იუზბაშიანი მარიუს
(ახალი გვერდი: '''მარიუს არამის ძე იუზბაშიანი''' – (03.04.1924-21.06.1993), სომეხი გენერალ-ლე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იუზბაშიანი მარიუს“ გადაიტანა გვერდზე „მარიუს იუზბაშიანი“) |
23:10, 4 დეკემბერი 2025-ის ვერსია
მარიუს არამის ძე იუზბაშიანი – (03.04.1924-21.06.1993), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (1985).
დაიბადა ქ. ბათომში (აჭარის ასსრ).
1941 წელს ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში.
1943 წლიდან მსახურობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში.
1943-1944 წლებში სწავლობდა თბილისის შინსახკომის სკოლაში.
სსრკ (1941-1945) წლების დიდი სამამულო ომის დროს, 1943-1944 წლებში იყო მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედ, რიგი პარტიზანული რაზმების მეთაურის მოადგილე.
1945-1988 წლებში მსახურობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. დაიწყო სამსახური იმიერკარპატიის ოლქის, შინსახკომის სამმართველოს ოპერრწმუნებულის თანაშემწის თანამდებობაზე.
1960-1967 წლებში მსახურობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლობის, მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილედ, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
1972-1978 წლებში მსახურობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, I მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) უფროსის მოადგილედ.
1978-1988 წლებში მსახურობდა სომხეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ.
1978 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1988 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
მოკლეს ერევანში სამი გასროლით, როცა აკეთებდა დილის ფიზკულტურას, კომიტასის სახელობის პანთეონის ტერიტორიაზე. მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. დაკრძალულია მოსკოვში.
დაჯილდოებული იყო ოქტომბრის რევოლუციის, წითელი დროშის, სამამულო ომის I და II ხარ., 2 წითელი ვარსკვლავის ორდენით.