იარამიშევი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ივანე იარამიშევი“ გადაიტანა გვერდზე „იარამიშევი ივანე“ გადამ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:48, 10 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

ივანე იარამიშევი

ივანე გრიგოლის ძე იარამიშევი – (11.01.1906-1979) საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (23.02.1952).

დაიბადა ტფილისში. დაამთავრა დერბენდის საქალაქო რეალური სასწავლებელი. 1920 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. 1924-1926 წლებში სწავლობდა ლენინგრადის სამხედრო-ტექნიკურ სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, განაწილებული იყო სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად ქ. ნიკოლაევში (უკრაინა). მალევე ის გადაჰყავთ ქ. სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის ავიაციის მე-60 ესკადრილიის ბორტის ტექნიკოსად.

1928-1933 წლებში, თანამიმდევრულად მსახურობდა – უფროს ტექნიკოსად, რაზმის უმცროს ინჟინრად, ეს კადრილი ის უფროს ინჟინრად და ჯგუფის ინჟინრად.

1935 წელს, ლენინგრადის სამხედრო-საჰაერო ძალების ინჟინერთა კურსების დამთავრების შემდეგ, ბრუნდება სევასტოპოლში და, ინიშნება წითელდროშოვანი შავი ზღვის ფლოტის, ავია ესკადრილი ის უფროს ინჟინრად.

(1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის პირველ თვეებში, მის დაქვემდებარებაში მყოფი, შავი ზღვის ავიაციის სარემონტო სამსახურები, ყველაფერს აკეთებდნენ, რათა დროულად დაებრუნებინათ მწყობრში დაზიანებული მანქანები. განსაკუთრებულად დამძიმდა მუშაობა მაშინ, როცა გერმანელებმა წამოიწყეს შეტევა სევასტოპოლზე.

ფლოტის ავიაცია კეტავდა გასასვლელებს ქალაქთან და პორტთან. უმძიმეს პირობებში იქნა გარემონტებული და დაბრუნებული მწყობრში, ბრძოლებში დაზიანებული უამრავი თვითმფრინავი. ინჟინერ - პოლკოვნიკი იარა მიშევი უკეთებდა რა ორგანიზებას მთელ ამ სამუშაოს, ეყრდნობოდა არა მხოლოდ თავის ცოდნას, ასევე სხვა ფლოტების გააზრებული პრაქტიკის ნოვატორობასაც. ომის შემდგომ პერიოდში ეკავა ფლოტის სამხედრო-საჰაერო ძალებში საპასუხისმგებლო თანამდებობები.

1949 წელს მან დაამთავრა ჟუკოვსკის სახ. სამხედრო-საინჟინრიო აკადემიასთან არსებული, ინჟინერთა და ხელოვნების კურსები.

1968 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. იქნა არჩეული გმირ-ქალაქ სევასტოპოლის საპატიო მოქალაქედ.


[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები