სოფელ აწრისხევის ბეხუშეს ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოფელ აწრისხევის ბეხუშეს ციხე“ გადაიტანა გვერდზე „[[ბეხუშეს ციხ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბეხუშეს ციხე“ გადაიტანა გვერდზე „[[სოფელ აწრისხევის ბეხუშეს ციხ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:43, 25 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

Cixe.png

სოფელ აწრისხევის ბეხუშეს ციხე – გვიანი შუა საუკუნეები – მდ. ჩაფარუხის წყლისა და ქნოღოს წყლის შესართავთან აღმართული ციხე ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ქვის წყობა ქაოსურია. ციხე კლდეზეა აშენებული და ყოველი მხრიდან თითქმის მიუდგომელია. მისი ღერძი ვითარდება სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით. სამხრეთიდან ჩრდილოეთით – წაგრძელებულია 50 მ-ის სიგრძეზე, ხოლო სიგანეზე 20-25 მ. ციხის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია მცირე ზომის არქიტრავული შესასვლელი. ციხეს განივი კედელი ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს. ციხეს ჩრდილოეთით ორი, დასავლეთით და აღმოსავლეთით სამ-სამი ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს. დასავლეთის კონტრფორსები ძლიერ დაზიანებულია. ციხის შიდა ტერიტორია დაფარულია ჩამონაშალი ქვით.







[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები