მარათონის ხარი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითიური არსებები]] | ||
[[კატეგორია:ჰერაკლეს გმირობები]] | [[კატეგორია:ჰერაკლეს გმირობები]] | ||
13:44, 30 ივნისი 2017-ის ვერსია
მარათონის ხარი – ანუ კრეტის ხარი, რომელიც ჰერაკლემ შეიპყრო.
კრეტის მეფე მინოსმა ზღვათა ღვთაება პოსეიდონს აღუთქვა, რომ ხარს შესწირავდა მსხვერპლად. სიტყვა ეამა ღმერთს და ამიტომ ზღვათა სიღრმიდან უჩვეულოდ ლამაზი ხარი ამოუშვა. მეფე მინოსს მოეწონა იგი, დაენანა მისი შეწირვა და მის ნაცვლად პოსეიდონს სხვა ხარი უძღვნა. ღმერთი განრისხდა და ხარი გააშმაგა. გამძვინვარებული ცხოველი ულმობლად ანადგურებდა კრეტას. ეს ხარი შეიპყრო ჰერაკლემ (მეშვიდე გმირობა) და მეფე ევრისთევსს მიჰგვარა მიკენში. შეშინებულმა მეფემ ცხოველი ჰერას უძღვნა და ველზე გაუშვა. ჰერამ არ მიიღო ეს საბოძვარი. ანტიკურ გადმოცემათა თანახმად, მძვინვარე ხარი ჯერ სპარტისაკენ წარიმართა, ხოლო შემდეგ არკადიისა და ისთმოსის გავლით მიაშურა მარათონის ველს, სადაც იგი საბერძნეთის კიდევ ერთმა დიდმა გმირმა, თესევსმა შეიპყრო და ქალღმერთ ათენას შესწირა მსხვერპლად.