ჩუღურეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჩუღურეთი''' – ქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჩუღურეთი''' – [[ქალაქი|ქალაქ]] [[თბილისი]]ს ერთ-ერთი უძველესი უბანთაგანი. ჩუღურეთს აღმოსავლეთიდან კუკიისა და სვანეთისუბნიდან გამოყოფს რკინიგზის ხაზი, რომელიც ცოტნე დადიანის, გიორგი ჩიტაიას და არნოლდ ჩიქობავას ქუჩების პარალელურად გადის, სამხრეთიდან ავლაბართან საზღვარი გადის ელენე ახვლედიანის ხევზე, დასავლეთიდან მდინარე მტკვრით გამოყოფილია ვერასა და მთაწმინდისგან, ჩრდილოეთით კი დიდუბისგან გამოყოფს გოგი ცაბაძის ქუჩა.
+
'''ჩუღურეთი''' – [[ქალაქი|ქალაქ]] [[თბილისი]]ს ერთ-ერთი უძველესი უბანთაგანი. ჩუღურეთს აღმოსავლეთიდან კუკიისა და სვანეთისუბნიდან გამოყოფს რკინიგზის ხაზი, რომელიც ცოტნე დადიანის, გიორგი ჩიტაიას და არნოლდ ჩიქობავას ქუჩების პარალელურად გადის, სამხრეთიდან ავლაბართან საზღვარი გადის [[ელენე ახვლედიანის ხევი|ელენე ახვლედიანის ხევზე]], დასავლეთიდან მდინარე მტკვრით გამოყოფილია ვერასა და მთაწმინდისგან, ჩრდილოეთით კი დიდუბისგან გამოყოფს გოგი ცაბაძის ქუჩა.
  
სახელწოდება ჩუღურეთი საისტორიო წყაროებში XVIII საუკუნის პირველი ათეული წლებიდან მოიხსენიება „ჩუხური“ს ფორმით (ქართული -ეთ-[[სუფიქსი]]ს მოგვიანებით გაჩენილა). XVIII საუკუნის II ნახევრისა�თვის ვახუშტი ქალაქის გეგმაზე ჩუღურეთს დედაქალაქის ერთ-ერთ განაპირა სოფლად წარმოგვიდგენს. ამ გეგმის მიხედვით ჩუღურეთს საზღვრავს: სამხრეთ აღმოსავლეთ მხრიდან – ჩუღურეთის ხევი, სამხრეთით – მტკვარი, აღმოსავლეთის მხრით – სოფელი კუკია, დიდხევი და უფრო მოშორებით – სამგორის მინდვრები. სახელწოდება ჩუღურეთი წარმომდგარია თურქული ჩუხურ||ჩუკურ- სიტყვისაგან, რომელსაც ქართულში სხვადასხვა შინაარსის ტერმინი შეესაბამება: „ღრმა ადგილი“, „ჩადაბლებული, დაცემული ადგილი“, „ჩოლედი“, „ფლატე“, „ორმო“, „ფოსოებიანი ადგილი“ და სხვ. ჩუღურეთი 1824 წლიდან შეუერთდა ტფილისს, როცა მდინარე მტკვარზე აიგო ერთმალიანი რკინის ხიდი, „მუხრანის ხიდად“ წოდებული. „მუხრანის ხიდის“ ადგილას· 1960-იან წლებში აგებულ იქნა ახალი, ორიარუსიანი ხიდი, რომელიც დიდი პოეტის [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]ს სახელს ატარებს.  
+
სახელწოდება ჩუღურეთი საისტორიო წყაროებში XVIII საუკუნის პირველი ათეული წლებიდან მოიხსენიება „ჩუხური“ს ფორმით (ქართული -ეთ-[[სუფიქსი]]ს მოგვიანებით გაჩენილა). XVIII საუკუნის II ნახევრისათვის ვახუშტი ქალაქის გეგმაზე ჩუღურეთს დედაქალაქის ერთ-ერთ განაპირა სოფლად წარმოგვიდგენს. ამ გეგმის მიხედვით ჩუღურეთს საზღვრავს: სამხრეთ აღმოსავლეთ მხრიდან – ჩუღურეთის ხევი, სამხრეთით – მტკვარი, აღმოსავლეთის მხრით – სოფელი კუკია, დიდხევი და უფრო მოშორებით – სამგორის მინდვრები. სახელწოდება ჩუღურეთი წარმომდგარია თურქული ჩუხურ||ჩუკურ- სიტყვისაგან, რომელსაც ქართულში სხვადასხვა შინაარსის ტერმინი შეესაბამება: „ღრმა ადგილი“, „ჩადაბლებული, დაცემული ადგილი“, „ჩოლედი“, „ფლატე“, „ორმო“, „ფოსოებიანი ადგილი“ და სხვ. ჩუღურეთი 1824 წლიდან შეუერთდა ტფილისს, როცა მდინარე მტკვარზე აიგო ერთმალიანი რკინის ხიდი, „მუხრანის ხიდად“ წოდებული. „მუხრანის ხიდის“ ადგილას· 1960-იან წლებში აგებულ იქნა ახალი, ორიარუსიანი ხიდი, რომელიც დიდი პოეტის [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]ს სახელს ატარებს.  
  
  

მიმდინარე ცვლილება 13:35, 21 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

ჩუღურეთიქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანთაგანი. ჩუღურეთს აღმოსავლეთიდან კუკიისა და სვანეთისუბნიდან გამოყოფს რკინიგზის ხაზი, რომელიც ცოტნე დადიანის, გიორგი ჩიტაიას და არნოლდ ჩიქობავას ქუჩების პარალელურად გადის, სამხრეთიდან ავლაბართან საზღვარი გადის ელენე ახვლედიანის ხევზე, დასავლეთიდან მდინარე მტკვრით გამოყოფილია ვერასა და მთაწმინდისგან, ჩრდილოეთით კი დიდუბისგან გამოყოფს გოგი ცაბაძის ქუჩა.

სახელწოდება ჩუღურეთი საისტორიო წყაროებში XVIII საუკუნის პირველი ათეული წლებიდან მოიხსენიება „ჩუხური“ს ფორმით (ქართული -ეთ-სუფიქსის მოგვიანებით გაჩენილა). XVIII საუკუნის II ნახევრისათვის ვახუშტი ქალაქის გეგმაზე ჩუღურეთს დედაქალაქის ერთ-ერთ განაპირა სოფლად წარმოგვიდგენს. ამ გეგმის მიხედვით ჩუღურეთს საზღვრავს: სამხრეთ აღმოსავლეთ მხრიდან – ჩუღურეთის ხევი, სამხრეთით – მტკვარი, აღმოსავლეთის მხრით – სოფელი კუკია, დიდხევი და უფრო მოშორებით – სამგორის მინდვრები. სახელწოდება ჩუღურეთი წარმომდგარია თურქული ჩუხურ||ჩუკურ- სიტყვისაგან, რომელსაც ქართულში სხვადასხვა შინაარსის ტერმინი შეესაბამება: „ღრმა ადგილი“, „ჩადაბლებული, დაცემული ადგილი“, „ჩოლედი“, „ფლატე“, „ორმო“, „ფოსოებიანი ადგილი“ და სხვ. ჩუღურეთი 1824 წლიდან შეუერთდა ტფილისს, როცა მდინარე მტკვარზე აიგო ერთმალიანი რკინის ხიდი, „მუხრანის ხიდად“ წოდებული. „მუხრანის ხიდის“ ადგილას· 1960-იან წლებში აგებულ იქნა ახალი, ორიარუსიანი ხიდი, რომელიც დიდი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელს ატარებს.


[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები