - ბრილიანტებით).
პასკევიჩის სიკვდილისა და მუსლიმთა პოლკის დაბრუნების შემდეგ კავკასიაში, ბებუთოვი დაბრუნებულ იქნა ვარშავაში I არმიის მთავარ სარდალთან, ხოლო 1861-1867 წლებში იყო ვარშავის კომენდანტი.
გარდაიცვალა ვარშავაში, დაკრძალულია იქვე ვოლსკის სასაფლაოზე.
თავადმა ბებუთოვმა დატოვა ავტობიოგრაფიული „ჩანაწერები“ რომლებიც გადაამუშავა და დასაბეჭდათ მოამზადა „სამხედრო კრებულის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო:
ოქროს ხმლით (მამაცობისათ ვის 0ცდახუთწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის − 1857) და
ოქროს ხმლით (მამაცობისათვის (ოცდაათწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის – 1865); და
რუსეთის ორდენებით წმ.ანას II და I ხარ.(იმპ. გვირგვ. და მახვილებით - 1851);
წმ. სტანისლავის II (1848) და I ხარ.;
წმ. ვლადიმერის III და II ხარ.(1849);
თეთრი არწივის ორდ. (1862);
წმ. ალექსანდრე ნეველის ორდ.(1849), (ბრილ.ნიშნ.-1865);
მიღებული ჰქონდა უცხოეთის ორდენები:
სპარსეთის „ლომისა და მზის“ II ხარ. ორდ.(ვარსკვ ლავით - 1857);
პრუსიის „წითელი არწივის“ ორდ.(1864);
ავსტრო-უნგრეთის „წმ.ლეოპოლდის“ ორდ.(1850).
გარდა ამისა დაჯილდოებული იყო ოქროს სათამბაქოთი იმპერატორ ალექსანდრე II ვენზელით.