კიჟოიანი ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანდრია კიჟოიანი“ გადაიტანა გვერდზე „კიჟოიანი ანდრია“ გადამის...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:KoJoiani andr.png|thumb|140px|ანდრია კიჟოიანი]]
 
'''ანდრია ხორენის ძე კეჟოიანი''' – (14.01.1922-21.12.1979) მე-3 კლასის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი (10.01.1977).
 
'''ანდრია ხორენის ძე კეჟოიანი''' – (14.01.1922-21.12.1979) მე-3 კლასის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი (10.01.1977).
  

მიმდინარე ცვლილება 15:58, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

ანდრია კიჟოიანი

ანდრია ხორენის ძე კეჟოიანი – (14.01.1922-21.12.1979) მე-3 კლასის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი (10.01.1977).

დაიბადა ქ.ბათომში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1940 წელს გაწვეულ იქნა ჯარში. მსახურობდა საქართველოს სსრ სამხედრო კომისარიატში. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის (1941-1945) წლების დიდ სამამულო ომში. იბრძოდა 38-ე სათადარიგო მსროლელი ბრიგადის შტაბში, ამიერკავკასიის ფრონტის 296 მსროლელი დივიზიის შტაბში განყოფილების უფროსად.

1946 წელს, დემობილიზაციის შემდეგ სწავლობდა სარატოვის იურიდიულ ინსტიტუტში.

1950-1952 წლებში მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში: კრასნოდარის ოლქის სტალინის და კიროვის რაიონების პროკურატურის გამომძიებლად და სამხარეო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.

1952-1979 მუშაობდა საკავშირო პროკურატურის ცენტრალურ აპარატში: საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლად, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად სსრკ გენერალურ პროკურორთან.

მინიჭებული ჰქონდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (1971) და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული იურისტის წოდება.

დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით.


[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები