სოფელ აწრისხევის ბეხუშეს ციხე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბეხუშეს ციხე“ გადაიტანა გვერდზე „[[სოფელ აწრისხევის ბეხუშეს ციხ...) |
|
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 15:43, 25 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ აწრისხევის ბეხუშეს ციხე – გვიანი შუა საუკუნეები – მდ. ჩაფარუხის წყლისა და ქნოღოს წყლის შესართავთან აღმართული ციხე ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ქვის წყობა ქაოსურია. ციხე კლდეზეა აშენებული და ყოველი მხრიდან თითქმის მიუდგომელია. მისი ღერძი ვითარდება სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით. სამხრეთიდან ჩრდილოეთით – წაგრძელებულია 50 მ-ის სიგრძეზე, ხოლო სიგანეზე 20-25 მ. ციხის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია მცირე ზომის არქიტრავული შესასვლელი. ციხეს განივი კედელი ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს. ციხეს ჩრდილოეთით ორი, დასავლეთით და აღმოსავლეთით სამ-სამი ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს. დასავლეთის კონტრფორსები ძლიერ დაზიანებულია. ციხის შიდა ტერიტორია დაფარულია ჩამონაშალი ქვით.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა